Connect with us

თავის მოვლა

როგორ გავაუმჯობესოთ კანის მდგომარეობა 5 პროცედურაში კეფირის დახმარებით

ბოლო დროს სახის კანის მოვლის შინაურული საშუალებები პოპულარობის პიკზეა. კეფირის ნიღაბი ამ ტენდენციიდან გამონაკლისს არ წარმოადგენს. სიმართლე რომ ვთქვათ, ნიღბის იმდენი ვარიანტი არსებობს, რომ ყველას ერთ სტატიაში ვერ ჩამოვთვლით. მხოლოდ მთავარი ინგრედიენტი რჩება უცვლელი და დღეს სწორედ მის შესახებ გიამბობთ.

დღეს თქვენთვის რამდენიმე შესანიშნავი რეცეპტი შევაგროვეთ. ნაკრებში იპოვით საშუალებას, რომელიც ზუსტად თქვენი ტიპის კანს უხდება. პირველ რიგში, გავარკვიოთ, რატომ არის კეფირის ნიღაბი ყველასთვის სასარგებლო.

რატომ უნდა გაიკეთოთ კეფირის ნიღაბი

არსებობს მოსაზრება, რომ კეფირი ყველაზე სასარგებლო რძის მჟავე პროდუქტია. დიეტოლოგები დღეში 1 ჭიქა კეფირის დალევას როგორც უფროსებს, ასევე ბავშვებს ურჩევენ. უფრო მეტიც, კეფირი არა მხოლოდ დასალევად, არამედ გარეგანი გამოყენებისთვისაც სასარგებლოა.

კეფირი დიდი რაოდენობით პრობიოტიკებს და ბუნებრივ ალფა–ჰიდროქსის მჟავებს შეიცავს. კეფირის ნიღაბი კანის მდგომარეობას აუმჯობესებს. ის კანს მკვდარ უჯრედებს აშორებს და კოლაგენის წარმოებას სტიმულირებს.

კეფირის ნიღაბი ყველაზე პოპულარული საშუალებაა კანის ანთების და გამონაყარის საწინააღმდეგოდ. საქმე იმაშია, რომ მას ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და კანს შეხორცებასა და დამშვიდებაში ეხმარება.

ნიღბები სხვადასხვა ტიპის კანისთვის

დავიწყოთ ყველაზე პოპულარული კეფირის ნიღბით. პრობლემური კანისთვის ნიღბის მოსამზადებლად 2 ს/კ კეფირი და 2 ს/კ თეთრი თიხა აურიეთ.

სხვა დამატებითი კომპონენტი საჭირო არაა, რადგან კანი გარე ზემოქმედების მიმართ ისედაც მგრძნობიარეა. ნიღაბი სახეზე თხელ ფენად წაისვით და 30 წუთით გაიჩერეთ.

კეფირის ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის

ცხიმიანი კანისთვის გამაგრილებელი ნიღბის მოსამზადებლად 2 ს/კ კეფირი, 1 ს/კ თაფლი, 2 ს/კ თეთრი თიხა და 1 კვერცხის ცილა აურიეთ.

ნარევი სახეზე წაისვით, დაწექით და ნახევარი საათით დაისვენეთ. თაფლი გაღიზიანებას დაამშვიდებს, კვერცხის ცილა ფორებს შეავიწროებს. პროცედურის ბოლოს ნიღაბი წყლით ჩამოიბანეთ.

კეფირის ნიღაბი კომბინირებული კანისთვის

ნიღაბი კომბინირებული კანისთვის რომ მოამზადოთ, პირველ რიგში ცოტა კიტრი წვრილ სახეხზე გახეხეთ. შემდეგ გაწურეთ, თქვენ სწორედ წვენი გჭირდებათ.

მიღებული წვენი 2 ს/კ კეფირს და 2-3 ს/კ თეთრ თიხას აურიეთ. ნიღაბი სუფთა კანზე წაისვით და 30 წუთით გაიჩერეთ. დროის გასვლის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

მაცოცხლებელი ნიღაბი მშრალი კანისთვის

მაცოცხლებელი ნიღბის მოსამზადებლად 4 ჩ/კ კეფირი, კვერცხის გული, 2 ჩ/კ ზეითუნის ზეთი და 2 ს/კ თეთრი თიხა აურიეთ.

ნარევს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ და კანზე წაისვით. დაწექით და 30 წუთით დაისვენეთ. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და კანზე კრემი წაისვით.

დამატენიანებელი ნიღაბი კეფირით

დამატენიანებელი ნიღაბი რომ მოამზადოთ 4 ჩ/კ კეფირი ნახევარი ავოკადოს რბილობს აურიეთ. ამ ნარევს 2 ჩ/კ თეთრი თიხა და 4 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ.

ინგრედიენტები კრემისებრი მასის მიღებამდე აურიეთ და სახის კანზე წაისვით. დაწექით და ნიღაბს ბოლომდე გაშრობა აცადეთ. შემდეგ ნაწილ–ნაწილ მოიშორეთ. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

დაგვეთანხმეთ, ზოგჯერ ხალხური საშუალების ძალას სათანადოდ არ ვაფასებთ და უპირატესობას ძვირადღირებულ საშუალებას ვანიჭებთ. არადა ამ უკანასკნელის სარგებელი მისი შემადგენლობის გათვალისწინებით საეჭვოა. აი, კეფირის ან სხვა რძის მჟავე პროდუქტის ნიღაბი სრულად ნატურალურია. გვეთანხმებით?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.