Connect with us

თავის მოვლა

როგორ გავხდეთ ლამაზი იაფად: თეთრებად ღირებული საოცარი სააფთიაქო საშუალება

სამკურნალო კოსმეტიკა საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა, რომელიც ყოველთვის გარანტირებულ შედეგს არ იძლევა. თავის მოვლაში ბევრ ფულს ვხარჯავთ და ყოველთვის შედეგს ველით. Alltime.ge-ს რედაქცია გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ სააფთიაქო საშუალებებს, რომელიც თეთრები ღირს და წარმოუდგენლად სასარგებლოა.

როგორ გავხდეთ ლამაზი

1. წყალბადის ზეჟანგი

მის შესახებ ყველამ იცის. ეს საუკეთესო სადეზინფექციო საშუალებაა, რომელიც თითქმის ყველას სახლში აქვს. წყალბადის ზეჟანგს ხშირად სისხლის შესაჩერებლად და ჭრილობის სადეზინფექციოდ ვიყენებთ. თუმცა მისი სარგებელი ამით არ სრულდება.

შავი წერტილების მოშორება გადაწყვიტეთ? პროცედურის წინ სახეზე წყალბადის ზეჟანგი წაისვით. ასე გარქოვანებული კანის ფენა მოგშორდებათ და შიგნით არსებული თავისუფლად გამოვა. ჭუჭყს პირველივე დაჭერაზე მოიშორებთ. გაწმენდის დასრულების შემდეგ წყალბადის ზეჟანგი კიდევ ერთხელ წაისვით. მეორე დღეს გლუვ და სუფთა კანს მიიღებთ.

წყალბადის ზეჟანგი დეოდორანტს ჩაგინაცვლებთ. საკმარისია, ბამბის დისკში დასველებული წყალბადის ზეჟანგით გაიწმინდოთ. ასე ბაქტერიებს მოკლავთ და რამდენიმე საათით მათ განვითარებას თავიდან აიცილებთ. მაქსიმალური ეფექტისთვის წყალბადის ზეჟანგით დამუშავებულ, მშრალ იღლიებზე დეოდორანტი გამოიყენეთ.

ლოსიონი ან ტონიკი არ გაქვთ? კანის გასაწმენდად და ფორების შესავიწროებლად პრეპარატი წაისვით. ასეთი საშუალება ნებისმიერ ტიპის კანს უხდება, თუმცა ცხიმიან კანზე უფრო ეფექტურია. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ყოველდღე გამოიყენოთ.

2. გულყვითელას ნაყენი

გულყვითელას ნაყენი მინის ბოთლში ნებისმიერ აფთიაქში თეთრებად იყიდება. ნაყენი ჭრილობას იოდზე უკეთ უმკალვდება. პათოგენების განადგურების გარდა ანთებას აქრობს, ქსოვილების აღდგენას და ჭრილობების შეხორცებას ხელს უწყობს.

ძირმაგარაზე გულყვითელას წასმით მას სწრაფად და უმტკივნეულოდ მოიშორებთ (ამ შემთხვევაში ექიმთან კონსულტანციას გირჩევთ). აი, აკნეს მკურნალობა სახლის პირობებში მარტივად შეიძლება. ამისთვის წყალში თანაბარი პროპორციით გააზავეთ და  როგორც ლოსიონი გამოიყენეთ.

თმის სისუფთავეზე შეგიძლიათ გულყვითელას ნაყენით იზრუნოთ. ნაყენი თავის კანს აშრობს, რაც ცხიმით დაბინძურების პროცესს ანელებს. პერიოდულად სკალპზე ნაყენი წაისვით. ნაყენს ცოტა აბუსალათინის ზეთი დაუმატეთ და თმის გამაძლიერებელ საშუალებას მიიღებთ. 1 თვეში წარმოუდგენლად ჯანმრთელ და ლამაზ თმას მიიღებთ.

3. სალიცილის სპირტი

აკნეს და სებორეის საწინააღმდეგო ცნობილი საშუალებაა. პრეპარატი სალიცილის მჟავის სპირტიანი ხსნარია მინის ბოთლში. ის წყალბადის ზეჟანგზე ძვირი ღირს, ამიტომ მკურნალობა შეგიძლიათ თამამად დაიწყოთ.

ყველაზე ხშირად აკნეს, შავი წერტილების, ჩირქოვანი გამონაყარის და ჭარბი ცხიმიანობის საწინააღმდეგოდ გამოიყენება. ამერიკულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ დროისთვის სალიცილის მჟავა ყველაზე ძლიერი აკნეს საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელსაც ეფექტურობით ანალოგი არ ჰყავს. ამ საშუალებით თითქმის ნებისმიერი კანის დაავადების მკურნალობა შეიძლება.

პრობლემის გასაქრობად თითოეულ გამონაყარზე, ლოკალურად წყალბადის ზეჟანგი წაისვით. როცა კანი ოდნავ გამოშრება, ლოკალურად სალიცილის მჟავა წაისვით. ის მკვდარ უჯრედებს მოგაშორებთ და ფორებს გაწმენდს.

გარდა ამისა, კოჟრების და გაუხეშებული კანი საწინააღმდეგოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ. საკმარისია, ქუსლებზე ან სხვა ადგილას სალიცილის მჟავა წაისვათ.

4. რომაზულონი

ანტიბაქტერიული საშუალება შიგნით, ადგილობრივად ან გარე გამოყენებისთვის. სამკურნალო გვირილას ექსტრაქტის და ეთერზეთის ნარევია, ამიტომ მასში გვირილას სუნი იგრძნობა.

ხსნარი შეგიძლიათ სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებას დაუმატოთ. რომაზულონი შეგიძლიათ დაუმატოთ შამპუნს, საპონს ან შხაპგელს. ასე საოცარ დასაბან საშუალებას მიიღებთ. ასევე შეგიძლიათ აბაზანას დაუმატოთ ან ნიღაბი გააკეთოთ. ზედმეტი ცხიმიანობის საწინააღმდეგოდ საშუალება თხლად წაისვით. ღრძილების დაავადებებს ებრძვის და პათოგენებს ანადგურებს.

გვირილას ეთერზეთი (აზულენი) წარმოუდგენლად ძლიერი საშუალებაა. კოსმეტიკურ საშუალებებს 1 გრ აზულენს უმატებენ, ხოლო რომაზულონში საკმარისად ბევრია, რომ თქვენს კანზე იზრუნოს.

5. კალციუმის ქლორიდის ხსნარი

საოცრად ეფექტური მეთოდი პილინგის პროცედურისთვის. კალციუმის ქლორიდი პირველივე გამოყენებაზე საოცარ შედეგს იძლევა.

პროცედურა კალციუმის ქლორიდის ხსნარის გამოსაყენებლად:

  1. სახე დაიბანეთ და გაიმშრალეთ.
  2. სახეზე ხსნარის ფენა წაისვით. კვლავ გაშრობა აცადეთ.
  3. კიდევ ერთი ფენა ხსნარი წაისვით და გაშრობა აცადეთ.
  4. საბავშვო საპონი ხელებით ააქაფეთ და კანი წრიულად დაიმასაჟეთ, რომ მკვდარი უჯრედები მოიშოროთ.

კალციუმის ქლორიდის ხსნარი საპონთან რეაქციაში შედის და სახეზე ერთგვარ მარილის ფირს ქმნის. მისი დახმარებით მკვდარ უჯრედებს მოიშორებთ. ასეთი პილინგი ძალიან ნაზია. ანთებითი პროცესების დროს წმენდისგან თავი შეიკავეთ.

6. გვირილას, ბირკავას, კრაზანას, აბუსალათინის და ჭინჭრის ზეთები

ეს ზეთები თმის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. თითოეული სულ რაღაც თეთრები ღირს, ამიტომ თავად აირჩიეთ, რომლის გამოყენება გსურთ. თუ ზემოთ ჩამოთვლილ ზეთებს მონაცვლეობით გამოიყენებთ, კომპლექსურ ეფექტს მიიღებთ. ზეთის გაცხელებას ცხელ წყალში ბოთლის ჩადებით შეძლებთ. თბილი ზეთი თმაზე კვირაში 2-ჯერ წაისვით.

მნიშვნელოვანია: ასეთი პრეპარატების გამოყენების წინ დარწმუნდით, რომ მათი შემადგენლობის მიმართ ინდივიდუალური უკუჩვენებები არ გაქვთ.