Connect with us

ჯანმრთელობა

რისი თქმა შეუძლია თქვენი თვალის ფერს ჯანმრთელობის შესახებ? (სპოილერი: თითქმის ყველაფრის!)

თვალი არა მხოლოდ სულის სარკე, არამედ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანიშნავი ინდიკატორია. ბოლო 5 წელში ჩატარებულმა რამდენიმე კვლევამ დაადასტურა, რომ თვალის ფერით სხვადასხვა დაავადების მიმართ მიდრეკილების განსაზღვრა შეიძლება.

და ეს არ არის შამანობა: თვალის ფერი განისაზღვრება სხვადასხვა გენებით, რომლებიც თავის მხრივ ამა თუ იმ დაავადების გაზრდილ ან შემცირებულ რისკს უკავშირდება.

რა თქმა უნდა, სრული და საბოლოო დიაგნოზის დასასმელად მხოლოდ თვალის ფერი საკმარისი არაა, მაგრამ შეგვიძლია მხედველობაში ვიქონიოთ და „სუსტ“ ადგილებზე უფრო მეტად ვიზრუნოთ.

შავი და თაფლისფერი თვალები

თვალის ფერი რაც უფრო მუქია, ულტრაიისფერი გამოსხივებისგან ბუნებრივი დაცვა უფრო მაღალია. გარდა ამისა, შავთვალებიან ადამიანებს ისეთი დაავადებების განვითარების რისკი უფრო დაბალი აქვთ, როგორიცაა კატარაქტი, ვიტილიგო და თვალის და კანის სიმსივნე. ამავდროულად მუქთვალებიანი ადამიანები შეიძლება ტკივილის მიმართ უფრო მგრძნობიარეები იყვნენ. მათ შფოთური აშლილობის განვითარების მაღალი რისკი აქვთ.

მწვანე თვალები

მწვანეთვალება ადამიანს დეპრესიისკენ (განსაკუთრებით მშობიარობის შემდგომი) მიდრეკილება ყველაზე ნაკლებად აქვს. ასევე შფოთვის მიმართ უფრო გამძლეა. ამავდროულად, ექსპერიმენტის მწვანეთვალება მონაწილეებში თვალის სიმსივნის განვითარების მაღალი რისკი გამოვლინდა. სწორედ ამიტომ, თუ მწვანე თვალები გაქვთ, მზისგან დამცავი სათვალეების გამოყენება არ დაგავიწყდეთ.

ცისფერი თვალები

ცისფერი ან ლურჯი თვალების მფლობელებმა თვალები და კანი მზისგან უნდა დაიცვან. მათ კანის და თვალის სიმსინით დაავადების მაღალი ალბათობა აქვთ.

გარდა ამისა, რატომღაც ცისფერთვალება ადამიანები ალკოჰოლის მიმართ უფრო მიდრეკილნი არიან და სხვებთან შედარებით ალკოჰოლური დამოკიდებულების მიღების უფრო მაღალი რისკი აქვთ.

მკვლევარებს ამის ახსნა ჯერ არ შეძლეს, მაგრამ გვაფრთხილებენ: თუ ცისფერი თვალები გაქვთ, სასმელთან ფრთხილად იყავით! ყოველი შემთხვევისთვის!

წითელი თვალები

ალბათ, ერთხელ მაინც თვალები დაგწითლებიათ. ეს მაშინ ხდება, როცა სისხლძარღვები ძალიან ფართოვდება ან საერთოდ სკდება. მიზეზი შეიძლება იყოს თვალის სიმშრალე, ალერგია, სურდო, მზის მოქმედება და მტვერი.

ექიმი გაფრთხილებთ: თვალების რეგულარულად სიწითლე შეიძლება დეპრესიის ნაადრევი ფორმა იყოს, განსაკუთრებით ხანდაზმულებში.

თუ შეამჩნიეთ, რომ თვალი უკვე არა ერთი დღეა განსაკუთრებული მიზეზის გარეშე წითლდება – ექიმს მიმართეთ.

ყვითელი თვალები

მოყვითალო თვალის თეთრის გარსი – ღვიძლის პრობლემის ნიშანია. რაც უფრო ნათელია სიყვითლე, მით უფრო სერიოზულია დაავადება. აუცილებლად ექიმს მიმართეთ!