Connect with us

ჯანმრთელობა

რატომ უნდა მიირთვათ ქიშმიშის ნახარში რეგულარულად

ღვიძლი ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა. იგი უამრავ ფუნქციას ასრულებს, რომლებიც პასუხს აგებს ჩვენს ცხოველქმედებაზე. ეს ორგანო მონაწილეობს საჭმლის მონელების, სისხლის მიმოქცევისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე ორგანიზმში. სწორედ ამიტომაა საჭირო ღვიძლზე ზრუნვა, მისი დაცვა დაზიანებისგან და გაწმენდა ტოქსინებისგან.

არსებობს უამრავი ხალხური თუ ფარმაკოლოგიური საშუალება, რომლებსაც ღვიძლის გაწმენდის ფუნქციას მიაწერენ. თუმცა, ამ საშუალებათა უმეტესობას გვერდითი მოვლენები ახასიათებს. დღეს ჩვენ გაგაცნობთ ღვიძლის ტოქსინებისგან გაწმენდის ისეთ საშუალებას, რომელიც მხოლოდ ნატურალურ პროდუქტებს შეიცავს და არავითარი გვერდითი მოვლენა არ ახლავს.

ქიშმიშის სასარგებლო თვისებები

დილით მირთმეული 1 მუჭა ქიშმიში წმენდს ორგანიზმს მავნე ქოლესტერინისგან და დადებითად მოქმედებს გულის ჯანმრთელობაზეც. ეს ჩირი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინსა და მინერალს. გარდა ამისა, ქიშმიში – ანტიოქსიდანტების ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი წყაროა.

ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა ქიშმიშის ნახარშიც. ეს საშუალება გაცილებით მცირე რაოდენობით შაქარს შეიცავს, ვიდრე თვითონ ჩირი. ქიშმიშის ნახარშის მიღება მხოლოდ 4 დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და გაგრძნობინებთ ძალების მოზღვავებას.

ეს საშუალება შეუცვლელია მუცელში სიმძიმის შეგრძნებისა და საჭმლის მტკივნეული მონელების წინააღმდეგ. იმის ხარჯზე, რომ იგი ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას, საკვები უკეთ ნელდება, ხოლო ორგანიზმი მეტ მკვებავ ნივთიერებას ითვისებს.

ასეთი ნახარში ასტიმულირებს იმ ბიოქიმიურ პროცესებსაც, რომლებიც აუცილებელია სისხლის გასაწმენდად, ასევე, აძლიერებს იმუნიტეტს. ქიშმიშისა და მისი ნახარშის მოხმარება კარგი პროფილაქტიკაა გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ღვიძლის დაავადებებისთვის.

როგორ მოვამზადოთ ქიშმიშის ნახარში

ინგრედიენტები

  • 400 მლ წყალი
  • 150 გ ქიშმიში

მომზადება

  1. კარგად გარეცხეთ ქიშმიში.
  2. სუფთა ქვაბში ჩაასხით სასმელი წყალი და აადუღეთ.
  3. ადუღებისთანავე ჩაყარეთ წყალში გარეცხილი ქიშმიში და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 20 წუთით.
  4. შემდეგ გააჩერეთ ნახარში მთელი ღამით. დილით გადაწურეთ და ოდნავ შეათბეთ მოხმარებამდე.

ქიშმიშის შეძენისას ყურადღბა მის ფერსა და ტექსტურაზე გაამახვილეთ. კენკრის ჩირი არ უნდა იყოს ძალიან რბილი ან მაგარი. მოერიდეთ მბრწყინავ ჩირს და შეარჩიეთ მუქი ფერის პროდუქტი.

მიირთვით ეს ნახარში 4 დღის განმავლობაში დილაობით, უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსი შეგიძლიათ თვეში ერთხელ გაიმეოროთ.