Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ გავწმინდოთ ორგანიზმი პარაზიტებისგან: 4 მეთოდი

ადამიანი შოკს განიცდის იმაზე ფიქრით, რომ პრაქტიკულად, ყველა ჩვენგანში გარკვეული სახის პარაზიტი ცხოვრობს, რომელიც ორგანიზმს ასუსტებს და დაავადებების გაჩენას ხელს უწყობს. მაშინაც კი, თუ დარწმუნებული ხართ, რომ ორგანიზმი სუფთაა, პრევენციული ზომების მიღება მაინც ღირს, რომ არასასურველი სტუმრების არსებობა არ დაუშვათ და უამრავი პრობლემა თავიდან აიცილოთ.

ორგანიზმი სრულად რომ გაწმინდოთ, მასში მცხოვრები ცოცხალი პარაზიტები უნდა მოაშოროთ. საუკუნეების განმავლობაში მავნებლებთან თანაარსებობისას ადამიანის ორგანიზმმა თავდაცვის მექანიზმი შეიმუშავა. ყველა ამ პარაზიტის საკვები სივრცე რომ არ გახდეთ, პირველ რიგში იმუნიტეტის გაზრდაზე იზრუნეთ. ჯანმრთელი ორგანიზმი ყველა „დამპყრობელს“ შესანიშნავად ებრძვის, მათ ორგანიზმში გამყარების და მისი წვენებით კვების საშუალებას არ აძლევს. თუ ორგანიზმის თავდაცვის უნარები დასუსტებულია, პარაზიტები შეგიძლიათ ბალახების, ბუნებრივი საშუალებების და კვების სტრუქტურის შეცვლით მოიშოროთ. უკიდურეს შემთხვევაში ქიმიური პრეპარატები და ქირურგიული ჩარევა გამოიყენება. პარაზიტებისგან გაწმენდის შემდეგ ადამიანი იმ დაავადებისგან განკურნებას ახერხებს, რომელიც წლების განმავლობაში მკურნალობას არ ექვემდებარებოდა.

პარაზიტების მოშორება ბუნებრივი საშუალებებით

დაავადების თავიდან აცილება ყოველთვის უფრო მარტივია, ვიდრე მისი მიშვება. პერიოდულად რაციონში ჩართეთ პროდუქტები, რომლებიც ორგანიზმს პარაზიტებისგან წმენდენ. მაგალითად:

  • გოგრის თესლი
  • ნესვი (განსაკუთრებით, ახალ დაწურული წვენი)
  • უმი სტაფილო და სტაფილოს წვენი
  • მთრთოლავი ვერხვის ქერქი (ყოველ გაზაფხულზე ორგანიზმის გასაწმენდად ვღეჭავ)
  • მთრთოლავი ვერხვის ჩაი
  • მიხაკი (როგორც სანელებელი)
  • მრავალძარღვას ფოთლების ჩაი (ასეთი ჩაის დალევა მაღალი მჟავიანობის მქონე გასტრიტის და კუჭის წყლულის დროს არ შეიძლება)
  • აბზინდას ჩაი (1 ჩ/კ აბზინდა 2 ჭიქა მდუღარე წყალზე დააყენეთ, 20 წუთში გადაწურეთ და 1 ს/კ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ)
  • მამულას ჩაი

პარაზიტების გამოდევნა გოგრის თესლით

ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებს შორის, რომლებიც პარაზიტებისგან გაწმენდაში დაგეხმარებათ, განსაკუთრებით გამოსაყოფია გოგრის თესლი. ის ჭიების საწინააღმდეგო ძალიან კარგ საშუალებად ითვლება. ამ მიზნით უმი გოგრის თესლი მყარი ქერქისგან გაწმინდეთ და თხელი მწვანე კანი დატოვეთ.

რამდენიმე მეთოდი გოგრის თესლის გამოსაყენებლად.

პირველი მეთოდი

  1. უზმოზე, 1 საათის განმავლობაში მცირე პორციებით 300 გრამი გოგრის ახალი თესლის და თაფლის ნარევი მიიღეთ (3 ნაწილი თესლი + 1 ნაწილი თაფლი).
  2. 3 საათის შემდეგ საფაღარათო საშუალება დალიეთ. შეგიძლიათ აბუსალათინის ზეთი გამოიყენოთ. ბავშვებისთვის სჯობს სხვა ვარიანტი შეარჩიოთ.
  3. 30 წუთის შემდეგ ოყნა გაიკეთეთ.
  4. ბავშვებს 3 წლის ასაკიდან, ყოველ წელს 50 გრ თესლი მიეცით.
  5. 4 წლის ბავშვებს – 60 გრ გოგრის თესლი.
  6. 5 წლის ბავშვებს – 75 გრ გოგრის თესლი.
  7. 6-7 წლის ბავშვებს – 100 გრ გოგრის თესლი.
  8. ბავშვებს 10 წლიდან შეგიძლიათ 150 გრ გოგრის თესლი მისცეთ.

ეს მეთოდი ბავშვებში, ორსულებსა და ხანდაზმულებში მრგვალი ჭიების მოსაშორებლად გამოგადგებათ.

მეორე მეთოდი

გოგრის თესლი დააქუცმაცეთ და დილით, უზმოზე მიიღეთ და თბილი რძე დააყოლეთ. ასე ჭიების მოსაშორებლად 2 ს/კ 3 დღის განმავლობაში მიიღეთ.

მესამე მეთოდი

დიდებისთვის. 100 გრ გოგრის თესლი დააქუცმაცეთ და შაქარს აურიეთ. დილით, უზმოზე 3 ს/კ მიიღეთ და იმწამსვე აბუსალათინის ზეთი დალიეთ, რომ ორგანიზმიდან სოლისტერი გამოდევნოთ.

მეოთხე მეთოდი

დიდებისთვის. 100 გრ გასუფთავებული, ხმელი, წვრილად დანაყული გოგრის თესლი, 50 გრ ნატურალური კაკაო, ცოტა შაქარი და რამდენიმე წვეთი წყალი აურიეთ. მიღებული ნარევით ერთგვაროვანი ცომი მოამზადეთ. ამ ცომიდან 20 კვერი გააკეთეთ, შაქარი მოაყარეთ, რომ არ მიეკვრას.

მკურნალობამდე ერთი დღით ადრე არაფერი შეჭამოთ და არ დალიოთ. დილით 10 წუთიანი შესვენებით თითო კვერი შეჭამეთ. ჭიები სწრაფად გამოდევნას დაიწყებს.

პროფილაქტიკის მიზნით პერიოდულად გოგრის თესლის ჭამა აუცილებელია. გოგრის თესლი გემრიელი და სასარგებლოა, შეგიძლიათ ფაფას ან ბოსტნეულს მოაყაროთ.

ჭიების მოსაშორებლად უზმოზე 1 ჭიქა ახალ დაწურული ნესვის წვენი დალიეთ.

ამ მიზნით შეგიძლიათ 2 კგ ტყის მარწყვის კენკრა დღის განმავლობაში მიირთვათ.

ჭიების გამოდევნის პროცედურა ბევრად ეფექტური იქნება, თუ პროცედურამდე 1 კვირით ადრე ვეგეტარიანულ დიეტაზე გადახვალთ, ბოლო სამი დღე უფრო მეტი წვენი და ბალახების ნახარში დალიეთ.