Connect with us

ყვავილები

რა პირობებში იყვავილებს ნემსიწვერა მთელი ზაფხული უხვად

ბოლო დროს ყვავილების გაზრდამ გამიტაცა და რამდენიმე შესანიშნავ მებაღესაც დავუმეგობრდი. „ნემსიწვერას გაზრდა სახლის პირობებში“ – ინტერნეტ საძიებო სისტემაში ჩავწერე, შედეგად კი გამოცდილი ფლორისტის ბლოგი ვიპოვე, რომელმაც ბევრ რამ მასწავლა.

„რატომ ნემსიწვერა?“ – იკითხავთ თქვენ. უბრალოდ გეტყვით, რომ ამ მშვენიერი ყვავილის გარეშე ჩემი ბინა უბრალოდ ვერ წარმომიდგენია. ბავშობიდან მახსოვს, თუ ბებია სამზარეულოში, ფანჯრის რაფაზე სხვადასხვა ფერის ნემსიწვერას როგორ ზრდიდა. აქ რას არ ნახავდით: ვარდისფერი, წითელი, თეთრი და შინდისფერიც კი!

მართალია, ნემსიწვერა მუდმივად არ ყვავილობდა და მიზეზს მხოლოდ ახლა მივხვდი.

ნემსიწვერას ყვავილობა სახლის პირობებში

დღეს გიამბობთ, თუ როგორ იზრუნოთ ნემსიწვერაზე ისე, რომ ყვავილი პრაქტიკულად მთელი წელი ყვავილობდეს.

მსგავსი რჩევები ბევრ დიასახლისს გამოადგება, რომ ამ მშვენიერი მცენარის ხშირად და დიდებულ ყვავილობას მიაღწიონ.

ნემსიწვერას მოვლა ძალიან მარტივია. მზიან ფანჯრის რაფაზე, 12 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე თითქმის მთელი წელი იყვავილებს. მებაღეები მას უნივერსალურ დეკორატორს უწოდებენ, რადგან მრავალფეროვანი სახეობებით ოთახის, აივნის და კლუმბის დიდებულად გაფორმება შეიძლება. ხანგრძლივი ყვავილობის დროს ყოველთვის ლამაზად გამოიყურება და ამინდის პირობების მიმართ მდგრადია.

ნემსიწვერასთვის უფრო კომფორტულია გვალვა, ვიდრე ჭარბი ტენიანობა, რის გამოც მისი ფესვები ლპება. თუმცა ნიადაგის ძლიერი გამოშრობა ყვავილების დაკარგვას გამოიწვევს. თუ შენობაში თბილა, ყოველდღე მორწყეთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ ნიადაგის ზედა ფენა კარგად გაშრეს.

თუ გაშრობას ვერ ასწრებს, კვირაში 2-3-ჯერ მორწყეთ. ჭარბი მორწყვის ნიშნები იმწამსვე გამოჩნდება: უსიცოცხლო ფოთლები, რომლებიც ზოგჯერ ობით იფარება.

უწყვეტი ყვავილობისთვის გამოცდილ მეთოდს უნდა მიმართოთ – მცენარის გამოკვება. მკაცრი „დიეტა“, როცა მცენარე ხანგრძლივი დროით მკვებავი ნივთიერებების დეფიციტს განიცდის, დაავადებებს იწვევს, რადგან მცენარეს ბრძოლისთვის ძალა უბრალოდ არ ყოფნის.

გამოკვება საფუარით

ყვავილობა პრაქტიკულად მთელი წელი გაგრძელდება, თუ ამ ჯადოსნური ელექსირით გამოკვებავთ.

აი, შემადგენლობა: 2,7 ლ წყალი, 100 გრ საფუარი და ნახევარი ჭიქა შაქარი. სამლიტრიან ქილაში 2,6-2,7 ლ დაყენებული (ქლორის გარეშე) წყალი დაასხით.თბილ წყალში საფუარი გახსენით, შემდეგ ქილაში შაქართან ერთად ჩაამატეთ. ქილას მარლა დააფარეთ და სითბოში გააჩერეთ, დროდადრო შეანჟღრიეთ.

დუღილის პროცესის დამთავრებისას ხსნარი მზად იქნება. ამის შემდეგ 1 ჭიქა ხსნარი 10 ლ წყალში გააზავეთ და ნემსიწვერა კვირაში ერთხელ, თითო ჭიქით მორწყეთ.

ნემსიწვერას სხვადასხვა მინერალური და ორგანული დანამატები ძალიან უყვარს. როცა ნემსიწვერა აქტიური ყვავილობის პერიოდში იმყოფება, წყალს ფოსფორის და კალიუმის დანამატი აუცილებლად უნდა დაუმატოთ. ამ დანამატით ყვავილები ყოველთვის ჯანსაღი და მოვლილი იქნება. ასევე კარგია წყლის და იოდის ნარევი: 1 წვეთი იოდი 1 ლ წყალზე.

ფლორისტები გირჩევენ, რომ ნემსიწვერას ფოთლები ხახვის ფურცლების ხსნარით დანამოთ. ნიადაგში ხახვის ფურცლები სასუქთან ერთად ყოველი მორწყვის დროს დაამატეთ.

როგორც უკვე მიხვდით, სახლის პირობებში ნემსიწვერის აყვავება არც თუ ისე რთულია. გახსოვდეთ, რომ ზამთარსა და ზაფხულში ყვავილის მოვლა ცოტათი განსხვავდება. ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ოთახის ლამაზმანი არ დაღუპოთ.

დედაჩემი ნემსიწვერაზე გიჟდება, ყვავილები სამზარეულოში, სასტუმრო ოთახში და აივანზეც გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ რჩევების დახმარებით მწვანე ლამაზმანები უფრო ხშირად და უხვად აყვავდება!