თავის მოვლა
როგორ გავიქროთ ნაოჭები 3 საათით, გრძელვადიან პერსპექტივაში კი – სამუდამოდ. იდეალური შემნიღბავი საშუალება
გამაახალგაზრდავებელი კრემებისა და ნიღბების ეტიკეტები გლუვ და ნაზ კანს გვპირდება, ოღონდ არაბუნებრივი გზით. იმისათვის, რომ ნაოჭების ბადე ნაკლებად შესამჩნევი გახდეს, როგორც წესი, საჭიროა რეგულარული მოვლა და ძვირადღირებული პროცედურები. ან, უბრალოდ, შეგიძლიათ იაპონური ნითბის რეცეპტი გამოიყენოთ, რომელსაც დღეს ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ.
ერთაფერთი(თუმცა, დიდი) მინუსი საშინაო კოსმეტიკისა – ესაა დრო, რომელიც საჭირო ეფექტის მისაღწევადაა საჭირო. მათთვის, ვისაც თავის მოვლის ნატურალური საშუალებები იზიდავს, ეს პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. როგორ მოვიქცეთ, თუ ნაოჭების მოშორება რამდენიმე საათით მაინც გვსურს, ოღონდ დაუყოვნებლივ?
წყალმცენარეები სახისთვის
წყალმცენარეები ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას და მას იაპონელები დიდი ხანია იყენებენ. ყველაზე მოსახერხებელი სახეობა წყალქვეშა ფლორისა, რომელიც, ჩვენ დროს, ყველგან და ყოველთვის ხელმისაწვდომია, ნორია. ამ პროდუქტისგან დამზადებული ნიღბები გამოირჩევა დაუყოვნებლივი ეფექტით: კანი იჭიმება, ყველაზე ღრმა ნაოჭებიც კი ნაკლებად შესამჩნევი ხდება რამდენიმე საათით.
რეგულარული გამოყენების შემთხვევაში, ეფექტი გამყარდება და ნორისგან დამზადებული ნიღბები სამუდამოდ დაამარცხებს ასაკობრივ ნიშნებს, შავ წერტილებსა და შეშუპებებს. სცადეთ ნიღბის მომზადების ერთ-ერთი რეცეპტი და დარწმუნდით მის ეფექტურობაში ახლავე.
ნორი და მწვანე ჩაი
გამოიყენეთ სუშის მოსამზადებელი მშრალი წყალმცენარეები. ერთი ფოთოლი დაჭერით მოსახერხებელ ზოლებად და ჩაალბეთ მწვანე ჩაიში რამდენიმე წუთით, შემდეგ მიიდეთ სახეზე. თუ ოდესმე სუშის შინ მომზადება გიცდიათ, ნორის წებოვანი ეფექტი მოულოდნელი არ იქნება თქვენთვის.
დაელოდეთ მცენარის გაშრობას, ამასთან, ეცადეთ, არ დაჭიმოთ სახის კუნთები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზოლები დროზე ადრე მოგძვრებათ. ჩაალბეთ ნორები იმავე ჩაიში და ამის შემდეგ არ დაიტანოთ არავითარი კრემი სახეზე.
წყალმცენარეების ფაფა ცილით
ცილა, ასევე, ცნობილია, როგორც საუკეთესო დამხმარე საშინაო ლიფტინგისთვის. თუ მას ნორის ფხვნილს შეურევთ, მიიღებთ საშუალებას, რომელსაც იაპონელები სახისთვის, დეკოლტესა და წინამხრის ზონებისთვის იყენებენ. იგი ბუნებრივად ჭიმავს და ატენიანებს კანს.
მოათავსეთ ფხვნილი მაგარ მწვანე ჩაიში ან ყავაში. როცა ფაფა შესქეკდება, დაუმატეთ 1 კვერცხის ცილა, მოურიეთ და დაიტანეთ კანზე 20 წუთით.
ნორი შვრიით
პილინგი, ღრმა კვება და ნაოჭების მოცილება ერთი საშუალებით. ამისთვის დაგჭირდებათ ნორის ნახევარი ფოთლის ფხვნილი და 0.5 ჩ.კ. შვრია.
უბრალოდ დაასხით ნარევს მდუღარე წყალი, გააჩერეთ და დაიტანეთ კანზე თხელ ფენად. გაჩერდით 20 წუთით, აცადეთ შეწოვა. პროცედურის ჩატარება უმჯობესია აბაზანაში, სადაც იგი უფრო ნელა გაშრება ტენიანობის გამო. როგორც კი პროცედურა დასრულდება, ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით.
უამრავმა კოსმეტიკურმა კომპანიამ იცის სახის კანისთვის წყალმცენარეების სარგებლიანობის შესახებ, თუმცა, მათი პროდუქტი ნახევრად ნატურალურიც კი არაა. მოამზადეთ თავის მოვლის საშუალებები თქვენი ხელით – მათზე უკეთეს შედეგს ვერავითარი კოსმეტიკური ნაწარმი ვერ მოგცემთ.