Connect with us

მოდა და სტილი

როგორი სამკაულები არ უნდა ატარონ 50 წლის ქალებმა

ზოგჯერ ძალიან რთულია შეარჩიოთ სამკაული, რომელიც თქვენს განსაკუთრებულ სტილს  გაუსვამს ხაზს და თავს საუკეთესოდ გაგრძნობინებთ.

ხშირად მაღაზიების მიერ წარმოდგენილ უზარმაზარ ვარიანტებს შორის ვიკარგებით. მრავალფეროვანი ძვირფასი ქვების, ლითონების და აქსესუარების გარემოცვაში გვავიწყდება, თუ რა სახის ძვირფასეულობის შეძენა გვსურდა.

გასაოცარი არაა, რომ ბევრი ქალი იმპულსურ შეძენას ახორციელებს, შემდეგ კი თავს იმტვრევს, თუ რომელ ლუქთან გაიკეთოთს ესა თუ ის საყურე, ან შეიძლება თუ არა ოქროს ბეჭედი საყვარელ მძივებს შეუხამოს.

სხვათა შორის, ბეჭდის სწორად ტარება და მისი სხვა აქსესუარებთან შეხამება  – იდეალური სტილის შექმნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია.

ბეჭდის სწორად ტარების უნარი როგორც ახალგაზრდა, ასევე ხანდაზმულმა ქალებმა უნდა იცოდნენ. სწორედ ამიტომ, გიზიარებთ რამდენიმე ნიუანსს, რაც ბეჭდის ტარების ეტიკეტს ეხება.

როგორ ვატაროთ აქსესუარი

იმით დაიწყეთ, რომ თვალისმომჭრელი ბიჟუტერია წარსულში დატოვეთ, თუ უკვე 20 წელს მიაღწიეთ. ფერადი ბეჭდები და სილიკონის სამაჯურები ორგანულად მოზარდ გოგოებზე გამოიყურება, მათ ყურადღების მიზიდვასა და თვითგამოხატვაში ეხმარება. ახალგაზრდა და ზრდასრულ ქალებს მსგავსი აქსესუარები არ უხდებათ.

ყველაფერი ბუნებრივის მომხრეებს ვურჩევთ, რომ აქსესუარებში ბუნებრივი ქვების მოხმარებით არ გადააჭარბონ. მსგავსი ბეჭდის შერჩევის დროს განსაკუთრებული ყურადღება ქვების ფერს უნდა მიაქციოთ. გაითვალისწინეთ, თუ რამდენად მოუხდება თქვენს გარდერობს და ეს სამკაული თქვენს ხელს ხომ არ ამძიმებს.

სხვათა შორის, ორგანული აქსესუარის ღირსეულ ვარიანტს ხის ბეჭედი წარმოადგენს. ასეთი პროდუქტები საკმაოდ უჩვეულოდ გამოიყურება და სტილს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. ამასთან, ძალიან მსუბუქია და მფლობელი ხელზე პრაქტიკულად ვერ შეამჩნევს.

ბევრი კამათი არსებობს იმასთან დაკავშირებით, შეიძლება თუ არა ოქროს და ვერცხლის სამკაულების ერთად ტარება. სინამდვილეში, ამ ლითონების შეხამება არც თუ ისე ცუდად გამოიყურება, თუ სამკაულები სწორად დაბალანსებულნი იქნებიან.

მაგალითად, თუ რამდენიმე მინიმალისტური სტილის, ელეგანტური ბეჭდის გაკეთება გსურთ, იდეა თამამად განახორციელეთ. ასე სტილს საინტერესოს და ნათელს გახდით. თუმცა მასიური, სხვადასხვა ლითონისგან დამზადებული სამკაულების კომბინაცია არ ღირს.

სიტყვაზე, ზოგიერთი თვლის, რომ ზოგადად მიღებული ეტიკეტის თანახმად, სამზე მეტი ბეჭდის, მით უმეტეს ორივე ხელზე გაკეთება არ შეიძლება. თუმცა, ბევრი მოდის მიმდევარი ამ წესს ყურადღებას არ აქცევს და თითებზე სხვადასხვა ბეჭდების ტარებით თავს შესანიშნავად გრძნობს.

ზოგადად, ერთი-ერთადერთი სწორი წესი არსებობს, რომელიც სამკაულების რაოდენობას ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტს: აქსესუარების საერთო რაოდენობა ერთ სტილში 11 ერთეულს არ უნდა აჭარბებდეს. აქ მთავარია, ზუსტად იცოდეთ, თუ ზუსტად რაზე გსურთ ხაზგასმა და აქედან გამომდინარე, სწორი აქსესუარები შეარჩიოთ.

თუ აქცენტის გაკეთება ხელზე გსურთ, მაშინ 5 და 10 ბეჭდის ტარების სიამოვნებაზე უარი არ თქვათ იმ პირობით, რომ ყველა ეს ბეჭედი ერთმანეთთან ჰარმონიულად შერწყმული იქნება და ზოგადი სტილიდან ამოვარდნილი არ იქნება.

თუმცა გახსოვდეთ, რომ სასურველი შთაბეჭდილების მოსახდენად ლამაზი ბეჭდის გარდა ლამაზი მანიკიური უნდა გქონდეთ.

თუ ბეჭდის შეძენა სასაჩუქრედ გსურთ, შეძენის დროს ორიენტაცია ქალის ასაკზე გააკეთეთ. ახალგაზრდა გოგოსთვის სჯობს პატარა ნაწარმი შეარჩიოთ, რომელიც მის ახალგაზრდა კანს და სინაზეს ხაზს გაუსვამს.

აი, სოლიდური ასაკის ქალებისთვის მასიური ქვების მქონე მსხვილი ბეჭდები შეარჩიეთ. ზრდასრული ქალის ხელზე ასეთი აქსესუარი საკმაოდ გონივრული და სტილის შემავსებელი იქნება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.