Connect with us

სხვა

რატომ იღიმიან იაპონელები დარდის დასაფარად

გეოგრაფიული და სხვა განსაკუთრებულობების გამო იაპონია დიდი დროის მანძილზე იყო იზოლირებული დანარჩენი სამყაროსგან, ამან დიდი გავლენა მოახდინა მათ ცხოვრების წესზე, კულტურასა და მსოფლმხედველობაზე. ამ ცვლილებებმა გავლენა მათ ანდაზებზეც მოახდინა. ამ სტატიაში იაპონელების კულტურასა და მათ ბრძნულ გამონათქვამებს გავეცნობით.

უბრალო ანდაზები

1. “წამსვლელს ნუ შეაჩერებთ და მომსვლელს ნუ შეაფერხებთ”

2. “ჩვეულებრივი ადამიანების გარეშე – არც არაჩვეულებრივი ადამიანები იარსებებდნენ”

3. ” სწრაფად- იგივეა რაც ნელა, მაგრამ გაჩერების გარეშე”

4. “დაუთმეთ გზა სულელებსა და იდიოტებს”

5. “კარგ კაცტან მტრობა ჯობს, ცუდთან მეგობრობას”

6. “აღმასვლის მსურველი – კიბესაც თავად მოიგონებს”

7. “ცოლ-ქმარი თვალებსა და ხელებს გვანან. როდესაც ხელებს ტკივა, თვალები ტირიან, ხოლო როდესაც თვალები ტირიან – ხელები ცრემლს წმენდენ”

8. ” ყველაზე შორეული გზაც კი, უალოესი გზიდან იწყება”

9. “მზე ვერ ცნობს მართლებსა და დამნაშავეებს. მზე არ ცდილობს ვინმეს გათბობას. ყველა ვინც საკუტარ თავს პოულობს და ფლობს – მზეს გავს”

10. “ზღვა იმიტომ არის დიდი, რომ მცირე მდინარეებსაც არ უკადრისობს.

11. “მიზეზისა და პლასტირის მიკვრა ყველგან შიეძლება”

12. “ღვინის მსმელმა არ იცის, რას ვნებს ღვინო, ის ვინც არ სვამს – არ იცის რისთვის არის ის მარგებელი.

13. “საწოლში წოლის დროს ვერავინ წაბორძიკდება”

14. “თუ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, მასზე ნერვიულობა არ ღირს. თუ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია – მასზე ნერვიულობას აზრი არ აქვს”

15. “განუზომელი გულწრფელობა – სისულელეს უდრის”

რატომ უნდა იღიმოდეთ ხშირად:

16. “სახლში სადაც იცინიან, აუცილებლად მივა ბედნიერება”

17. “შვიდჯერ გადაამოწმე სანამ ადამიანში დაეჭვდები”

18. “გააკეთე ყველაფერი რაც თქვენს შესაძლებლობებშია და მხოლოდ შემდეგ მიენდე ბედს”

19. “გადაწყვეტილების მიღებამდე – კარგად დაფიქრდი, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კი აღარ იფიქრო”

20. “დასვით შეკითხვა – შეგრცხვებათ ერთხელ, არ ცოდნა კი მთელი ცხოვრების სირცხვილია”

21. “ცუდი ხელოსნის ხელით, უნაკლო ვაზა არასდროს დამზადებულა”

22. “სადაც ძალა ბატონობს, იქ სამართალი უძლურია”

23. “ღრმა მდინარე – უხმაუროდ მიედინება”

24. “ისეც ხდება, რომ ფოთოლი იძირება, ქვა კი მიცურავს”

25. ცივი ჩაისა და ცივი ბრინჯის ატანა შეიძლება. ცივი სიტყვებისა და ცივი მზერის ატანა კი გაუსაძლისია”

ცხოვრების სტილის უბრალოება, ბუნების სიყვარული და სხვა ადამიანების პატივისცემა – ამ სიტყვებით საშუალო სტატისტიკური იაპონელის აღწერა შეიძლება. წარსულისა და მომავლის ქვეყანა. გასაოცარი არ არის, რომ აქ ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს უძველესი ტაძრები და სუპერ თანამედროვე ცატამბჯენები.