Connect with us

თავის მოვლა

რატომ უნდა გააკეთოთ კიტრის ნიღბები?

სახის ნიღბები კანის ექსპრეს მოვლისა და დამატებითი სრულყოფილებისთვის საუკეთესო საშუალებაა. ახლა არსებობს უამრავი ნიღაბი ნებისმიერი გემოვნებისა და ჯიბისთვის: დამატენიანებელი, მკვებავი, ანტიასაკობრივი, გამწმენდი, მათეთრებელი და ა.შ. მაგრამ ზაფხული შესანიშნავი დროა, რომ კანზე სახლის პირობებში ნატურალური ინგრედიენტების დახმარებით იზრუნოთ. ნიღბები შეგიძლიათ თუნდაც ყოველდღე გაიკეთოთ, ზედმეტად არ დაიხარჯოთ, მაგრამ დიდებული ეფექტი მიიღოთ. მთავარია იცოდეთ, რა და რას შეურიოთ.

დღეს გიამბობთ, როგორ მოამზადოთ სახის ნიღაბი დატენიანების, გაგრილების, დაჭიმვის და ფერის გამათანარებელი ეფექტით მხოლოდ 2 ჯადოსნური ინგრედიენტის გამოყენებით.

სახის ნიღაბი კიტრით

კიტრი უკვე დიდი ხანია რეკომენდებულია, როგორც შესანიშნავი ლიმფური დრენაჟი, მატონიზირებელი და დამატენიანებელი საშუალება კანისთვის. მის საფუძველზე ბევრ ტონიკს და კრემებს აწარმოებენ. ის მზეზე ყოფნის შემდეგ ამშვიდებს და ათეთრებს. კურკუმასთან ერთად ნამდვილ სასწაულს ახდენს.

კურკუმა წარმოადგენს ძლიერ ინგრედიენტს კანის ტონუსის მხარდასაჭერად და გასაახალგაზრდავებლად. ის შესანიშნავი ანტიოქსიდანტი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა. ასეთი დუეტით კანი დატენიანებული, ბზინვარე და ელასტიკური გახდება. ნიღბის მოსამზადებლად, ½ საშუალო ზომის კიტრის ფაფა და ½ კოვზი დაფქული კურკუმა აურიეთ.

ყველაფერი კარგად აურიეთ. სახე გაიწმინდეთ და ნიღაბი 15-20 წუთით წაისვით. შემდეგ სუფთა, ცივი წყლით ჩამოიბანეთ. თუ თქვენი კანი ძალიან მშრალია, შეგიძლიათ დამატებით დამატენიანებელი კრემი წაისვათ. გაითვალისწინეთ, რომ კურკუმას შეღებვის თვისება აქვს, ამიტომ რაიმე ნაკლებად ღირებული ჩაიცვით და მხრებზე პირსახოცი შემოიხვიეთ. ამავე მიზეზით ნიღაბი სჯობს საღამოს, ძილის წინ გაიკეთოთ, რომ დილით ყვითელი შეფერილობა მოიშოროთ (ძალიან თეთრ კანზე შეიძლება გაჩნდეს).

თუ გარუჯული ხართ, ასეთი ნიღაბი სახის და სხეულის თანაბარი ფერის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, რადგან ხშირად სახის კანი უფრო სწრაფად უფერულდება და ფერმკრთალი ხდება. ეს ნიღაბი კვირაში 3-ჯერ გაიკეთეთ და უკვე ერთ თვეში თქვენი კანი ელასტიკური, სუფთა გახდება. ეფექტს პირველივე გამოყენებაზე დაინახავთ: კანი თითქოსდა ენერგიით დამუხტული, რბილი და დაჭიმულია, მასზე შეხების სურვილი გექნებათ (რაც სასარგებლო არაა).

თუ სტატია მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.