Connect with us

თავის მოვლა

როგორ გამოვიყენოთ ქოქოსის ზეთი გაჭაღარავების, გამელოტებისა და თმის სხვა პრობლემების მოსაგვარებლად

ქოქოსის ზეთი იდეალურია თმის კვებისთვის. მაღაზიის შამპუნებისა და კონდიციონერებისგან განსხვავებით, რომლებიც სილიკონებისგან შედგება, ქოქოსის ზეთი უბრალოდ კი არ ფარავს თმას, არამედ ღრმად აღწევს პრობლემის საწყისამდე.

ქოქოსის ზეთი შესანიშნავი საშუალებაა თმის გავრცლეებული პრობლემების საწინააღმდეგოდ:

1. ჭაღარა

იმის გათვალისწინებით, რომ ქოქოსის ზეთი კვებავს თავის კანს, იგი იცავს თმის ფოლიკულებს. გაჭაღარავება მაშინ ხდება, როცა ფოლიკულები, რომლებიც თმის ფერზე აგებენ პასუხს, კარგავენ ეფექტურობას.

2. პედიკულოზი

ტილები თანდათან ტილების საწინააღმდეგო შამპუნების მიმართ რეზისტენტული გახდნენ. საბედნიეროდ, ქოქოსის ზეთი ძალიან დაგეხმარებათ ამ პარაზიტების მოშორებაში. ზეთი ფარავს თავის კანს და ახრჩობს ტილებს. გარდა ამისა, ეს ამარტივებს წილების მოშორებას და ქმნის არაკეთილდღეურ პირობებს, რომლებშიც ტილები ვერ იცოცხლებენ.

3. ქერტლი

სოკოვანი ინფექციები ყველაზე გავრცელებული მიზეზია ქერტლის წარმოქმნისა. ანტიმიკრობული თვისებების დამსახურებით, ზეთი იდეალური საშუალებაა ქერტლთან საბრძოლველად და პროფილაქტიკისთვის.

4. თმისცვენა

ქოქოსის ზეთის შემცველობაში არსებული ვიტამინები და ჯანსაღი ცხიმები კურნავს კანს, რაც ხელს უწყობს თმის ზრდას და თმისცვენის შემცირებას. გარდა ამისა, ქოქოსის ზეთი დაგეხმარებათ იმ ინფექციებისა და ანთებების განკურნებაში, რომლებიც თმის დაკარგვის ძირითადი მიზეზი შეიძლება იყოს.

5. დაყოფილი ბოლოები

თუ დაზიანებული თმისა და დაყოფილი ბოლოების პრობლემები გაწუხებთ, ქოქოსის ზეთი ნამდვილად დაგეხმარებათ. ამასთან, იგი თქვენს თმას ბუნებრივ ელვარებას ანიჭებს, დატენიანების გზით.

გამოყენება

აიღეთ მცირე ზომის თასი და მოათავსეთ მასში ქოქოსის ზეთი. ჩადეთ ზეთიანი თასი უფრო დიდ თასში და ჩაასხით ამ უკანასკნელში თბილი წყალი. როცა ქოქოსის ზეთი დადნება, შეიზილეთ თავის კანში. შეიხვიეთ თმა პირსახოცით ან შარფით და გაიჩერეთ მთელი ღამით.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.