Connect with us

ტესტები

რა დაინახეთ პირველად? უპასუხეთ და ჩვენ გეტყვით, რა უნდა შეცვალოთ ცხოვრებაში

ყურადღებით დააკვირდით ამ გამოსახულებას. რა დაინახეთ პირველად?

ეცადეთ, ინტუიციურად უპასუხოთ, დაუფიქრებლად. ეს ტესტი განსაზღვრავს, თუ რა უნდა შეცვალოთ ცხოვრებაში.

1. ხე

თუ პირველად ხე დაინახეთ, ეს იმიტომ, რომ ახლა თავს კომფორტულად და დაცულად გრძნობთ. ხე ბუნების ძალას, უსაფრთხოებასა და თავდაჯერებულობას წარმოადგენს. მაშ, რაში გჭირდებათ რამის შეცვლა? რა თქმა უნდა, თუ ამას ახლა კითხულობთ, ესე იგი, თავს არაკომფორტულად გრძნობთ მეტისმეტი სტაბილურობის გამო, რომელიც თქვენს ცხოვრებას ავსებს.

არასდროს გაგიგიათ ფრაზა “ვინც რისკავს, შამპანურს ის სვამს”? დიახ, ყველაფერი წესრიგშია, თუმცა იცით, რომ უფრო მეტის მიღწევა შეიძლება, თქვენ რომ ამისთვის გარისკვისა არ გეშინოდეთ.

შესაძლოა, ეს სამსახურის შეცვლის, სხვა ქალაქში გადასვლის ან ურთიერთობის გაწყვეტის სურვილია, რაც უკვე აღარ გაბედნიერებთ. თუმცა გეშინიათ და გასაგებიცაა: თქვენთვის რთულია კომფორტის ზონის დატოვება. თუმცა, თუ გარისკავთ, მეტს მიიღებთ!

2. ქალი

თუ პირველად ქალი დაინახეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ უფრო ხშირად უნდა მიმართოთ შინაგან სამყაროს. ქალი იოგითაა დაკავებული და ხის პოზაში დგას, რაც წონასწორობის შენარჩუნებაში გვეხმარება. თქვენთვის რთულია ბალანსის დაცვა იმასა, რაც რეალურად გინდათ, და იმას შორის, რაც სხვას უნდა. ასევე, თქვენთვის რთულია პრიორიტეტების განსაზღვრა: შესაძლოა, გრძნობთ, რომ ძალიან ბევრ დროსა და ძალას უთმობთ იმას, რაც ამად არ ღირს.

თქვენ გჭირდებათ შესვენება და დაფიქრება იმის შესახებ, თუ რა არის რეალურად მნიშვნელოვანი.

3. ფესვები

თუ პირველად ხის ფესვები დაინახეთ, ეს იმიტომ, რომ ძალიან ძლიერად ეჭიდებით რაღაცას: ეს შეიძლება იყოს სიტუაცია, რომელიც ტკივილს გაყენებთ, თუმცა მისი გაშვება არ შეგიძლიათ.

დროა გაიგოთ, რომ ერთხელ უნდა გააანალიზოთ წარსული, შეცდომები და ა.შ., შემდეგ კი აღარ დაუბრუნდეთ მას, მხოლოდ წინ იმოძრაოთ.

რაღაც არ მოგწონს? შეცვალე, ხე ხომ არ ხარ?