Connect with us

თავის მოვლა

როგორ გავთავისუფლდეთ შავი წერტილებისგან სამუდამოდ

შავი წერტილებს ანუ კომედონებს თავიანთი მფლობელებისთვის უდიდესი უსიამოვნებები მოაქვთ. აფუჭებენ სახის იერს და კანი მოუვლელს გავს! თუ გსურთ გაიგოთ როგორ უნდა მოიცილოთ ისინი ყოველგავი ტანჯვა-წვალების გარეშე, მაშინ – ეს სტატია თქვენთვის არის!

ვიშორებთ შავ წერტილებს

ამ საშუალების უპირატესობა ის გახლავთ რომ ყველა ტიპის სახის კანს მოუხდება. ცხიმიანი კანის მფლობელებიც კი ძალიან კმაყოფილებნი დარჩებიან!

სახიდან შავი წერტილების მოცილების ტექნიკა

გაიკეთეთ თიხის ნიღაბი, კარგად ჩამოიბანეთ და სახე ნაზი პირსახოცით შეიმშრალეთ. ახლა აიღეთ ზეთი და უხვად წაისვით სახის პრობლემურ ადგილებზე.

იმდენი ზეთი წაისვით, რომ შეწოვის შემდეგ სახეზე ისევ დარჩეს. დაიწყეთ კანის ენერგიულად მასირება. აკეთეთ ეს 10-15 წუთით. პროცედურის ჩატარება მწოლიარე მდგომარეობაში უფრო მოსახერხებელია ან შეგიძლიათ ის ცხელ აბაზანაში მწოლიარემაც გაიკეთოთ – ასე ფორები უკეთ გაიხსნება.

შემდეგ ზეთი საგულდაგულოდ ჩამოიბანეთ – მასთან ერთად შავი წერტილებიც ჩამოირეცხება. შედეგი პირველივე პროცედურიდან იქნება შესამჩნევი! მისი გამეორება 2-3 დღის შემდეგ შეგიძლიათ, ამის შემდეგ კი პროცედურა კვირაში ერთხელ უნდა ჩაიტაროთ.

ყურადღება:

ცხიმიანი კანისთვის გამოიყენეთ: ჟოჟობას, ასკილის, ყურძნის წიბწების ან საფლორის ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ.
მშრალი კანისთვის: ზეითუნის, ავოკადოს, კაკლის ზეთი.
თუ სახლში ჰიდროფილის ზეთი გაქვთ შესანიშნავია, შეგიძლიათ ისიც გამოიყენოთ მაგრამ წმენდის დროს მაქსიმუმ 5-7 წუთი უნდა იყოს.

რატომ მუშაობს ეს მეთოდი?

იმიტომ რომ შავი წერტილები ჭუჭყი სულაც არ არის, ეს კანის ცხიმია. ის ჰაერთან შედის რეაქციაში და მუქდება. ზეთის მუშაობა კი შემდეგნაირია: მსგავსი იხსნება მსგავსთან!

თუ ამ პროცედურას სისტემათურად ჩაიტარებთ გარწმუნებთ შავი წერტილების არსებობა სამუდამოდ დაგავიწყდებათ!