Connect with us

ყვავილები

რატომ უნდა შეინახოთ კარტოფილის ნაფცქვენები?

ბევრმა იცის, რომ კარტოფილი სახამებლის, კალიუმის და სხვა სასარგებლო ნივთიერებების წყაროა. მაგრამ, ყველამ არ იცის, კარტოფილის ნაფცქვენის ეფექტურად გამოყენება შეიძლება და უბრალოდ ყრიან მათ.

ამ სტატიაში ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ, თუ რატომ არ უნდა გადაყაროთ კარტოფილის ნაფცქვენები და რაში უნდა გამოიყენოთ ისინი.

1. კარტოფილის ნაფცქვენი ბაღისა და ბოსტნის საიმედ დაცვას უზრუნველყოფს ყოველგვარი მავნებლებისგან. მათ შორის კოლორადოს ხოჭოს, ლოქორასა და ტკაცუნა ხოჭოებისგან.

2. შეგიძლიათ ეს სასუქი მარწყვისთვის, მოცხარისა და ჟოლოსთვის გამოიყენოთ. მისი წყალობით კენკრა გაცილებით დიდი იზრდება.

3. კარტოფილის ნაფცქვენები ასევე ხილის ხეებისა და ბაღის ყვავილებისთვისაც სასარგებლოა.

4. ეს ბიუჯეტური სასუქი კმბოსტოსა და კიტრის დათესვის დროსაც გამოგადგებათ.

როგორ გამოვიყენოთ კარტოფილის ნაფცქვენი სასუქად

1. გაყინეთ ან ღუმელში გაახმეთ ნაფცქვენები რათა შემოდგომამდე შენახვა შეძლოთ. მოათავსეთ დიდ ჭურჭელში, დაასხით მდუარე და 2-3 დღე გააჩერეთ. მიღებული კარტოფილის ფაფა დასათესი ორმოს ფსკერზე ჩაასხით, დააყარეთ მიწა და დარგეთ ნერგი.

2. წელიწადის თბილ დროს გამომშრალი კარტოფილის ნაფცქვენები კომბოსტოს ქვეშ დაფალით ან მდურაე დაასხით, გააცივეთ და ამ ნაყენით კომბსტო მორწყეთ.

როგორც ხედავთ კარტოფილის ნაფცქვენი შეიძლება უნივერსალურ სასუქად იქცეს. ის არ შეიცავს ხლოვნურ და ქიმიურ დანამატებს და სრულიად ბუნებრივი გზით ზემოქმედებს მიწის ნაყოფიერებაზე.