Connect with us

ჯანმრთელობა

რატომ უნდა დაიწყოთ კოჭის ჩაის დალევა დღესვე: თავად დარწმუნდით! უდავო მიზეზები

კოჭას თამამად შეიძლება სუპერ პროდუქტი უწოდოთ, რადგან ის იმუნიტეტს აძლიერებს, საჭმლის მონელებას აუმჯობესებს და სხვადასხვა ანთებას აქრობს. ამ მცენარის შემადგენლობაში შედის რამდენიმე ეთერზეთი, რომლებიც განსაკუთრებული არომატის და გემოს მიზეზია: ჯინჯეროლი, ზინგეროლი და შოგოლი.

ამ ზეთებს ძლიერი ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიპარაზიტული თვისებები აქვთ. კოჭის ფესვი ჯანსაღ საჭმლის მონელებას ხელს უწყობს, იმუნიტეტს ზრდის, ასთმას, გულ–სისხლძარღვთა დაავადებებს კურნავს, ტკივილს აქრობს!

კოჭის სასარგებლო თვისებები

  1. თავის ტკივილის, გრიპის, სურდოს და კუნთების ტკივილის დროს ეფექტური საშუალებაა. მასში შემავალი ნივთიერება სხეულის ტკივილს და მტვრევას ამცირებს.
  2. ამ პროდუქტის რეგულარული მიღება იმუნურ სისტემაზე გავლენას ახდენს. მას შედის ბევრი ანტიოქსიდანტი, რომლებიც იმუნიტეტს აძლიერებენ და ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში ეხმარება.
  3. დღეში მხოლოდ ერთი ფინჯანი კოჭის ჩაი ინსულტის რისკს ამცირებს, რადგან ფესვი შლის ცხიმოვან დაგროვებას, რომელიც არტერიებს ბლოკავს.
  4. ასევე კოჭა სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, რაც ჟანგბადის, ასევე სასარგებლო და მკვებავი ნივთიერებების მოძრაობას ხელს უწყობს.
  5. კოჭის ჩაი ვირუსებს კლავს, რაც იწვევს სურდოს, ჰერპესს და გრიპს.

როგორ მოვამზადოთ კოჭის ჩაი

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა წყალი
  • ¼ ჩ/კ დაფქული კოჭა
  • ¼ ჩ/კ დაფქული კურკუმა
  • თაფლი

მომზადება:

წყალი აადუღეთ, კოჭა და კურკუმა დაუმატეთ. აურიეთ და 10 წუთით გააჩერეთ. შემდეგ თაფლი დაუმატეთ. სასმელი მზადაა!

კოჭის გამაოგნებელი თვისებები საკუთარ თავზე გამოცადეთ. ეს პროდუქტი თქვენს განწყობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და ორგანიზმს სხვადასხვა საფრთხესთან ბრძოლაში დაეხმარება, რაც ყოველდღე ელოდება.

სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ!