Connect with us

სახლი და დიზაინი

როგორ გავაკეთოთ ავეჯი ხის ყუთებისგან

ჩემი მეზობელი მთელი ზაფხული ხის ყუთებს ავტოფარეხში აგროვებდა, შემოდგომაზე კი მისი ბინა ვეღარ ვიცანით. მოგროვილი ყუთები მან უჩვეულო მაგრამ, ძალიან ლამაზ და კომფორტულ ავეჯად აქცია. ნანახის შემდეგ, მეუღლეს მოვახსენე, რომ დღეიდან მეზობელს უნდა მივბაძოთ!

რისი გაკეთება შეიძლება ხის ყუთებისგან?

დღეს ამ სტატიაში, ძველი ხის ყუთებისგან ავეჯის დამზადების იდეებს შემოგთავაზებთ!

1. ავეჯი ძველი ხის ყუთებისგან – ნამდვილი აღმოჩენაა მყუდრო სახლისთვის. მზადდება იაფად, არის პრაქტიკული და ამასთანავე საიმედოც! ადვილია მისი აწყობა, მარტივად ტრანსფორმირდება და საშუალებას გაძლევთ თქვენი პოტენციალი ბოლომდე გამოავლინოთ.

2. ძალიან უჩვეულო სტელაჟი ქანთრის სტილში. უბრალოდ მიამაგრეთ ერთმანეთს რამდენიმე ხის ყუთი, დააკარით ან დაამაგრეთ ჩვეულებრივი ფიცარი და შეღებეთ. მას შეიძლება ბორბლებიც მიამაგროთ და გაცილებით მოსახერხებელი გახდება.

3. აი დამატებითი იდეები აგარაკისთვის:

4. არაჩვეულებრივი იდეებია ნივთების შესანახად, გინდათ საძინებელში და გინდათ შემოსასვლელში, კარგად გამოიყურება, უჩვეულოა და რაც მთავარია ძალიან კომფორტული და მოსახერხებელია.

5. შესანიშნავი გადაწყვეტაა სამუშაო კუთხის ან ბავშვის სამეცადინო ზონისთვის.


6. იმ შემთხვევაში თუ მასალის საჭირო რაოდენობა არ გაქვთ, ყუთების შეკვრა თავადაც შეგიძლიათ ძველი ფიცრებისა და ფანერისგან. ამის შემდეგ კი შეძლებთ ძალიან სიმპათიური სტელაჟი დაამზადოთ ათასი წვრილმანის შესანახად.

ძველი ნივთებისგან დამზადებული ავეჯი, ბოლო დროს ძალიან ხშირად გამოიყენება სახლისა და აგარაკის გასაფორმებლად. ეს დაგეხმარებათ განაახლოთ გარემო. როგორც წესი, შედეგი ყოველთვის აჭარბებს მოლოდინს.

როგორც ხედავთ მოდური და ლამაზი ავეჯი არ ნიშნავს ძალიან ძვირს! დიზაინერული ქმნილების მთავარი ფასეულობა – იდეის ორიგინალურობა და მისი შემოქმედებითად ხორცშესხმაა.

სტელაჟები, წიგნისა და სამზარეულოს თაროები, კარადები, საწოლები, ჟურნალის მაგიდები, გარდერობი – როდესაც ამ ძველი ყუთებისგან დამზადებულ ავეჯს უყურებ ხვდები, რომ ყველაზე მარტივი და არა საჭირო ნივთებისგანაც შეიძლება შექმნა რაღაც გასაოცარი და პრაქტიკული.