Connect with us

საკითხავი

რისი გაკეთება არ შეიძლება ტაძარში, რომ ღვთის წყალობა არ დაკარგოთ

უმეტესობა ჩვენგანი ტაძარში რეგულარულად არ დადის და იმის მიუხედავად, რომ სწორად მოქცევას ვცდილობთ, მაინც შეცდომებს ვუშვებთ. თან ერთხელ ვიღაცამ საეკლესიო ცრურწმენების შესახებ მიამბო და მას შემდეგ რაიმე ნიშნებს ვერიდები. მაგალითად, ეკლესიაში სანთელი ჩაქრება და იმწამსვე ვფიქრობ, რომ ცუდი ნიშანია.

Alltime-ს რედაქცია გთხოვთ დროზე ადრე არ ინერვიულოთ. დღეს მოგიყვებით, თუ როგორ უნდა მოიქცეთ ტაძარში, რომ ხელი არავის შეუშალოთ და თავადაც კმაყოფილი დარჩეთ. ასევე გეტყვით, როგორ დაანთოთ სანთელი, რადგან სანთლის დაუნთებლად ეკლესიიდან გამოსვლა შეუძლებელია.

სანთელი ეკლესიაში

ეკლესიის სანთლის სიმბოლური სინათლე უნდა აღიქვათ, როგორც რწმენის ნიშანი, რომელიც სიბნელეს ფანტავს. თითოეული სინათლე ვიღაცის ლოცვა, ღვთისადმი მიმართვაა, რომელიც ადამიანმა დატოვა. სინამდვილეში, უფალს სჭირდება არა ეს სანთელი, არამედ ჩვენი კეთილი გული. ამ პატარა ცეცხლს ხომ არა მხოლოდ მისთვის, არამედ ჩვენთვისაც ვანთებთ.

სწორედ ამიტომ, ცრურწმენებზე, თან ტაძარში არასდროს იფიქროთ. მაშინაც კი, თუ ჩაქრა, ეს შეიძლება ცუდი ხარისხის ცვილის ან ორპირი ქარის გამო მოხდა და ბედთან კავშირში არაა. არ იფიქროთ, რომ ღმერთმა ზურგი გაქციათ და ეს ცუდი ნიშანია. სჯობს ერთი სანთელი აიღოთ და მშვიდად დაანთოთ.

აი, რამდენიმე წესი, რომლებიც უნდა დაიცვათ, რომ სანთლის სწორად დანთებასთან დაკავშირებით ეჭვებმა არ შეგაწუხოთ.

სანთელი ტაძარში

1. სანთელი ტაძრის მაღაზიაში უნდა შეიძინოთ. მხოლოდ მათი დანთება შეიძლება, რადგან უკვე სათანადო წესით ნაკურთხია.

2. სანთელი უკვე სხვა ანთებული სანთლიდან უნდა აანთოთ. უბრალოდ პატრუქი ცეცხლთან ახლოს მიიტანეთ, როგორც კი კარგად აინთება, სასანთლეში ჩადეთ.

3. თუ სასანთლეში ბევრი ცარიელი ადგილია, არა კიდეში, არამედ ცენტრთან ახლოს ჩადეთ. ასე სხვებს აალებულ სანთლებს შორის ცარიელი ადგილის ძებნა არ მოუწევთ.

4. სანთლის ასანთით ან სანთებელით ანთება არ ღირს. ასევე კანდელი არ გამოიყენოთ, რომ შემთხვევით არ ჩააქროთ.

5. სანთელი სასანთლეში მხოლოდ ლოცვის წაკითხვის შემდეგ უნდა ჩადოთ. ამის შემდეგ ჯვარი გადაიწერეთ და თაყვანი ეცით.

6. თუ ეკლესიაში წირვა მიმდინარეობს, მის დასრულებას დაელოდეთ და სანთელი მხოლოდ ამის შემდეგ აანთეთ. ეს უთქმელი წესი და კარგი ტონია, მაგრამ თუ ჩქარობთ, შეგიძლიათ დაარღვიოთ, ოღონდ ისე, რომ სხვებს ხელი არ შეუშალოთ.

7. სინამდვილეში მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი ხელით და რა თანმიმდევრობით განათავსებთ სანთელს. ზედმეტად მორწმუნე მრევლმა შეიძლება შენიშვნა მოგცემთ, მაგრამ ამას ყურადღება არ მიაქციოთ.

ეკლესიაში ქცევის წესები

ახლა იმ შეცდომებზე გიამბობთ, რომლებიც შეიძლება ეკლესიაში ყოფნისას გაუცნობიერებლად დაუშვათ. თავდაპირველად, უნდა გახსოვდეთ, რომ ეს წმინდა ადგილია, სადაც ადამიანები ღმერთთან მშვიდად სასაუბროდ მიდიან. სიწყნარესა და სიმშვიდეში. იზრუნეთ იმაზე, რომ სხვებს გონება არ გაუფანტოთ და თავადაც ლოცვისთვის განეწყოთ. აი, კიდევ რამდენიმე რჩევა:

1. არავითარ შემთხვევაში კამათში არ ჩაებათ და ვინმეს შენიშვნა არ მისცეთ. ეკლესია ის ადგილი არაა, სადაც ურთიერთობის გარკვევა ღირს. როგორც მინიმუმ, ეს სალოცავის უპატივცემულობაა.

2. წირვა–ლოცვის დროს ზედმეტი აქტიურობა არ ღირს. მაგალითად, ტაძარში სეირნობა და კითხვების დასმა მათთვის, ვინც სალოცავად მოვიდა. მრევლს ღმერთთან დიალოგში ხელი არ შეუშალოთ.

3. საჭირო არაა, რომ ხატებს ხელით შეეხოთ და მით უმეტეს ტუჩებით. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მოხატულია. იზრუნეთ სალოცავ ხატებზე!

4. უადგილოა ხმაური, ხმამაღალი ლაპარაკი, ზედმეტი ემოციები. ამ ყველაფერმა სხვა შეიძლება გააღიზიანოს და მინიშნება იყოს, რომ ადამიანი ტაძარში არა სალოცავად, არამედ თვალის ასახვევად არის მოსული, რომ სხვების თვალში ღვთისმოსავი გამოჩნდეს.

5. ცუდი ტონია, თუ წირვის დროს სხვებთან ერთად პირჯვრის გადაწერასა და თაყვანისცემაზე უარს იტყვით.

რედაქციისგან

სანთელი ეკლესიაში ჩვენი რწმენის პატარა ალია, ვიღაცის ლოცვა და იმედი, რომ ღირსეულად ცხოვრებისთვის კურთხევას მიიღებს. ყოველთვის დაანთეთ, თუნდაც ეკლესიაში შემთხვევით მოხვდეთ.