Connect with us

სახლი და დიზაინი

რატომ უნდა მოკიდოთ ხელი ძველი სკამების გადაკეთებას

რა შეიძლება გააკეთოთ ძველი სკამებით, რომლებმაც აქტუალობა და გარეგნული მხარე დაკარგეს? ზოგი უბრალოდ ყრის და სანაცვლოდ ახალს ყიდულობს. ზოგიც ინტერიერის ნივთებს შეშის ღუმელში აგდებს და გასათბობად იყენებს. ზოგიერთი ადამიანი კი ინტერნეტში განცხადებებს აქვეყნებს და სხვებს სკამებს უფასოდ ჩუქნის.

ამასთან ცოტა თუ უფიქრდება, რომ უსარგებლო სკამები შეიძლება რაღაც განსაკუთრებულად, სრულად უჩვეულოდ გადააკეთოთ. მივანიჭოთ ძველ ნივთებს ახალი სიცოცხლე!

ძველი სკამები

1. სამი სკამი დაგრჩათ, რომლებიც ჯერ კიდევ მყარად არიან? გრძელსკამად გადაკეთება სცადეთ, რომელზეც თბილი საუბრების მოწყობას შეძლებთ.

2. თუ მხოლოდ 2 სკამი გაქვთ, შეგიძლიათ ყვავილების ვაზონებისთვის ლამაზი ადგილი გააკეთოთ.

3. მაშინაც კი, თუ ერთი სკამი დაგრჩათ, რომელსაც ადამიანის გაძლება უკვე აღარ შეუძლია, ეს ნივთი შეგიძლიათ ნაკვეთის გასაფორმებლად გამოიყენოთ.

4. თუ მხოლოდ სკამის საზურგე დარჩა, მისი გადაგდება არ ღირს.

5. სხვადასხვა სკამებიდან ასევე შეგიძლიათ ლამაზი გრძელსკამი გააკეთოთ.

6. უსარგებლო ნივთები შეგიძლიათ ვაზონების დასაკიდად გამოიყენოთ.

7. ყვავილების (ან სხვა მცენარეების) დასაჭერად შეგიძლიათ სკამები გამოიყენოთ.

8. შეგიძლიათ ინტერიერის ლამაზი ელემენტი შექმნათ.

9. მაშინაც კი, მეგობრები ძალიან ძველია, შეგიძლიათ საქმეში ჩართოთ.

10. სკამის გამოყენება სააბაზანო ოთახშიც შეგიძლიათ.

11. სასტუმრო ოთახში ასეთ „თაროებზე“ კი ბევრი საჭირო ნივთის განთავსებას შეძლებთ.

12. ახლა თავის მტვრევა არ მოგიწევთ, თუ ძველი მაღვიძარა სად შეინახოთ.

13. მრავალფეროვანი სკამის საზურგეები შეგიძლიათ საინტერესო ტანსაცმლის საკიდად გამოიყენოთ.

14. შინაური ცხოველისთვის საჭმლისთვის კუთხის მოწყობა გსურთ? მარტივია!

15. არ იცით ფეხსაცმელები სად წაიღოთ? ახლა ფეხსაცმელებს არ დაკარგავთ.

16. საყვარელი სასმელები ყოველთვის ხელთ გექნებათ.

როგორც ხედავთ, ძველი ხის სკამები აუცილებელი არაა გადაყაროთ და შეშად დაჩეხოთ. ამ ავეჯის ნივთებიდან უფრო მეტ სარგებელს მიიღებთ, თუ ცოტა ფანტაზიას და ენთუზიაზმს გამოიყენებთ. ამ ხელნაკეთ ნივთებს შემდეგ დიდი სიამაყით შეხედავთ და სტუმრების წინაშე თავის მოწონებასაც შეძლებთ.