Connect with us

ყვავილები

რატომ იტანჯება ლიმონის ხე: 5 მნიშვნელოვანი ნიუანსი აყვავებული ზურმუხტისფერი გვირგვინისთვის

ოთახის ლიმონის ხე აყვავებული ზურმუხტისფერი ფოთლებით და კაშკაშა ნაყოფით ნებისმიერი მებაღის ოცნებაა. თუმცა ყველა ამ ოცნების ასრულებას ვერ ახერხებს. რაღაც მომენტში მცენარე, რომელსაც ზრუნვას არ აკლებდნენ, მწვანე მასას აქტიურად იმატებდა და პერიოდულად ყვაოდა, გაყვითლებული ფოთლების ცვენას იწყებს.

პრობლემას შეიძლება რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს. დღეს ყველაზე გავრცელებულ მიზეზებზე გიამბობთ და დაზიანებული მცენარის აღდგენაში დაგეხმარებით.

რატომ ხმება ლიმონის ფოთლები

შეუსაბამო წყალი

ონკანის წყლით მცენარის მორწყვა ნიადაგში მინერალური ნივთიერებების ბალანსის დარღვევას იწვევს. ონკანის წყალი ბევრ ქლორს და ფთორს შეიცავს, რომელიც არა მხოლოდ ლიმონს, არამედ სხვა ოთახის მცენარესაც აზიანებს. შედეგად, ფოთლები ყვითლდება, მათი ყუნწები ხმება და ლპება.

მოსარწყავად უფრო რბილი, გაფილტრული ან დაყენებული წყალი გამოიყენეთ.

მორწყვის არასწორი რეჟიმი

მიუხედავად იმისა, რომ ლიმონი სუბტროპიკიდან მოდის, ამ მცენარისთვის ჭარბი მორწყვა არასასურველია. წყლით გაჟღენთილი სუბსტრატი კომპაქტური ხდება, შედეგად კი ფესვების სისტემას სასარგებლო ნივთიერებების შეწოვა უჭირს. გარდა ამისა, ნიადაგში ჰაერის მოძრაობა ირღვევა, ფესვები შეიძლება დალპეს.

მორწყვებს შორის შუალედში ნიადაგის ტენიანობა შეამოწმეთ. თითი ერთი სანტიმეტრით ნიადაგში ჩადეთ: თუ ამ სიღრმეზე ნიადაგი ოდნავ სველია, მცენარე მეორე დღეს მორწყეთ. ნიადაგი რეგულარულად გააფხვიერეთ.

არასაკმარისი მორწყვა

გამომშრალი ნიადაგი ლიმონს ისევე აზიანებს, როგორც ზედმეტად წყლით გაჟღენთილი ნიადაგი. ფოთლები სწრაფად ჭკნება, სიკაშკაშეს კარგავს და იხვევა. მცენარის აღსადგენად ლიმონის ხე წყლის მცირე პორციებით ყოველ 2-3 საათში მორწყეთ.

მშრალი ჰაერი შენობაში

ამ მიზეზით ცენტრალური გათბობის პერიოდში უამრავი დეკორატიულ-ფოთლოვანი ოთახის მცენარე ზიანდება. ყოველდღიურად მცენარე დანამეთ, ხოლო მცენარის გვერდით წყლით სავსე ჭურჭელი დადეთ.

მავნებლები

მცენარის ღეროები და ფოთლები კარგად დაათვალიერეთ. თეთრი ნადები და რთულად შესამჩნევი ობობის ქსელი ფოთლების შიდა მხარეს ობობის ტკიპით დაზიანებაზე საუბრობს, რომელიც მშრალი ჰაერის პირობებში თავს შესანიშნავად გრძნობს. წებოვანი ნადები, მცირე ყავისფერი ლაქები ფოთლებსა და ღეროებზე ფარიანებზე საუბრობს.

სპეციალურ მაღაზიებში ინსექტიციდები შეიძინეთ და მცენარე ამით დაამუშავეთ. სიფრთხილის ზომები დაიცავით! ლიმონის ნაყოფი, თუ დამუშავების დროს ხეზე იყო, დამუშავების შემდეგ საკვებად ვარგისი აღარაა!

დაე, ოთახის მცენარემ თავისი მდიდარი ფოთლებით და უხვი ყვავილობით რაც შეიძლება დიდხანს გაგახაროთ.