Connect with us

ჯანმრთელობა

რატომ ჩნდება თეთრი ლაქები ფრჩილებზე და რა კავშირშია ფრჩხილი ჯანმრთელობასთან

ფრჩხილს ადამიანის ჯანმრთელობაზე ბევრი რამის თქმა შეუძლია, საკმარისია უბრალოდ მის ფორმასა და ფერს შეხედოთ.

ფრჩხილებზე თეთრი ლაქები საკმაოდ ხშირად ჩნდება და ეს საკმაოდ ნორმალურ მოვლენად ითვლება, თუმცა მათი ხშრიად გაჩენის შემთვხევაში აჯობებს თუ ექიმს მიმართავთ. კანი მჭდროდ ეკვრის ფრჩხილს და ერთგვარი ვარდისფერი ეძლევა, მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ფრჩხილის ფენის ქვეშ ცარიელი სივრცე წარმოიქმნება. ის ისე გამოიყურება როგორც თეთრი ზოლი. ლეიკონიქია შემდეგ შემთხვევებში წარმოიქმნება:

  • ფრჩხილის ტრამვა
  • ზოგიერთი ანტიბიოტიკის მიღება
  • მიკროელემენტების დეფიციტი – თუთია, რკინა, კალცი

ფრჩხილზე არსებული თეთრი ლაქები საკმაოდ ხშირი მოვლენაა დარიშხანით ან ტყვიით მოწამვლის დროს.

ყურადღებიან სპეციალისტს ფრჩხილების მიხედვით საკმაოდ დიდი ინფორმაციის მიღება შეუძლია, მაგალითად მაღალი მტვრევადობის შემჩნევისას რჩება შთაბეჭდილება, რომ ადამიანს А და Е ვიტამინი არ ყოფნის. რაც შეეხება ფრჩხილებში არსებულ წერტილოვან ჩაღრმავებებს ისინი ფსორიაზსა და ეგზემაზე მიგვითითებენ.

თუ თითის ბოლოები გასქელებულია, მათ ბარაბანულ ჩხირებს ან ჰიპოკრატეს თითებს უწოდებენ – რადგან ჰიპოკრატემ ირველმა მიაქცია ყურადრება ზოგუერთი პაციენტის გასქელებულ ფალანგებს. ამ სიმპტომის დროს ფრჩხილის ფირფიტა წინ იხრება და საათის შუშას ემსგავსება. ასეთი ფორმა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებებს (ენდოკარდიტი) ან ფილტვის დაავდებებს ახასიათებთ (სიმსივნე, ტუპერკულოზი).

ფრჩხილების მოცისფრო ფერი მიგვანიშნებს, რომ სისხლში ცოტა ჟანგბადია. ასეთი ფილტვის დაავადებების ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს ხდება, ასევე რკინადეფიციტური ანემიისას.

ნებისმიერ შემთხვევაში დიაგნოზის ინტერნეტში წაკიტხული სტატიის მეშვეობით დასმა სწორი არ არის. თუ თქვენს თავს სტატიაში ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმეს შეამჩნევთ უმჯობესია ექიმს მიმართოთ.