ფოტო
როგორ გავაკეთოთ დეკორატიული კაშპო
ოთახის მცენარეები სახლისთვის შეუცვლელია. იგი აცოცხლებს ინტერიერის მონოქრომულ სურათს, აუმჯობესებს მიკროკლიმატს, ალამაზებს გარემოს. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, თუ რაშია ისინი დარგული. ქოთნები, კაშპო – სწორედ მათი დიზაინი, ფერი და თვითონ ნიადაგიც კი, რომელშიც თქვენი საყვარელი მცენარე იზრდება, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოთახის დიზაინში.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ყვავილის ქოთნებისა და კაშპოს შერჩევისას არის მცენარის ჭურჭლის დიზაინის შეხამება სახლის ინტერიერის სტილთან და დიზაინთან. ასეთი, ერთი შეხედვით, წვრილმანი – ყვავილოვანი ქოთანი – გაალამაზებს თქვენს მისაღებ, საძინებელ თუ სამზარეულო ოთახებს, თუ მას სწორად შეარჩევთ.
ხელნაკეთი კაშპო
დღეისათვის, ბაღის ხელსაწყოებისა და დეკორის მაღაზიაში შეხვდებით ლამაზი ქოთნებისა და კაშპოს უდიდეს მრავალფეროვნებას, თუმცა, ყველაზე საინტერესო და, სხვათა შორის, ბიუჯეტური იქნება მათი საკუთარი ხელით გაკეთება. ამასთან, საკმაოდ უბრალო და ხელმისაწვდომი ბუნებრივი და არამხოლოდ მასალებისგან.
დღეს ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ კაშპოს იდეების შესანიშნავ ნაკრებს. სილამაზეს დეტალები ქმნის!
1. სად არ რგავენ კრეატიული ადამიანები ოთახის მცენარეებს. ბებიები სოფლებში, მაგალითად, სტანდარტული ქოთნების არქონის გამო, იყენებენ საყოფაცხოვრებო ჭურჭელს – ძველ ქვაბებს, მეტალის სარწყავებს, ვარცლებსა და პლასტმასის ბოთლებსაც კი. ეს ყველაფერი ძალიან ორიგინალურია.
2. სწორედ ასე შექმნა ერთმა ჩემმა ნაცნობმა სახლში კომფორტი – ქოქოსის ნაჭუჭისა და ყავის მარცვლების გამოყენებით.
3. ხოლო ბუნებრივი მასალების მოყვარულებს ქოქოსის ნაჭუჭის ქოთნები უნდა მოეწონოთ. ასეთი დეკორაცია მოდურად და ლამაზად გამოიყურება..
4. ასეთი ქოთნები კარგია სუკულენტებისა და კაქტუებისთვის, რამდენადაც მათ ხშირი რწყვა არ სჭირდება.
5. გასაოცარი იდეა!
6. უბრალოდ შეხედეთ, რამდენად მოდური და ორიგინალურია. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი, ვინც ასეთი ქოთნით გაფორმებულ ოთახში მოხვდება, ვერ შეძლებს ერთსულოვნად გვერდის ავლას. მე სამახსოვროდ ფოტოსაც გადავუღებდი.
7. ალბათ, რაღაც მსგავსს ჩემი სახლისთვისაც გავაკეთებ.
8. ასეთი ქოთნები შესანიშნავია მცირე ზომის მცენარეებისთვის.
9. კიდევ რამდენიმე საინტერესო იდეა.
10. ახლა მოდაში ფლორარიუმებია. თუმცა, მათი შექმნის დროს აუცილებლად ყურადღებით უნდა შეარჩიოთ მცენარეები. ყველაზე კარგი ვარიანტია სუკულენტები, ანუბიასები, ზოგიერთი სახის ხავსი და გვიმრა.
11. ჩემი აზრით, ასეთი ქოთნები ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია.
მიიღეთ შთაგონება ამ იდეებიდან და გაალამაზეთ ნებისმიერი ოთახი თქვენს სახლში.