Connect with us

თავის მოვლა

როგორ აუმჯობესებს გულყვითელა ჩვენს სილამაზეს

ამ ყვავილის აგარაკზე დარგვა მოგინდებათ.

აკნეს მკურნალობა

გულყვითელა (კალენდულა) აკნეს სამკურნალოდ შეუცვლელი საშუალებაა. მის საფუძველზე აკნეს სამკურნალო ლოსიონი მოამზადეთ. ამისთვის 1 კოვზ ხმელ გულყვითელას ყვავილებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დასხით და თავდახურულ ჭურჭელში ნახევარი საათით დააყენეთ. შემდეგ გადაწურეთ და ლოსიონით სახე დილა-საღამოს გაიწმინდეთ.

სახის გამაახალგაზრდავებელი საშუალება

სახის კანს ტონუსი და ბზინვარება რომ დაუბრუნოთ, გულყვითელას სამკურნალო ნიღაბი მოამზადეთ.

1 კოვზი შვრიის ფანტელები ფხვნილი სახით დააქუცმაცეთ და 1 კოვზ ხმელ გულყვითელას ყვავილს აურიეთ. შემდეგ ცოტა მდუღარე წყალში გააცხელეთ და აურიეთ. კრემს შეგიძლიათ სალბის ყვავილების ფხვნილი დაუმატოთ. კრემი სახის ნიღბის სახით კვირაში 2-3-ჯერ გამოიყენეთ.

პიგმენტური ლაქების და ჭორფლების საწინააღმდეგოდ

პიგმენტური ლაქების და ჭორფლების გამაღიავებელი საშუალების მოსამზადებლად 1 კოვზი შავი მოცხარის კენკრა, 1 კოვზი ახალ გაწურული ლიმონის ან ფორთოხლის წვენი, 1 კოვზი გულყვითელას წვენი ან ყვავილების ნახარში და 1 კოვზი მცენარეული ზეთი (ზეითუნის ან ყურძნის კურკების ზეთი) კარგად აურიეთ.

ნიღაბი სქელ ფენად სახეზე კვირაში 3-ჯერ წაისვით, სანამ დადებით შედეგს არ მიიღებთ.

კანის დასარბილებლად

გაუხეშებული კანის დასარბილებლად ან დამწვრობის კვალის შესამცირებლად გულყვითელას ზეთს ან ნაყენს იყენებენ, რომლის შეძენას აფთიაქში შეძლებთ. ზეთი სუფთა და მშრალ კანზე წაისვით და სრულ გაშრობამდე გაიჩერეთ.

გულყვითელას ზეთი შეგიძლიათ თავად მოამზადოთ – ამისთვის მინის ქილის 2/3 მოცულობა მცენარის ყვავილებით აავსეთ და მცენარეული ზეთი დაასხით. თავსახური მჭიდროდ დაახურეთ.

ბნელ და გრილ ადგილას 2 კვირა დააყენეთ, პერიოდულად ქილა შეანჯღრიეთ. შემდეგ გადაწურეთ, ყვავილები კარგად გაწურეთ და მიღებული ზეთი მაცივარში შეინახეთ.

გულყვითელას მალამო ყველა შემთხვევისთვის

სამკურნალო მალამო გულყვითელას ახალი ყვავილებისგან მოამზადეთ.

ის ნებისმიერი ჭრილობის, ნაკაწრის და დამწვრობის დროს დაგეხმარებათ – ჭრილობა გაცილებით სწრაფად შეხორცდება. მისი მომზადება საკმაოდ მარტივია. მზა საშუალება მაცივარში შეინახეთ და აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენეთ.

3-4 ს/კ ახალ მოკრეფილი გულყვითელას ყვავილები დააქუცმაცეთ და 0,5 კგ ღორის ცხიმს აურიეთ.

3 წუთით სუსტ ცეცხლზე დადგით, მუდმივად აურიეთ. 1 დღე გააჩერეთ, შემდეგ ცოტა შეათბეთ, გაწურეთ, ჩენჩო გადააგდეთ და მიღებული მალამო სუფთა ქილაში გადაიტანეთ.

დაზიანებულ ადგილას დღეში რამდენჯერმე წაისვით, სანამ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.