Connect with us

ჯანმრთელობა

რატომ უნდა ჩართოთ რაციონში ხახვი

ამ ბოსტნეულის გარეშე ვერ წარმოვიდგენთ მოთუშულ, შემწვარ, გამომცხვარ თუ დაკონსერვებულ კერძებს. დიახ, ხახვი ყველა სამზარეულოში საჭირო პროდუქტია. ერთადერთი მინუსი – უსიამოვნო სუნია, რომლის მოშორებაც რთულია.

ხალხური მედიცინა არ წყვეტს ჩვენს გაოცებას: ხახვი, მიუხედავად დამახასიათებელი სუნისა, ანაცვლებს ტკივილგამაყუჩებელს, ამსუბუქებს გაციების სიმპტომებს და აძლიერებს იმუნუტ სისტემას.

ხახვის სასარგებლო თვისებები

უმი ხახვის ჭამის შემოთავაზება ხუმრობას უფრო ჰგავს, ვიდრე სერიოზულ რჩევას. ჯერ კიდევ ძველი დროიდან, ამ ბოსტნეულს ძალიან აფასებენ და ისინი, ვინც მისი სასარგებლო თვისებების შესახებ იციან, არასდროს უგულებელყოფენ მას.

ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ ხახვის ყველაზე უცნობი თვისებების შესახებ, რომლებიც არამხოლოდ გაციიების დროს გამოგადგებათ.

ძველ ეგვიპტეში, ხახვს “ღარიბების მუშკს” უწოდებდნენ და, ამავე მიზეზით, მონასტრებში აკრძალული იყო. ხახვი, იმ დროისთვის, დღეგრძელობისა და სიძლიერის სიმბოლოდ ითვლებოდა, ამიტომ მას დიდი რაოდენობით მიირთმევდნენ. ვახშამზე ხახვის მირთმევის შემდეგ, მამაკაცები უფრო ალერსიანები, კეთილისმსურველები და აგზნებულები ხდებოდნენ.

ხახვი ხელს უწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა სწორ ცვლას, წმენდს სისხლს, აქვს შარდმდენი თვისებები. იგი შეიცავს კვარცეტინს, რომელიც ონკოლოგიის სამკურნალოდ გამოიყენება. თუ თავი აგტკივდათ, დაყნოსეთ ხახვი – ეს ბევრს ისევე ეხმარება ტკივილგამაყუჩებელი აბების ნაცვლად.

მის შემადგენლობაში ვიტამინების არსებობის წყალობით, ხახვი ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას, თუმცა, იგი უფრო მეტ შაქარს შეიცავს, ვიდრე ვაშლი, ამიტომ არსებობს ხახვის დიეტები გასახდომად. ასეთი დიეტების პირობებია ხახვის სუპის ყოველდღიური მოხმარება. სხვათაშორის, ხახვის კალორიულობა 100 გრამზე 41 კკალ-ს შეადგენს.

ხახვის ნაჭუჭის გადაყრა კი რეკომენდებული არაა – იგი არამხოლოდ კვერცხების შესაღებავად გამოიყენება აღდგომაზე, არამედ იგი კურნავს ანთებას, აქვს ამოსახველებელი თვისება და აძლიერებს თმის ღეროებს.

ხახვის მოხმარების უპირატესობას ფარავს მხოლოდ უსიამოვნო სუნი პირიდან, თუმცა, არსებობს უკუჩვენებებიც. მისი მოხმარებისგან თავი უნდა შეიკავოთ კუჭის წყლულისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემების დროს. ახალი ხახვი, ასევე, არაა რეკომენდებული ალერგიის მქონე ადამიანებისთვის, ფეხმძიმობისა და ბრონქული ასთმის დროს. ხახვის მოხმარება ძილის წინაც არ ღირს, რადგან მას უძილობის გამოწვევა შეუძლია.

დანარჩენ შემთხვევებში, ხახვი ხანდახან მაინც უნდა მიირთვათ უმად – ეს მხოლოდ არგებს თქვენს ჯანმრთელობას. იმის შესახებ, თუ რომელი ხახვია უფრო სასარგებლო, რთულია საუბარი, რადგან ყველა სახეობა თავისებურად სასარგებლოა და საჭიროა თქვენი გემოვნების მიხედვით იმსჯელოთ. მაგალითად, ხახვი-შალოტი უფრო ტკბილია, ხოლო ყვითელი ხახვი – ყველაზე უფრო არომატულია. და მაინც, ყველაზე მეტ სარგებელს უმი ხახვი მოგიტანთ.

თქვენ რამდენად ხშირად მიირთმევთ ამ ბოსტნეულს?