Connect with us

ყვავილები

რით სჯობს ნივრის გამოკვება, რომ არ გაყვითლდეს

ბოსტნეულის მწვანილი უკვე ზემოთ იწვერება, ახალგაზრდა სახლის ნიორიც მათ არ ჩამორჩება. ნივრის სარგებლის შესახებ წერა ზედმეტია, ამის შესახებ ყველამ ისედაც კარგად იცის. მისი ნაზი ახალგაზრდა ყლორტები კერძს და პირველ სალათს შესანიშნავად ავსებს, ასევე საგაზაფხულო სურდოს პროფილაქტიკისთვის გამოგადგებათ. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდა ნიორზე ნამდვილი ნადირობა მიდის. სამწუხაროა, როცა მისი ფოთლები გაყვითლებას იწყებს. დღეს გიამბობთ, თუ რით სჯობს ნივრის გამოკვება, რომ ფოთლების გაყვითლებამ არ შეგაწუხოთ.

დიდი ხანია შემჩნეულია, რომ ნიორი ამოდის პირველივე თბილ დღეებში, როცა სითბო ჯერ კიდევ ბუნდოვანია, შემდეგ კი შეიძლება კვლავ ყინვები დაიწყოს. უდაოდ, ეს მცენარისთვის სასარგებლო არაა. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ დაეხმაროთ დასუსტებულ ნიორს გაძლიერებაში.

რით სჯობს ნივრის გამოკვება.

სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებთ, მოდით განვიხილოთ სხვა მიზეზები, რის გამოც ახალგაზრდა ყლორტები ყვითლდება. გაუარესებული ამინდის პირობების გარდა ნივრის ზრდაზე გავლენა შეიძლება იქონიოს მკვებავი ნივთიერებების დეფიციტმა მიწაში და ჟანგბადის არასწორმა ცვლამ ფესვების სისტემაში. თუ ჯიუტად წვიმს ან თოვს, ეს დარგვის დროს მიწაში ჩადებული გამოკვების გამოდევნას ხელს უწყობს. რა უნდა გააკეთოთ?


ნივრის უკეთ გამოკვების ვარიანტები

1. პირველ რიგში, რიგებს შორის მიწა გააფხვიერეთ და თუ ადგილი საშუალებას გაძლევთ, ღეროებს შორისაც. შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტა აზოტის სასუქი. ის ნივრისთვის სასარგებლო იქნება ივნისამდე, როცა ინტენსიური ზრდა დაიწყება.

2. ნიორი სწრაფად რომ გამოკვებოთ, მინერალური სასუქის მცირე პორციები გამოიყენეთ. მაგალითად, ამონიუმის ნიტრატის ან შარდოვანას ხსნარი. საკმარისია, 1 ს/კ 10 ლ წყალში გახსნათ და ნივრის ფოთლები სარწყავიდან მორწყათ.

3. თუ დრო და შთაგონება გაქვთ, ბაბუაწვერას ან ჭინჭრის ნაყენი მოამზადეთ. ითვლება, რომ ისინი ნიადაგს კარგად აცოცხლებენ და მცენარეზე დადებით გავლენას ახდენენ. შეგიძლიათ მორწყათ მცენარის ფოთლები და ფესვების ქვეშ მიწა.


4. შესაძლო სასუქებიდან ორგანული არ გამორიცხოთ. ძროხის ან ჩიტის ნაკელი ბაღ–ბოსტნეულის საქმეში ხშირად გამოიყენება ხსნარის სახით, რომელსაც ფესვების ქვეშ ნიადაგს უმატებენ. ზრდის გაცოცხლება გარანტირებულია.

5. როგორც ვარიანტი, შეგიძლიათ ნიშადურის სპირტი გამოიყენოთ. 2 ს/კ ნიშადურის სპირტი 10 ლ წყალში გახსენით და ნიორი გამოკვებეთ. ითვლება, რომ ეს ფიტოსინთეზს ხელს შეუწყობს, ამასთან ხახვის ბუზებს და სოკოებს დააფრთხობს. სასურველია, მოღრუბლურ ამინდში გამოკვებოთ, რომ ფოთლები არ დაწვათ.

რედაქციის რჩევა: 10 დღის შემდეგ შედეგი უნდა გაამყაროთ და კვლავ გამოკვებოთ. გამოიყენეთ ჩვეულებრივი მინერალური სასუქი, მაგრამ ერთი რამ გაითვალისწინეთ: თუ მშრალი და მზიანი ამინდია, სასუქი გააზავეთ და ყლორტები ხსნარით მორწყეთ. თუ ღრუბლიანი ამინდია და წვიმს, მაშინ სჯობს გრანულები გამოიყენოთ, რომელიც შემდეგ თავისით დაიშლება.


რით სჯობს ნივრის გამოკვება, თავად გადაწყვიტეთ, მთავარია, საქმე თავის ნებაზე არ მიუშვათ. სტატია მეგობრებს გაუზიარეთ, ხოლო კომენტარებში დაგვიწერეთ თქვენი გამოცდილება, როგორ მივიღოთ უხვი მწვანილი.