Connect with us

თავის მოვლა

რა არ უნდა გააკეთოთ საყვარელი მამაკაცის დასანახად

ადამიანები ერთმანეთს ეცნობიან, უყვარდებათ, შემდეგ უფრო ახლოვდებიან ერთმანეთს და ბოლოს ერთად ცხოვრებას იწყებენ. რაც არ უნდა ახლო ურთიერთობა გქონდეთ თქვენს საყვარელ ადამიანთან, გარკვეული ქმედებებისგან თავი მაინც უნდა შეიკავოთ! მართალია ყველა თავად არის საკუთარი ცხოვრების მმართველი, მაგრამ ჩვენ მაინც შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც დაგეხმარებიან თქვენს ურთიერთობებს გვერდიდან შეხედოთ.

მიყრილ-მოყრილი ნივთები

ზოგიერთი გოგონა ნივთებს მთელს სახლში ყრის. კარგ ქალბატონს სახლში ყოველთვის წესიგი უნდა ჰქონდეს. ყველა ნივთს თავისი ადგილი აქვს, ეს განსაკუთრებით ჰიგიენის საშუალებებს ეხება. აჯობებს საფენები, თმის მოსაცილებელი საშუალებები და გამონაყარის ლოსიონები თქვენი მამაკაცის თვალს მოარიდოთ.

თავს მოვლის პროცედურები

ყველა მამაკაცი ოცნებობს მოვლილ ქალბატონზე. ეს აბსოლუტურად ნებისმიერ ქალს ეხება – თავს უნდა უვლიდეს ნებისმიერი ქალი! მამაკაცის წინაშე ყოველთვის საუკეთესო ფორმაში უნდა წარსდგეთ. გაითვალისწინეთ, რომ არსებობს თავის მოვლის პროცედურები რომლებიც მამაკაცის თვალს უნდა მოარიდოთ, მაგალითად ფეხებისა და იღლიების პარსვა, ან მუწუკების დამუშავება.

მთელს სახლში მიმოფანტული თმები

ბევრი მამაკაცისგან გვსმენია, რომ ქალთან ცხოვრება მთელს სახლში და ზოგჯერ საჭმელშიც აღმოჩენილ თმებს უდრის! ზოგჯერ ეს ძალიან გამაღიზიანებელია!

ჭუჭყიანი ჭურჭელი

თანაცხოვრებისას, ჭურჭელს ორივე პარტნიორი უნდა რეცხავდეს, თუმცა თუ ჯერ ერთად არ ცხოვრობთ, ან მამაკაცი სახლში ბრუნდება, ეცადეთ სავსე ნიჟარა არ დაახვედროთ. სამზარეულოში არსებულმა უწესრიგობამ შეძლება ნებისმიერი რომანტიკა ძირფესვიანად მოსპოს.

დაივიწყეთ ბილწსიტყვაობა

საყვარელ მამაკაცთან ბილწი სიტყვების წარმოთქმას მოერიდეთ. ქალბატონი თავის აზრებს და გრძნობებს ლამაზი სიტყვებით უნდა გამოხატავდეს.

და ბოლოს – იყავით ისეთი, როგორიც სინამდვილეში ხართ! ყველა ქალი მშვენიერი და განსაკუთრებულია, უბრალოდ საჭიროა იცოდეთ, თუ როგორ წარმოაჩინოთ თავი!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.