Connect with us

ყვავილები

როგორ გავზარდოთ ტუია მოტეხილი ტოტით

ჩემი აზრით, არ არსებობს აგარაკისთვის უკეთესი მცენარე, ვიდრე მარადმწვანეა. ასეთი მცენარეები უპრეტენზიულოები არიან, ყოველთვის გვახარებენ სასიამოვნო გარეგნობით. მთელი წლის განმავლობაში ინარჩუნებენ სიმწვანესა და სილამაზეს. ერთი უბედურება ისაა, რომ ასეთი მცენარეებისთვის დასარგავი მასალა იაფი არ ღირს. თუმცა, ამაზე ნუ იღელვებთ, რადგან ყოველთვის შეიძლება ლამაზი, მარადმწვანე ბუჩქის გაზრდა პატარა კალმისგან.

დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, როგორ გავზარდოთ ტუია საშინაო პირობებში. სილამაზე, რომელსაც სრულიად უფასოდ მიიღებთ.

როგორ გავზარდოთ ტუია

ალბათ ფიქრობთ, რომ ახლა რთულ ინსტრუქციას წაიკითხავთ, რომელიც ათას ერთ პუნქტს მოიცავს, თუმცა ცდებით. როგორც ჩანს, ტუიას გაზრდა ნაკვეთზე იმაზე უფრო მარტივია, ვიდრე გეგონათ – ამას ახალბედაც გაუმკლავდება. თქვენ მხოლოდ სასურველი ხის ტოტი უნდა იშოვოთ. რა თქმა უნდა, ყველა მცენარე ვერ გადარჩება, თუმცა, მწვანე და ცისფერი ტუია ასე ნამდვილად გაიზრდება.

ახლა გავერკვეთ, რას მოვუხერხებთ აღებულ ტოტს. თავიდან უფრო მარტივ ხერხს გასწვალით.

ტუიას გაზრდა

1. ტოტის შერჩევა

ტოტს გადარჩენის მეტი შანსი რომ ჰქონდეს, საჭიროა მისი სწორად შერჩევა, რაც ძალიან მარტივია: რაც უფრო დიდია ტოტი, მით უფრო დიდია გადარჩენის შანსი. უმჯობესია, აიღოთ ზრდასრული ტუიას ტოტი, დაახლოებით 30-სმ-იანი. მოჭერით იგი ბასრი საგნით, გააცალეთ ქვედა ფოთლები. ტოტი მზადაა, ისღა დაგვრჩენია, მისთვის შესაფერისი ადგილი ვიპოვეთ.

2. ნიადაგის მომზადება

ტუიასთვის უმჯობესია ტენიანი ადგილი, ნაკვეთის ჩრდილიან მხარეს. ამოთხარეთ არც ისე ღრმა თხრილი(20-25 სმ), კარგად გააფხვიერეთ ნიადაგი ფსკერზე. თხრილის ფსკერზე, კარგი იქნება, თუ სასუქს მოათავსეთ. საუკეთესოა წყალხსნადი სასუქი, რადგან იგი უკეთ აითვისება და ფესვებს არ წვავს. კარგად შეასუწეთ თხრილი და ცოტახნით გააჩერეთ, რათა ნიადაგი საჭირო ნივთიერებებით გაიჟღინთოს.

3. დარგვის პროცესი

ახლა მოათავსეთ ტოტი თხრილში, ფოთლების სიმაღლემდე. გაათანაბრეთ, რომ ტოტი სწორად იდგეს. თუ ტოტი არამყარად დგას, მიაყარეთ ცოტაოდენი მიწა და დატკეპნეთ ნიადაგი მის გარშემო.

4. სათბური

ტოტი საკმაოდ ნაზია, ამიტომ, დასაწყისისთვის, იგი სპეციალურ სათბურში უნდა იყოს. შესაბამისი პირობების შესაქმნელად, საუკეთესოა გამძლე, გამჭვირვალე მასალა. ყველაზე მარტივი ვარიანტია ღია ფერის პლასტმასის გადაჭრილი ბოთლები. დააფარეთ ტოტებს სათბური ისე, რომ ყველა ფოთოლი მასში მოექცეს.

ისე უნდა გააკეთოთ, რომ სათბურში არ მოხვდეს ცივი ჰაერი. ამიტომ დააჭირეთ ბოთლს და ჩადგით მიწაში, ოდნავ მორწყეთ მთელი კონსტრუქცია და გააჩერეთ ასე.

5. სამომავლო მოვლა

ტოტის მოვლა მარტივია: პერიოდულად მორწყეთ და გაანიავეთ, თუმცა დარგვიდან არანაკლებ ორი კვირის შემდეგ. როცა შენიშნავთ, რომ ტოტს ფესვები გაუჩნდა, მოხსენით სათბური. უკვე მომავალ წელს შეგიძლიათ ტუიას გადარგვა, თუმცა, უმჯობესია, 1-2 წელი ერთ ადგილას გააჩეროთ.

ეს მარტივი მეთოდია, რომელიც კარგად მუშაობს. ხოლო თუ გინდათ დარწმუნდეთ, რომ ნერგმა ფესვები გამოიღო და ნამდვილად გადარჩება, შეგიძლიათ უფრო რთული მეთოდი აირჩიოთ. შარჩიეთ ტოტი, ქვემოდან გააცალეთ წიწვები, რათა მკვებავი ნივთიერებები ფესვებმა წაიღოს და არა წიწვებმა. გააჩერეთ ტოტი ჩრდილში დაახლოებით ორი დღით.

შემდეგ ჩაალბეთ ტოტი ზრდის სტიმულატორში. ახლა გადარგეთ ტოტი ნებისმიერ მომცრო ზომის ჭურჭელში, მსუბუქ ნიადაგში, რომელიც წყალს არ შეიკავებს. დარგვის შემდეგ გულუხვად მორწყეთ, ხოლო შემდეგ ისეთივე სათბური გაუკეთეთ. შეგიძლიათ, პლასტმასის ჭიქებში ჩარგოთ და ზემოდან ისევ ასეთი ჭიქები დაახუროთ.

გააჩერეთ ტოტი ერთი კვირით, არაფერი გააკეთოთ, უბრალოდ შეინარჩუნეთ ოთახში სტაბილური ტემპერატურა. სათბურის ეფექტის შესაქმნელად, მოათავსეთ ჭიქები წყლიან ქილებში. გამოდის ტენიანი და კარგი გარემო.

ერთ კვირაში დაიწყეთ ტოტის მორწყვა ყოველ მეორე დღეს. უფრო სწორად, კი არ მორწყოთ, უბრალოდ ცოტათი დაასველეთ ნიადაგი და თვითონ ტოტი. ეს 1 თვე უნდა გაგრძელდეს, მაქსიმუმ – 2. თუ ხედავთ, რომ ტოტები გაჩნდა, ხოლო ტოტი იზრდება, ესე იგი, იგი გადარჩა და მზადაა ხეობისთვის. ამის შემდეგ, თამამად გადარგეთ ტუია მუდმივ ადგილას.