Connect with us

თავის მოვლა

როგორ გავიმაგროთ ფრჩხილები სახლის პირობებში?!

სანამ ფრჩხილების გამაგრების საუკეთესო საშუალებას აირჩევდეთ, აჯობებს თითოეული ვარიანტის განსაკუთრებულბებს გადავავლოთ თვალი. მტვრევად ფრჩხილზე გავლენას ხომ მხოლოდ ამინდი ან საშინაო ქიმია არ ახდენს, მიზეზი შეიძლება ქრონიკული დაავადებაც იყოს… რომელი პროცედურებით აჯობებს დაწყება?! – ყველა დეტალს ყურადღეა ესაჭიროება!

თხელი ფრჩხილები ხელებზე – მიზეზები

ფრჩხილის გამაგრების პრობლემას, ქალები სხვადასხვა ასაკში და შემთხვევებში უპირისპირდებიან, ზოგჯერ მტვრევადობას გენეტიკური მიზეზები აქვს, რადგან ორგანიზმის მიერ კერატინის გამომუიშავების უნარი ნაწილობრივ მშობლებისგან გადმოგვეცემა. ზოგჯერ მტვრევადობის მიზეზი უხარისხო ლაქი, არასწორი მოვლა ან არაპროფესიონალი მანიკურია. ეს პრობლემა ზოგჯერ სიცივის დადგომისთანავეც ჩნდება! თუმცა, მისი მოგვარებას სრულიად შესაძლებელია!

მტვრევადი ფრჩხილის სხვა მიზეზები

  • ავიტამინოზი
  • სოკო
  • ქრონიკული დაავადებები

შეიძლება კი ფრჩხილის გამაგრება?

პრობლემის შესწავლისასა, სპეციალისტებმა გამოიმუშავეს საშუალებათა არაერთი სერია, რომლებიც დაგეხმარებიან სუსტი და მტვრევადი ფრჩხილები განკურნოთ. თუმცა მათ გამოყენებამდე აჯობებს კონსულტაცია მკურნალ ექიმთან გაიაროთ, რათა გამორიცხოთ ქრონიკული დაავადებები, რადგან ფრჩხილის მტვრევადობა შეიძლება უბრალოდ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემის გაცენის სიგნალიც იყოს.

ფრჩხილის გასამაგრებლად გვთავაზობენ და გამოიყენებენ

კრემებს, მალამოებს და გელებს – კვებავენ სასარგებლო ნივთიერებებით
ვიტამინები და მინერალები – კაფსულებში, აბების და სიროფების სახიტ
ლაქები და ზეთები – მკურნალობისა და დაცვისთვის

აფთიაქში არსებული ფრჩხილის გასამაგრებელი საშუალებები

იმისთვის, რომ სწორად შევარჩიოთ, ფრჩხილის გასამაგრებელი საშუელბები, პირველ რიგში მისი პრობლემის წარმოქმნის მიზეზი უნდა დავადგინოტ. ბევრ შემთხვევაში ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსიც გვიშველის, აღდგენას იოდიანი, ზღვის მარილიანი და ბალახეული აბაზანებიც დააჩქარებს. უფრო რთულ სიტუაციებში, სპეციალისტები მალამოებსა და გელებს იყენებენ, რომლებსაც ფრჩხილი ნორმაში მოჰყავთ.

ფრჩხილის გასამაგრებელი ლაქი

თხელი ფრჩხილის გასამაგრებელ საშუალებათა შორის, ყველაზე დიდი პოპულარობით ფრჩხილის სპეციალური ლაქი სარგებლობს, ეს ლაქი არ ნიღბავს ის უბრალოდ აშორებს დაზიანებებს. მისი მოქმედება შეიძლება კომპლექსური იყოს ან მხოლოდ გარკვეულ პრობლემას შველოდე, გააჩნია მის შემადგენლობას. პარალელურად ასეთი ლაქი ფრჩხილს კვებავს და იცავს ქარისა და ყინვისგან.

გამოყოფენ პრეპარატის შემდეგ სახეობებს:

  • გასამაგრებელი – გამოიყენება ბაზად, ასწორებს ფრჩხილებს და იცავს მათ
  • რეგენერაცისსთვის – შეიცავს მალამოსა და ვიტამინებს
  • კომპლექსური ზემოქმედება – მიკროელემენტების შემადგენლობით, აღმდგენი საშუალება, კურნავს დაყოფისა და მტვრევადობისგან
  • კალცის შემცველობით – ამაგრებს და იცავს მტვრევისგან
  • სამკურნალო ლაკი-კონდიციონერი – ამაგრებს ფრჩხილებს, ატენიანებს
  • სოკოს საწინააღმდეგო – ებრძვის ინფექციებს, საჭირო შემადგენლობას ადგენს ექიმი

რჩევები, როგორ წავისვათ გასამაგრებელი ლაქი:

1. ხელები დავიბანოთ, გავიშროთ, წავისვათ კრემი

2. ფუნჯით წავისვათ ლაქი, გავიშროთ

3. დავიდოთ მეორე ფენა საშუალო სისქით

4. როდესაც გაშრება, შეიძლება ზემოდან დეკორატიული ლაქით დავფაროთ.

ფრჩხილის გასამაგრებელი ცვილი

თუ ძალიან ხშირად იგრძელებთ ფრჩხილებს, თქვენი ბუნებრივი ფრჩხილი იფიტება. ასეთი სტრესის მოხსნა გამამაგრებელი ცვილით შეიძლება, ეს საშუალება რბილი ფრჩხილის პრობლემის მოხსნაშიც დაგეხმარებათ. ცვილი შეიცავს პროვიტამინებს, ეთერზეთებს, ფუტკრის წებოს და ფისს, რომელბიც ღრმად აღწევენ ფრჩხილში და ამაგრებენ მას შიგნიდან. უზრუნველყოფენ ზრდას და ნატურალურ მბზინვარებას.

როდესაც ირჩევთ ფრჩხილის გამაგრების საშუალებას, კარგი იქნება თუ ყურადღებას შემადგენლობას მიაქცევთ:

  • გამამაგრებელი – ქმნის დამცავ ლენტს, ცვილი კვებავს მას მინერალებით და ეთერზეთებით
  • მასტიმულირებელი – შეიცავს ცვილსა და ეტერზეტებს
  • მკვებავი – შეიცავს ვიტამინების სრულ ნაკრებს, ლავანდის, ჩაის ხისა, ფაჩულის, ან ფიჭვის ზეთებს, რომელბიც ანადგურებენ ინფექციებს.

ზეთი ფრჩხილების გამაგრებისთვის

კიდევ ერთი გამოცდილი საშუალება ფრჩხილის გამაგრებისთვის – სამკურნალო ზეთებია, ყველაზე მარტივი ვარიანტი – აურეთ ჩვეულებრივი მცენარეული ზეთი თხევად ა ვიტამინთან ან ლიმონის წვენთან, ვაშლის ძმრის არევაც უპრიანია. ნარევის აბაზანა გაიკეთეთ, სადაც ხელს დაახლოებით 10 წუთის მანძილზე გაიკეთებთ, პროცედურა ორ კვირაზეა გათვლილი. ზეთი შეგიძლიათ თითებში სუფთა სახით შეიზილოთ. ამ შემთხვევაში სამკურნალო ეფექტი თითქმის იგივე იქნება.

რომელი ზეთებია რეკომენდებული მკურნალობისთვის:

  • ზეითუნის
  • ატმის
  • გარგრის
  • ნუშის
  • ჟოჟობას
  • ასკილის
  • კაკაოს
  • აბუსალათინის
  • ყურძნის წიბწების
  • ხორბლის ჩანასახის

რეცეფტი მტვრევადი ფრჩხილის ზეთებით გასამაგრებლად

ინგრედიენტები:

  • ავოკადოს ზეთი – 5 მილიგრამი
  • ქაფურის ზეთი – 5 მილიგრამი
  • ჩაის ხის ზეთი – 5 წვეთი

მომზადება, გამოყენება

1. აურიეთ ზეთები, ოდნავ შეათბეთ ორთქლზე

2. ჩაუშვით თითები 10 წუთით

3. გადაივლეთ წყალი და წასვით კრემი

4. პრეცედურა 2-3 დღეში ერთხელ გაიმეორეთ

ხალხური მეთოდები ფრჩხილების გასამაგრებლად

ხალხური საშუალებები ფრჩხილების გასამაგრებლად აბაზანებს გვთავაზობენ, მათ თაფლის, ხილის, ბალახეულის, მარილისა და იოდის საფუძველზე ამზადებენ. იმისთვის, რომ ეფექტს მივაღწიოთ, პროცედურები მინიმუმ 3 თვის განმავლობაში უნდა ატაროტ, კვირაში – 2 სეანსი. შემადგენლობა კანის ტიპის გათვალისწინებით აირჩევა, წინასწარ უნდა დარწმუნდეთ, რომ კომპონენტებზე ალერგია არ გაქვთ, თუ ხელზე ნაკაწრები ან დაზიანებები გაქვთ, მარილიანი აბაზანების ცატარება არ შეიძლება!

წყლის სწორი ტემპერატურაა – 37 -38 გრადუსი, ის დაორთქლავს კანს, მაგრამ არ მოკლავს სასარგებლო ნივთიერებებს რომლებსაც კომპონენტები შეიცავენ.

რეკომენდაციები ხელის აბაზანებისთვის:

1. ზღვის მარილით. გააზავეთ 1 სუფრის კოვზი მარილი 1 ჭიქა თბილ წყალში, დაუმატეთ 2 წვეთი იოდი. გააცერეთ ხელები 20 წუთით.

2. კენკრით, დაგჭირდებათ მჟავე კენკრა – მოცხარი, მოცვი. აქციეთ ფაფად, ჩაყავით თითები და გააცერეთ 20 წუთი.

3. იოდით. იოდი ფრჩხილებისთვის იმით არის სასარგებლო, რომ არადგენს მას და კლავს მიკრობებს. ურევენ 3 წვეთ ნარევს და 2 ჩაის კოვზ მარილს მესამედ ჭიქა თბილ წყალში. თავიდან ზავდება მარილი. ხელი ამ ხსნარში 5-10 წუთი უნდა გააჩეროთ.

4. გვირილით. ხარშავენ 2 სუფრის კოვზ მშრალ ყვავილებს – მესამედ ჭიქა მდუღარე წყალში და აჩერებენ 1 საათით. შემდეგ წურავენ და ხსნიან 3 სუფრის კოვზ თეთრ ღვინოში. თითებს ხსნარში 20 წუთით ყოფენ.

როგორ გავიმაგროთ ფრჩხილები სახლის პირობებში

აუცილებელი არ არის ძვირფასი კრემებისა და გელის შეძენა, შეგიძლიათ ფრჩხილების გამაგრება სახლის პირობებშიც სცადოტ, ყველაზე მარტივია – ლიმონი, ის არამარტო ამაგრებს ფრჩხილს, არამედ ათეთრებს და არბილებს ნუნებს. დაჭერით ნაყოფი ორ ნაწილად და ფრჩხილები რბილობში 15 წუთით მოათავსეთ, სასურველია გაანძრიოთ თიტები რათა ლიმონმა წვენი გამოუშვას. შემდეგ შეიზილეთ ნარჩენები. ერთადერტი მინუსი – არ შეიძლება მისი გამოყენება თუ ნაკაჭრები ან დაზიანებები გაქვთ.

მტვრევადი ფრჩხილების სახლის პირობებში გამაგრების სხვა მეთოდები:

1. კარტოფილის აბაზანა. გააჩერეთ თიტები კარტოფილის ნახარშში 10 წუთით

2. მარილის აბაზანები. გააზავეთ 1 ჩაის კოვზი იოდიზირებული ან ჩვეულებრივი მარილი – 1 ჭიქა წყალში, ცაუშვით ხელები 10 წუთით, შემდეგ კი კრემი შეიზილეთ.

3. აბუსალათინის ზეთი ან ბროკოლის თესლის ზეთი. შეიზილეთ ფრჩხილებში, თითო თითზე 1-2 წვეთი.

4. ფუტკრის ცვილი. გაალღვეთ ორთქლზე, ოდნავ შეაგრილეთ, თითები მაში გააჩერეთ სანამ არ გაცივდება, შემდეგ მოიცილეთ გაცივებული ცვილი.

5. ქაფური. აურიეთ 1 ჩაის კოვზი “აევიტის” კაფსულების სითხე, წაისვით ხელებზე ღამით, ცაიცვით თხელი ხელთათმანი და დილით ჩამოიბანეთ.

რა გავაკეთოთ ფრჩხილების გასამაგრებლად?

კოსმეტოლოგები აღნიშნავენ, რომ ნუნების მოვლა მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ამიტომ ფრჩხილების გასამაგრებელი საშუალებების ძებნისას ეს ფაქტორი აუცილებლად გაითვალისწინეთ. ფრჩხილი ცუდად რეაგირებს ტემპერატურის ცვლილებებზე, ასე რომ ყინვაში აუცილებლად გამოიყენეთ თბილი ხელთათმანი, ეცადეთ დაიხილოთ ხელები რომ მათში სისხლმა იმოძრაოს.

ახლა პოპულარობას პოლიგელით ფრჩხილის გამაგრება იხვეჭს, ეს შემადგენლობა, გელ-ლაქსა და აკრილს აერთიანებს, ის საკმაოდ საიმედო საშუალებაა, კარგად ჩერდება ფრჩხილზე, არ აფუჭებს მას, არ იბზარება ან სკდება, თანაბრად ნაწილდება და მისი ფრჩხილზე დატანა საკმაოდ იოლია. სასურველია, პარალლეურად ვიტამინების კურსიც ჩაიტაროთ რათა, პროცესი შიგნიდანაც დაჩქარდეს.

სხვა პოპულარული მეთოდები, ფრჩხილის გასამაგრებლად:

  • გელი და ბიოგელი
  • ზეთოვანი კომპრესები
  • აბაზანები
  • ნიღბები ფრჩხილისთვის

სალონური პროცედურები ფრჩხილების გასამაგრებლად

თუ ფრჩხილის გამაგრება გჭირდებათ და მცირე გამოცდილება გაქვთ, აჯობებს სილამაზის სალონს მიმართოთ. ისინი საჭირო პროცედურებს შეგირჩევენ, რომლებიც თქვენს პრობლემას მოაგვარებს. ძალიან პოპულარულია იაპონური მანიკური, რომლის დროსაც მკვებავ სკრაბებს და ზეთოვან ნიღბებს იყენებენ, აკეთებენ გამამაგრებელ მასაჟს.

სხვა სალონური პროცედურები, რომლებიც ფრჩხილების გამაგრებაში დაგეხმარებიან:

  • პარაფინოტერაპია – ღრმად აღწევს კანში და ფეხებში და ატენიანებს.
  • ბიოგელი – შეიცავს ნატურალურ, ხის ფისს, ქმნის მყარ დაფარვას, იცავს გარე დაზიანებებისგან.
  • აკრილატი – ავსებს ფორებს და ფრჩხილის უსწორმასწორობებს, კურნავს მტვრევადობას
  • აკრილის პუდრა – ფრჩხილზე ამაგრებენ ნივთიერებას და პოხავენ აკრილით, რაც მყარ ფენას ქმნის.
  • ფრჩხილების დაბეჭდვა – მოიცავს მარილიან აბაზანას, გაპრიალებას და ვიტამინის კოქტეილის შეზელვას ნატურალური ცვილით, ეფექტი 3 თვე ძლებს.
  • დიათერმია – ხელის მტევნების გახურება, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

ფრჩხილების გელით გამაგრება

შეიძლება ფრჩხილების ბიოგელით გამაგრების პროცედურაც აირჩიოთ, ეს დაგრძელება უფროა ვიდრე მკურნალობა, თუმცა ეს მეთოდიც საკმაოდ ქმედითია. ეფექტურობა იმაში მდგომარეობს, რომ ბიოგელი ორი მესამედიტ პროტეინებისგან შედგება, რომელიც იმათი ანალოგია რომლებიც ფრჩხილებში გვაქვს, ამიტომ ის არამარტო აკორექტირებს ფრჩხილს არამედ იცავს და კვებავს კიდეც მათ.

როგორ დავფაროთ ფრჩხილი ბიოგელით:

1. გავიკეთოთ ფრჩხილის დეზინფექცია

2. დავიმუშავოთ ნუნები

3. დავიდოთ პრეპარატი მოდლირებისთვის

4. წავისვათ გელი, დავიდოტ დამცავი ფენა

5. გავათბოთ 2-3 წუთი – ულტრაიისფერი ლამფით

6. გააკეთეთ ფრცხილის მოდელის ფორმირება და მოიხსენით ლენტა

7. გაიქლიბეთ, მოაშორეთ ცხიმი, დაფარეთ დამცავი გელით.

ფრჩხილის აკრილის პუდრით გამაგრება

სულ უფრო და უფრო იხვეჭს სახელს ფრჩხილის აკრილის პუდრით გამაგრება, მის ბაზად აგდეზიურ ულტრაიისფერ გელს ირებენ, რათა ფრჩხილისა და ხელოვნური ნივთიერებების გაერთიანება შედგეს. არსებობს მოსაზრება, რომ აკრილი არც ისე სასარგებლოა ფრჩხილისთვის, ამიტომ მისი უარყოფითი ზემოქმედების შესამცირებლად მას გელტან ურევენ.

როგორ გავიმაგროთ ფრჩხილები აკრილით:

1. წაისვით ფრჩხილზე ანტისეპტიკი

2. მოიშორეთ ცხიმი, დაიმუსავეთ რბილი ქლიბით

3. შეარჩიეთ თიფსი, დაიდეთ და გააპრიალეთ

4. დაფარეთ პრაიმერით და დაიცადეთ 3 წუთი, სანამ არ გაშრება

5. დაიდეთ საბაზო გელი ბოლოდან ცენტრამდე

6. დაიტანეთ აკრილის პუდრა, დაიცადეთ ნახევარი წუთი.

7. დაიტანეთ გელის მეორე ფენა, ისე, რომ ნუნებამდე არ მიხვიდეთ

8. ისევ დაიპუდრეთ, გააშრეთ ულტრაიისფერი ლამფით

9. გაიპრიალეთ დამუშავებული ფრჩხილები

რა მივიღოთ ფრჩხილები გასამაგრებლად?

კოსმეტოლოგები გვირჩევენ, მეტი ეფექტურობისთვის ვიტამინის კომპლექსები მივიღოთ, ისინი გამოჯანმრთელებას უწყობენ ხელს და აძლიერებენ პროცედურების ეგფექტურობას. მათ კურსებად იღებენ, 2 კვირიდან 1 თვემდე ვადით, გააჩნია შემადგენლობასა და ფრჩხილის მდგომარეობას. სასურველია დარწმუნდეთ, რომ მათ შემადგენლობაზე ალერგია არ გაქვთ!

როგორც წესი, ფრჩხილებს შემდეგი ვიტამინის კომპლექსით იმაგრებენ:

  • სუპრადინი
  • ალფავიტი
  • ვიტრუმ ბიუთი

ვიტამინები ფრჩხილის გასამაგრებლად

ვიტამინების შეძენა ამპულებითაც შეგიძლიათ, მათ ერთმანეთში ურევენ და სამკურნალო ნიღბებს იღებენ, ან იყენებენ ცალ-ცალკე, რაც ასევე იძლევა დადებით ეფექტს.

რომელი ნივთიერებებია ფასეული ფრჩხილისთვის:

  • რეთინოლი – აგლუვებს ფრჩხილს
  • В5 – აუმჯობესებს ზრდას
  • С – კურნავს სოკოს
  • Е – კვებავს და ამაგრებს
  • რკინა – არეგულირებს ჯანგბადის მიწოდებას
  • კალცი – აღადგენს ფრჩხილს
  • თუთია – არეგულირებს ცილების სინთეზს
  • სილიციუმი – მატებს ელასტიურობას

პროდუქტები ფრჩხილის გასამაგრებლად

ხარისხიანი გამაგრება არა მხოლოდ მრავალრიცხოვან პროცედურებსა და დანამატებზეა დამოკიდებული, არამედ კვებაზეც. ბევრ შემთხვევაში, სწორი რაციონი თხელი და მტვრევადი ფრჩხილების პრობლემას თავად აგვარებს. რეკომენდებულია ისეთი პროდუქტის მიღება რომელბიც იმავე ვიატამინებს შეიცავენ როგორსაც საკვები დანამატები.

რომელი პროდუქტები დაგვეხმარება ფრჩხილის აღდგენაში:

  • სეზამი – შეიცავს ფოსფორს, მანგანუმს, თუთიას, А, Е, В ვიტამინებს.
  • ჭინჭარი – შეიცავს სელენს, რკინას, სპილენძს,С, Е, К, В ვიტამინებს.
  • ჟოლო – შეიცვას დიდი რაოდენობით სიილიციუმს
  • თაფლი – მდიდარია А, В ვიტამინებით, გოგირდით, კალციუმით და მაგნიუმით
  • მაგარი ყველი – შეიცავს კალციუმს, A და E ვიტამინებს
  • ღვიძლია – მდიდარია უჯერი მჟავებით
  • მოცვი – შეიცავს ძალიან ბევრ თუთიას
  • ბულგარული წიწაკა – შეიცავს ასკორბინის მჟავას
  • გოგრა – აქვს ბევრი კალცი და В ვიტამინი
  • მზესუმზირის ზეთი – შეიცავს Е ვიტამინს
  • თევზი – შეიცავს კალიუმს და ფოსფორს