Connect with us

სახლი და დიზაინი

რისი გაკეთება შეძლო მეზობელმა აგარაკზე განათლების და ზედმეტი ხარჯის გარეშე

როცა საკუთარი ნაკვეთი გაქვთ, მის მოსაწყობად დრო და ძალა უნდა დახარჯოთ. თუ ბევრს მუშაობთ, კარგად უნდა დაისვენოთ. და როგორია დასვენება მწვადების გარეშე? გასაოცარი არაა, რომ ბევრი ფიქრობს იმაზე, თუ როგორ გააკეთოს მაყალი საკუთარი ხელით პირდაპირ ნაკვეთზე.

აქ, კარგ ამინდში შეგიძლიათ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად შეიკრიბოთ. თევზი ან ხორცი შეწვათ, რომ დრო ნოყიერად და გემრიელად გაატაროთ. ამისთვის სატარებელი მაყალის გამოყენება ყველას არ მოსწონს. აგურის კონსტრუქცია ხომ უფრო ფუნქციურია, ამასთან ნაკვეთზე ლამაზად გამოიყურება.

როგორ გავაკეთოთ მაყალი საკუთარი ხელით

სინამდვილეში აგარაკისთვის მაყლის საკუთარი ხელით გაკეთება რთული არაა. უბრალოდ რამდენიმე მომენტი უნდა გაითვალისწინოთ. მაგალითად, დაგეგმვის ეტაპზე მაყალის ადგილმდებარეობაზე უნდა იზრუნოთ, რომ ის საცხოვრებელ შენობასთან ახლოს არ იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კვამლი და ნაცარი იქ გაფრინდება, სადაც ხალხი მუდმივად თავს იყრის.

გაითვალისწინეთ, თუ როგორ იქნება დაცული მაყალი უამინდობის დროს. ამის უზრუნველყოფა შეიძლება, თუ მაყალი სააგარაკო ნაკვეთზე მდებარეობს ან ფარდულით დაფარული ან ღია ვერანდაზე ჩაშენებულია.

რაც შეეხება საშენ მასალას, ხშირად მაყალის ასაწყობად იყენებენ ბეტონის ბლოკებს, ბუნებრივ ქვას და წითელ აგურს. ბეტონის ბლოკები სხვდასხვა მშენლობაზე გამოიყენება. ბუნებრივი ქვა ნებისმიერ კონსტრუქციას უჩვეულობას შემატებს. ხოლო აგური მიმზიდველად გამოიყურება და მაღალ ტემპერატურას ყველაზე უკეთ უმკლავდება.

რომელი მაყლის გაკეთება სჯობს?

აქ, მხოლოდ საკუთარ გემოვნებას, შესაძლებლობებს და სურვილებს უნდა დაეყრდნოთ. სხვადასხვა ნაკვეთზე ერთი და იგივე კონსტრუქცია სულ სხვაგვარად გამოიყურება.

1. ზოგისთვის აუცილებელია, რომ კონსტრუქცია არა მხოლოდ ფუნქციური იყოს, არამედ თვალსაც ახარებდეს.

2. ზოგს სურს, რომ ახლოს ჰქონდეს ონკანი და სამუშაო მაგიდა ხორცის დასაჭრელად. დიდი ინვესტიცია, მაგრამ უფრო მეტი შესაძლებლობები!

3. ასეთი „სამწვადეც“ საინტერესოდ გამოიყურება, რომელიც განცალკევებით მდებარეობს.

4. ოსტატის მიერ აწყობილი კომპლექსური სამწვადე კი საერთოდ დიდებულად გამოიყურება.

5. ლამაზი ლითონის მაყალი ნებისმიერი ფორმით შეგიძლიათ ააწყოთ.

შეიძლება თუ არა მყლის დამოუკიდებლად აწყობა?

1. თუ დიდი მოთხოვნილებები არ გაქვთ, ამის გაკეთება რთული არაა.

2. საკმარისია გადაწყვიტოთ, თუ როგორი მაყალი გჭირდებათ. შემდეგ მომავალი კონსტრუქციის მონახაზი გააკეთეთ და საქმეს შეუდექით.

3. თუ საქმეს გულით მოკიდებთ ხელს, ყველაფერი გამოგივათ. მთავარია, გეგმას არ გადაუხვიოთ.

ზოგიერთ მოხერხებულ ადამიანს მაყალის ხისგან დამზადებაც შეუძლია. ამასთან, ასეთი მაყალი თავის ფუნქციას შესანიშნავად ასრულებს. მასალაზე ფიქრიც საჭირო არაა.

მთავარია, შესაწვავად ლითონის საფუძველი უნდა გამოიყენოთ და საჰაეროდ ნახვრეტის გაკეთება არ დაგავიწყდეთ.

მართალია, ასეთი მაყალის გამოყენებას მხოლოდ რამდენჯერმე შეძლებთ. სწორედ ამიტომ, რაღაც ახალი სასწრაფოდ მოიფიქრეთ.

ნებისმიერ შემთხვევაში, კარგად მოიფიქრეთ და გადაწყვიტეთ, თუ როგორი მაყალი გჭირდებათ ნაკვეთზე. შესაძლოა, ჩვეულებრივი სატარებელი მაყალის გამოყენებაზე თანახმა ხართ? იქნება, რაღაც შთამბეჭდავის შექმნა გსურთ?

უამრავი ვარიანტი არსებობს, უბრალოდ აირჩიეთ ის, რომელიც თქვენს სიტუაციას ყველაზე მეტად შეეფერება. ყველაზე მეტად რომელი მოგწონთ ზემოთ ჩამოთვლილი ვარიანტებიდან?