Connect with us

ყვავილები

რატომ ობდება ქოთნის მიწა?

ყვავილების ქოთანში ობი ხშირად ჩნდება, თუმცა პირველად გაჩენისას ის ბევრს შოკავს. ნიადაგზე სოკოს გაჩენას თან უსიამოვნო სუნიც ახლავს. ღია ფერის ობი, მცენარისთვის სახიფათო არ არის, თუმცა ის მიგვანიშნებს, რომ თუ მცენარეს არ მიხედავთ ის ნიადაგის შიგნითაც გავრცელდება. სოკოსთან ბრძოლის ხერხის გასარკვევად, ჯერ მისი გაჩენის მიზეზი უნდა გავარკვიოთ, თუმცა ძირითად მიზეზს მაინც მოვლის წესების დარღვევა წარმოადგენს:

  • მორწყვისას დაშვებული შეცდომები. სითხის სიჭარბის შედეგად ნიადაგი უნდა დანოტივდეს და ჭაობს არ უნდა დაემსგავსოს.
  • დრენაჟის შეცდომით გაკეთება ან მისი არ ქონა. ამ შემთხვევაში, თუნდაც მორწყვის წესებს იცავდეთ, წყალი ფსკერზე დაგროვდება და ეფექტი იგივე იქნება როგორც ჭარბად რწყვის შემთვევაში.
  • ოთახში ჰაერის დაბალი ტემპერატურა. ეს ფაქტორი ობის ზრდას განაპირობებს – თუმცა მხოლოდ არასწორად რწყვის შემთხვევაში. ზოგიერთი მცენარისთვის სიგრილე აუცილებელია და ზამთარში უფრო იშვიათად უნდა მორწყათ. თუ მათ იგივე სიხშირით მორწყავთ როგორც ზაფხულის თვეებში – ცივი წყლისა და გრილი ჰაერის კომბინაცია ცუდ შედეგებს გამოიღებს.
  • მომატებული ტენიანობა. ეს პრობლემა სოკოს გაჩენას მაღალი ტემპერატურის შემხთვევაში იწვევს, თუმცა ზოგჯერ ოთახის ნორმალური ტემპერატურის შემთხვევაშიც – ნიადაგის მჟავიანობა მაღლა იწევს და ობის გაჩენისთვის ესეც ქმნის გარემოს.
  • მცენარის დაავადებულ ნიადაგთან ერთად შეძენა. ზოგჯერ გამყიდველები ქოთნიდან ნიადაგის ზედა, ობიან ნაწილს აშორებენ და ზემოდან ახალ მიწას აყრიან, თუმცა ობის ნარჩენ მიწაში რჩება და დროდადრო ახალ მიწასაც აავადებს.
  • ობის და სოკოს გამო მცენარე ნორმალურად ვერარ ვითარდება. გარდა ამისა, ობი სახიფათოა ბინაში მაცხოვრებლებისთვისაც. როგორ ვერძოლოთ ყვავილი ქოთანშ გაჩენილ ობს?
  • თუ გრუნტის მთლიანად შეცვლის საშუალება გაქვთ, ნუ დაიზარებთ. მცენარის ფესვები აუცილებლად დაამშავეთ მანგანუმის მსუბუქი ხსნარით. თუ მიწის მთლიანად გამოცვლის საშუალება არ გაქვთ – მიწის ზედა ნაწილი მოხსენით და ახალით ჩაანაცვლეთ. გამოცვლის შემდეგ, მიწა “ფუნდაზოლის” სნარით მორწყეთ (2 გრამი – 2 ლიტრზე). თუ საქმე ძალიან რთულადაა – მცენარე ნიადაგიდან ამოიღეთ და მიწა ქურაში გააცხელეთ, შემდეგ მანგანუმის მსუბუქი ხსნარით დაამუშავეთ.

შემოდგომაზე როდესაც გათბობა ჯერ ჩართული არ გაქვთ, ბინაში კი გრილა და ნესტია – მორწყვა შეზღუდეთ. წყალში პერმანგანატის კალიუმი ჩაამატეთ, ისე რომ მსუბუქად ვარდისფერი სითხე მიიღოთ. მებაღეების თქმით, კარგად მუშაობს ხალხური მეთოდი: წვრილ ნაჭრებად დაჭერით ნიორი და რამდენიმე მათგანი მიწაში ჩაარჭეთ, ღეროდან ოდნავ მოშორებით. მცენარე მორწყეთ, ნიადაგის გაშრობის შემდეგ კი ნიორი ამოაძრეთ და გადაყარეთ. პროცედურა სახიფათო პერიოდის განმალოაბში ხშირად იმეორეთ.

გააანალიზეთ ობის გაჩენის შესაძლო მიზეზები და ეცადეთ დაშვებული შეცდომების გამეორება აუცილებლად გამორიცხოთ. ახალი ყვავილების შეძენისას ეცადეთ შეძლებისდაგვარად სწრაფად შეუცვალოთ ნიადაგი და სანდო ადგილებში შეძენილი მიწით ჩაანაცვლოთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.