Connect with us

ყვავილები

რომელ ქოთანში ლპება „ქალური ბედნიერება“

დიდი ხანია ფიქრობთ, რომ თქვენი სახლი მწვანე მეგობრით გააფორმოთ, მაგრამ არ იცით, რომელი აირჩიოთ? ამ მიზანს ყველაზე უკეთ აყვავებული სპატიფილუმი გაუმკლავდება! დღეს Alltime–ის რედაქცია გიამბობთ, თუ რომელ ქოთანში შეძლებს მდიდრული ყვავილი პოტენციალის სრულად გამოვლენას. ასევე გასწავლით, როგორ იზრუნოთ მცენარეზე, სახელწოდებით „ქალური ბედნიერება“.

აყვავებული სპატიფილუმი

სპატიფილუმი ის მცენარე არაა, რომელიც შეგიძლიათ კვირაში ერთხელ მორწყათ და დაივიწყოთ. ამ ყვავილს კარგი მოვლა და სწორი ქოთანი სჭირდება. როგორც აღმოჩნდა, მისი ზრდის და განვითარების სიჩქარე დამოკიდებულია ადგილზე, სადაც ცხოვრობს.

აყვავებულმა სპატიფილუმმა თვალი დიდხანს რომ გაახაროს, კომპაქტურ ქოთანში უნდა დარგოთ. ის ძალიან დიდი არ უნდა იყოს, რადგან ყვავილის ფესვები თავს ძალიან ფართოდ იგრძნობენ. მცენარის ფესვები დროთა განმავლობაში იზრდება და გადარგვა სჭირდება. როგორ გამოვიცნოთ ქოთნის საჭირო ზომა?

ზრდასრულ სპატიფილუმს (დაახლოებით 3 წლის) 20-25 სმ დიამეტრის ქოთანი სჭირდება. ახალგაზრდა ყვავილი 2–ჯერ პატარა ქოთანში შეგიძლიათ დარგოთ. გადარგვისას წინა ქოთანს და ფესვების სისტემის ზომას ყურადღება მიაქციეთ. როგორც წესი, ახალი ქოთანი 2–3 სმ–ით უფრო ფართო და 3–4 სმ–ით უფრო დიდი უნდა იყოს, ვიდრე ფესვების დიამეტრი.

რომელი ქოთანი შევარჩიოთ

სპატიფილუმის ფესვების სისტემა სიგანეში იზრდება და არა სიგრძეში. სწორედ ამიტომ, ყვავილს ძალიან ღრმა ქოთანი არ სჭირდება. პირიქით, ორიენტაცია დიამეტრზე გააკეთეთ. ფართო და ბრტყელი ქოთანი – თქვენი არჩევანია. მასში მცენარე თავს თავისუფლად გრძნობს და აქტიურად ზრდას ახერხებს.

ქოთანში სადრენაჟო ხვრელი აუცილებლად უნდა იყოს. ამ ლამაზმანს ტენიანობა უყვარს, მაგრამ გადაჭარბება კარგი არაა. ხრიკი გამოიყენეთ, რომელიც ყვავილის მოვლას გაგიმარტივებთ. კაშპოში კერამზიტი ჩაყარეთ და შიგნით ქოთანი მოათავსეთ.

ზედმეტი წყალი, რომელიც სადრენაჟო ხვრელიდან გამოვა, კაშპოში დარჩება. ამრიგად, მცენარის ირგვლივ ჰაერი დამატებით დატენიანდება. გარდა ამისა, კაშპო მცენარეს ვიზუალურად უფრო ალამაზებს.

ფლორისტები სპატიფილუმის დარგვას მუქი ფერის ქოთანში არ გირჩევთ. საქმე იმაშია, რომ მცენარის ფესვების სისტემას ძლიერი გადახურება არ უყვარს. თუ შავ ან ყავისფერ ქოთანს მზეზე დადებთ, ის უფრო სწრაფად გახურდება, ვიდრე თეთრი.

ზოგიერთ ადგილას ყვავილის ფესვების სისტემა ქოთნის კედელს ეხება, რამაც შეიძლება დამწვრობა გამოიწვიოს. შედეგად, მწვანე მეგობარი არა მხოლოდ ზრდას შეწყვეტს, არამედ სრულად გახმება.

„ქალური ბედნიერება“ გამჭვირვალე ქოთანშიც არ უნდა დარგოთ. პირველ რიგში, ეს უსარგებლოა. ფესვების სისტემა ჩანს, მაგრამ არა მთლიანად. საერთოდ, რაში გჭირდება? მეორეც, გამჭვირვალე ქოთანში ყვავილი ლამაზად არ გამოიყურება. ასეთი ვარიანტი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოგადგებათ, თუ კაშპოს იყენებთ.

ბოლო მომენტი – მასალა. რა თქმა უნდა, იდეალურია, თუ მცენარეს თიხის ან კერამიკის ქოთანში დარგავთ. ეს ნატურალური მასალებია, რომელთა ფორიანობის გამო ზედმეტი სითხე ქოთნის კედლებიდან აორთქლდება. თავად ფესვები ჟანგბადით მდიდრდება.

გარდა ამისა, უფრო ლამაზად გამოიყურება, ვიდრე პლასტმასის ჭურჭელი. თუმცა სპატიფილუმი მასშიც ლამაზად გაიზრდება. აქ, უკვე თქვენი გემოვნებით უნდა შეარჩიოთ.

მოკლედ მოვლის შესახებ

„ქალურ ბედნიერებას“ ბევრი მზის სინათლე და მაღალი ტენიანობა სჭირდება. მცენარე ნიადაგის მდგომარეობის შესაბამისად მორწყეთ. გაზაფხულსა და ზაფხულზე ყოველ მესამე დღეს, ხოლო შემოდგომასა და ზამთარში – კვირაში ერთხელ.

სპატიფილუმს სითბო უყვარს. გაზაფხული–ზაფხულის პერიოდში ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსზე დაბლა არ უნდა დაეცეს. ზამთარში 10 გრადუსზე ნაკლები არ უნდა იყოს. ყვავილი სჯობს კომპლექსური მინერალური სასუქებით ან ნაკელის ორგანული ხსნარით მორწყათ. მცენარეს შეიძლება თავს დაესხას ობობის ტკიპები, ნაცროვანი პეპლები და ბუგრები. ამის თავიდან ასაცილებლად პროფილაქტიკის ზომები დროულად მიიღეთ.

რედაქციისგან

მცენარე პრეტენზიული მოვლის სირთულის გამო არაა. უბრალოდ ზოგი მის დიდებულად აყვავებას ახერხებს, სხვები კი მასთან იტანჯებიან და სასურველ სიმაღლეს და ყვავილობას ვერ აღწევენ. ამ საქმეში ექსპერიმენტების ჩატარების არ შეგეშინდეთ. ადრე თუ გვიან აყვავებული სპატიფილუმი აუცილებლად გაგახარებთ!

გვიამბეთ, თქვენ როგორ უვლით „ქალურ ბედნიერებას“? თქვენი გამოცდილება გაგვიზიარეთ.