Connect with us

ყვავილები

როგორ გადავჭრათ ვარდი შემოდგომაზე, რომ კარგად გამოიზამთროს და ზაფხულში უხვად აყვავილდეს

ვარდის გადაჭრა შემოდგომაზე – მათი ჯანმრთელობისთვის, აქტიური ზრდისა და გაზაფხულზე მეგობრული ყვავილობისთვის მნიშვნელოვანი პირობაა.

შეიძლება თუ არა ვარდის გადაჭრას გვერდი ავუაროთ, როდის და როგორ ჩავატაროთ პროცედურა და რა უნდა გავაკეთოთ შემდეგ? ყველა ამ კითხვაზე პასუხს დღევანდელ სტატიაში იპოვით.

ვარდის გადაჭრა შემოდგომაზე

აუცილებელია თუ არა გადაჭრა?

რა თქმა უნდა, თავად უნდა გადაწყვიტოთ. ველურ ვარდს ამის გარეშეც შეუძლია გამოზამთრება. გამოცდილი მებაღეები გირჩევთ, რომ კულტივირებული ვარდები გადაჭრათ. მიზეზი რამდენიმეა.

პირველ რიგში, გადაჭრილი ვარდი სწრაფად იზრდება და უკეთ ვითარდება. ნიადაგიდან მიღებული სასარგებლო ნივთიერებები მის ყველა ნაწილში თანაბრად ნაწილდება.

მეორეც, ასეთი მცენარე ავად იშვიათად ხდება. როცა ვარდს ძველ და მავნებლებით დაზიანებულ ტოტებს აშორებთ, პრობლემებს მის გაჩენამდე თავიდან იცილებთ. მესამეც, ვარდის გადაჭრა შემოდგომაზე ზამთრისთვის მის შეფუთვას ამარტივებს. როგორც არ უნდა იტრიალოთ, რამდენიმე კვირტის მქონე ტოტის შეფუთვა უფრო მარტივია, ვიდრე გრძელი ყლორტების.

გადაჭრის ვადა

აჩქარება სასურველი არაა. თუ ვარდს ნაადრევად გადაჭრით, შეიძლება ახალი ყლორტები გამოიღოს. ორიენტაცია პირველ ყინვაზე გააკეთეთ.

ჩვეულებრივ, ვარდს ოქტომბერში ჭრიან, ზუსტი თარიღი შეგიძლიათ მთვარის კალენდრით გამოთვალოთ. ვარდი სჯობს კლებად მთვარეზე გადაჭრათ, როცა მცენარის წვენი ფესვებისკენ არის მიმართული.

როგორ გადავჭრათ

პირველ რიგში, ბასრი სასხლავი დაგჭირდებათ. ძველი, გახევებული ყლორტებისთვის – ხერხუნა. ჩვეულებრივ, ბაღის ვარდს მიწიდან 3-5 ყლორტის დონეზე ჭრიან (ძლიერი გადაჭრა).

ფლორიბუნდის და მცოცავი ვარდის ასე ძლიერ დამოკლება არ ღირს. მათთვის ოპტიმალურია სიმაღლის ნახევრის გადაჭრა (ზომიერი გადაჭრა).

45 გრადუსიანი კუთხით, ყლორტიდან 1 სმ–ს ზემოთ, გარეთ მიმართული სასხლავით გადაჭერით. ასე ახალგაზრდა ყლორტებს ოპტიმალურ განათებას უზრუნველყოფთ. თუ ტოტები 1 სმ–ზე სქელია, გადანაჭერ ადგილას ბაღის მურაცხი წაუსვით.

რა უნდა გააკეთოთ გადაჭრის შემდეგ?

ბუჩქის ირგვლივ ფოთლები მოაშორეთ, ნიადაგი გააფხვიერეთ. ფესვების ქვეშ მშრალი მიწა მოაყარეთ. 8-10 სმ სიმაღლეზე მიწა შემოაყარეთ.

მცოცავი ვარდის კვირტები რგოლად შეკარით და მიწაზე დააწვინეთ. მათ დასაფარად წიწვოვანი ხეების ტოტები და მშრალი ბალახი მინიმუმ 10 სმ ფენა გამოიყენეთ. სურვილის შემთხვევაში მუყაოს ქაღალდით და ტოტებით დამატებითი დამცავი ღობე გააკეთეთ.

შემოდგომაზე ვარდის გადაჭრა გაზაფხულზე ყვავილს ახალი ძალებით აყვავილებაში დაეხმარება. ამ მარტივი პროცედურისთვის დრო იპოვეთ და ზაფხულში ბაღის დედოფალი უხვი და ფერადი ყვავილებით მადლობას გადაგიხდით.