Connect with us

საკითხავი

რა გავლენას ახდენს საოჯახო საქმეების შესრულება სიცოცხლის ხანგრძლივობაზე

საყოფაცხოვრებო საქმეები ჩვენი ცხოვრების დიდ ნაწილს წარმოადგენს, რომელთა შესრულება რთული სამუშაო დღის შემდეგ ძალიან არ გვინდა. სახლის საქმეების ორგანიზაცია ყოველთვის დასვენების დღეებისთვის გადაგვაქვს და აღიქმება, როგორც დამღლელი პროცესი. ამის ნაცვლად დივანზე წამოწოლა, კარგი ფილმის ყურება და რაღაც გემრიელის ჭამა გვსურს.

სახლის საქმეები

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები სხვადასხვანაირად ისვენებენ, სახლის დალაგება ვინმესთვის მედიტაციის სახე არა მგონია იყოს და სულ ტყუილად. ამერიკელებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელმაც დაამტკიცა, რომ სახლის საქმეების შესრულება სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის. დღეს გიამბობთ, რა გავლენას ახდენს სახლის დალაგება ადამიანზე. ტყუილად არ ამბობენ, რომ დასვენება აქტივობის შეცვლაა, ახლა უკვე მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია.

დალაგება ადამიანში დადებით ემოციას ნაკლებად იწვევს, უფრო პირიქით. თუმცა ის ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და ხანგრძლივად ცხოვრებაში გვეხმარება. საქმე არა მხოლოდ იმაშია, რომ თქვენ მიკრობებს იშორებთ. ამერიკულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც დღეში 30 წუთს მსუბუქ ფიზიკურ დატვირთვას უთმობენ, 39%-ით უფრო დიდხანს ცხოვრობენ.

მკვლევარები ამას იმით ხსნიან, რომ სტრესის დონე სიკვდილიანობასთან პირდაპირ კავშირშია. როცა ადამიანი დალაგებას გაცნობიერებულად გარკვეულ დროს უთმობს და პროცესზე კონცენტრირებული ხდება, სტრესის დონე მცირდება და ყურადღების კონცენტრირება იზრდება. მნიშვნელოვანია ყველაფერი გაცნობიერებულად გააკეთოთ და არა მექანიკურად. ადამიანები, რომლებიც ჭურჭელს კარგად რეცხავენ, 27%-ით უფრო ნაკლებად ნერვიულობენ და 25%-ით უფრო ადვილად შთაგონებულნი ხდებიან.

ეს აღმოჩენა საშუალებას მოგცემთ ყოველდღიურ რუტინას სხვა კუთხიდან შეხედოთ: თუ ჭურჭელს გარეცხავთ, ნივთებს კარადაში დაალაგებთ, ან იატაკს მოწმენდთ, უფრო დიდხანს იცხოვრებთ. ეს საკუთარ ბავშვებსაც უნდა უთხრათ იმის ნაცვლად, რომ ცუდი ქცევის გამო სახლის საქმეების გაკეთებით დასაჯოთ. ასეთი ჩვევა ცხოვრებასაც ახანგრძლივებს და ბავშვში პასუხისმგებლობის გრძნობას, კონცენტრირებას და სისუფთავისადმი სიყვარულს ზრდის.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.