Connect with us

მოდა და სტილი

როგორ გავაფორმოთ 2021 წლის საახალწლო სუფრა, რომ აღტაცებულმა ხარმა ჩლიქები იქნიოს

ამ ნაკიანმა წელიწადმა უკვე ძალიან დამღალა. მალე მოვიდეს ახალი წელი. “როგორ მოვაწყოთ საახალწლო სუფრა, რომ ნამდვილად სადღესასწაულო ატმოსფერო შევქმნათ? იცი, როგორ უნდა გააფორმო სახლი, რომ წლის მფარველი, თეთრი მეტალის ხარი კმაყოფილი დარჩეს?“ – ვკითხე მეგობარს, რომელიც წლებია ინტერიერის დიზაინერად მუშაობს.

ნინამ გამიღიმა და მითხრა: „დაივიწყე წითელი სუფრა. 2021 წელს მეჯლისი ოქროსფერს და ვერცხლისფერს მიჰყავს. და ეს შესანიშნავია, რადგან ასეთი დეკორი მარადიული კლასიკაა!

დღეს გიზიარებთ მარტივ, მაგრამ ეფექტურ რჩევებს 2021 წლის სადღესასწაულო სუფრის გასაფორმებლად.

როგორ გავაფორმოთ საახალწლო სუფრა

რა ავირჩოთ, თუ წითელი მაგიდის გადასაფარებელი და ხელსახოცები არ შეიძლება? წლის მმართველს მარტივი და ნატურალური ფერები უყვარს. კრემისფერი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი, ყავისფერი და კლასიკური თეთრი შესანიშნავი ვარიანტებია. ოქროსფერი და ვერცხლისფერი ჩრდილები კი საჭირო, ნათელ აქცენტებს დაამატებს.

ბებიების სერვანტიდან ბზინვარე ბროლის ჭურჭელი გამოიღეთ. 2021 წლის სუფრაზე სწორედ მისი ადგილია. ნათელი და მოდური ჭურჭელიც არ დაივიწყოთ! ერთმანეთს გემოვნებით შეუხამეთ და დახვეწილ სტილზე უარი არ თქვათ.

თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა ფერები და ფორმები ერთმანეთთან კომბინაციაში თამამად გამოიყენოთ. მაგიდის გადასაფარებელი და ჭურჭელი ჰარმონიულად გამოიყურება.

თეთრი უნივერსალური ფერია. შეგიძლიათ მაგიდა თეთრ ფერებში გააწყოთ და ოქროსფერი, ვერცხლისფერი ან ლურჯი დეტალები შემატოთ.

მწვანე ფერი თვალს ახარებს. სუფრას შეგიძლიათ დაუმატოთ, მაგალითად, მწვანე გირჩებით და ხმელი ტოტებით სავსე ლარნაკი.

შავ–თეთრი კომბინაცია ოქროსფერი ან ვერცხლისფერი აქცენტებით – ეს ყოველთვის დიასახლისის კარგ გემოვნებაზე საუბრობს.

ხელნაკეთი დეტალები უჩვეულოდ გამოიყურება. ჭურჭელი არაპირდაპირი დანიშნულებით გამოიყენეთ. მაგალითად, ჭიქაში საახალწლო ბურთები ჩადეთ.

მარტივად, მაგრამ ეფექტურად გააფორმეთ, თქვენი ხიბლი შემატეთ!

სუფრის ცენტრში შეგიძლიათ ოქროსფერი და შავი კანფეტები მოათავსეთ. კლასიკის და მინიმალიზმის მოყვარულებს თეთრი სუფრის გადასაფარებელი და ფაიფურის ჭურჭლის კომბინაცია მოეწონება. ეს საახალწლოდ ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურება.

დღესასწაულის ჯადოქრობა დეტალებშია! მაგალითად, სუფრის გაფორმება ასეთი კომპოზიციებით სითბოს და ატმოსფეროს შექმნის.

გთხოვთ, სუფრის გაფორმებამ ისე არ გაგიტაცოთ, რომ მისი მთავარი ფუნქცია დაგავიწყდეთ. სანთლები ისე დააწყვეთ, რომ სტუმრებმა ერთმანეთი კარგად დაინახონ. თუ საახალწლო დეკორს მთელ სიგრძეზე აწყობთ, აირჩიეთ ის, რომელიც ადამიანების სახეებს არ დაფარავს.

სინამდვილეში, სუფრის გაფორმებაში ყველაზე სასიამოვნო არა სილამაზე, არამედ სიხარულია. რაღაცით გაოცება სასიამოვნოა. რა თქმა უნდა, ეს უფრო კერძებს ეხება, მაგრამ დეკორიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის ნამდვილ განწყობას ქმნის!

იდეები ამოარჩიეთ და შეინახეთ, რომ საახალწლო სუფრა ლამაზად გააფორმოთ და სტუმრები და წლის მმართველი გააოცოთ. პირადად, მე, მწვანე გადასაფარებელს და თეთრ ხელსახოცებს გამოვიყენებ. სუფრას ნაძვის ხის ტოტების და ოქროსფერი ბურთების კომპოზიციებით შევავსებ.

თქვენ რომელი იდეა მოგეწონათ ყველაზე მეტად? უკვე გადაწყვიტეთ, როგორ მოაწყობთ სუფრას ამ წელს?