Connect with us

სახლი და დიზაინი

როგორ გავწმინდოთ კონდიციონერი, რათა მან შეუფერხებლად მუშაობა შეძლოს

*9სიცხე რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს და კონდიციონერი – ერთადერთი ხსნაა 8მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის. მართალია, იგი მუდმივ შეკეთებას არ საჭიროებს, თუმცა, წელიწადში ორჯერ საჭიროა კონდიციონერის მტვრისგან გაწმენდა და, შეძლებისდაგვარად, ფილტრების შეცვლა.

გარეთა მოდული მუდმივად ექვემდებარება მტვრის, მფრინავი მწერების, ტენის, ნადებისა და ატმოსფეროში არსებული ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებას. თუ ამ საჭიროებას უგულებელყოფთ, გარეთ განლაგებული კონდენსატორი და კომპრესორი მხოლოდ 2-3 სეზონზე იმუშავებს.

გთავაზობთ 10 მარტივ ნაბიჯს თქვენი კონდიციონერის ექსპლუატაციის ვადის გასახანგრძლივებლად.

დასაწყისისთვის, რეკომენდებულია გამოყენების ინსტრუქციის გულდასმით შესწავლა. თუ ზედა სართულებზე ცხოვრობთ, გარე ბლოკს დამოუკიდებლად ვერ გაწმენდთ: ასე საკუთარი ჯანმრთელობით გარისკავთ, გამოიძახეთ ხელოსნები. სპეციალისტის დახმარება, აგრეთვე, გჭირდებათ, თუ სისტემა ნორმალურად აღარ მუშაობს(ჟონავს, ხმებს გამოსცემს და ა.შ.).

1. გამორთეთ კვება

რამდენადაც მოძრავ დეტალებთან გექნებათ საქმე, აუცილებლად გამორთეთ კონდიციონერი კვების წყაროდან. ამისთვის მოძებნეთ გარე, კომპრესულ/კონდენსატორული ბლოკი და უპოვეთ კვების ჩართვის/გამორთვის ბლოკი. შემდეგ აუცილებლად გამორთეთ კონდიციონერი კვების წყაროდან სახლშიც.

2. მოხსენით გარე ჩონჩხი

კვების გამორთვის შემდეგ, გამოიყენეთ ქანჩი ან სახრახნისი კომპრესორის ვენტილატორის გარე ჩონჩხის მოსახსნელად.

ამოიღეთ ხრახნები, რომლებიც სახურავს იჭერს, და მოხსენით იგი. მოხსენით ვენტილატორის დამცავი ბადეც. შეახვიეთ ძრავი პოლიეთილენით, რათა მასში სითხე არ მოხვდეს. გამოწმინდეთ მტვერი რბილი ქსოვილით.

3. გაწმინდეთ მარაოს ფრთები სველი ღრუბლით.

4. გარეცხეთ რადიატორი. 

გააკეთეთ ეს წყლის ძლიერი ჭავლით. მოერიდეთ წყლის მოხვედრას ელექტრო მოდულში.

5. გაასწორეთ მოღუნული დეტალები.

გარე ბლოკის ცვალებადი დენის ნეკნები საკმაოდ მყიფეა და მარტივად დეფორმირდება. გაასწორეთ ისინი ბრტყელი, თხელი, მყარი მეტალის ნაჭრით, მაგალითად, დანით.

6. შეამოწმეთ დონე

იმისათვის, რომ გარე ბლოკი გამართულად მუშაობდეს, იგი მკაცრად სწორ დონეზე უნდა იყოს დაყენებული.

7. გამართეთ ამაორთქლებელი ხვია

ეს შეიძლება სამუშაოს ყველაზე რთული ნაწილი იყოს. იპოვეთ ამაორთქლებელი ხვია HVAC ბლოკში და გახსენით პანელი მოწყობილობის გარე მხარეს. კარგად გაწმინდეთ ხვია და მისი გარემო რბილი ჯაგრისით, იმოძრავეთ იმავე მიმართულებით, როგორც ხვიის ნეკნები მიდის.

8. გაწმინდეთ ამაორთქლებლის სადრენაჟო ხვრელი

კონდიციონერის სადრენაჟო სისტემა მომატებული ტენიანობის ადგილია, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ აქაა იდეალური ადგილი მიკროორგანიზმების გასამრავლებლად. მითუმეტეს, აქ კონცენტრირდება მთელი ის ჭუჭყი, რასაც კონდიციონერი ჰაერიდან აგროვებს.

მოხსენით თავსახური და ფილტრი კონდიციონერის შიდა ბლოკს. გარეცხეთ და გააშრეთ. მოაშორეთ კონდენსატის დასაგროვებელი პადონი და გამოაძვრეთ სადრენაჟო შლანგი. ზოგიერთ მოდელში ეს ძალიან რთულია, ამიტომ ინსტრუქცია გამოიყენეთ.

გარეცხეთ პადონი და გაწმინდეთ კონდენსატის გასატანი ხვრელი. დაამუშავეთ მილი მტვერსასრუტით. თუ შიგნით მყარი ჭუჭყია, ჩაასხით საწმენდი საშუალება კონდიციონერისთვის.

9. შეცვალეთ შიდა ბლოკის ფილტრი

.სპლიტ-სისტემის თავსახურის ქვეშ დაინახავთ ფილტრებს – მოხრილ, ბადისებრ ზედაპირებს, რომელთა ამოსაღებადაც ისინი ოდნავ ზემოთ უნდა წამოწიოთ, შემდეგ თქვენკენ და ქვემოთ. გარეცხეთ ფილტრი გრილი წყლით, სანამ მთელი ჭუჭყი არ მოსცილდება.

10. დაელოდეთ აგრეგატის სრულად გაშრობას

როცა კონდიციონერის გაწმენდას მორჩებით, სრულად გააშრეთ დეტალები და თვითონ აპარატი. შემდეგ კი ააწყვეთ.

თუ ყველაფერი სწორად გააკეთეთ, კონდიციონერის მუშაობა გაუმჯობესდება.