ჰოროსკოპი
რატომ იკარგება და ტყდება ნივთები თქვენს სახლში
აბსოლუტურად ნებისმიერი ნივთი შეიძლება გატყდეს და დაიკარგოს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ამაში არაფერია მისტიკური. ზოგჯერ ნივთები ისეთი სიხშირით იკარგება ან ტყდება, რომ უნებლიეთ არაამქვეყნიური ძალების გავლენაზე ფიქრობთ.
თქვენ შეიძლება გასაღების დაკარგვას ან გატეხილ თეფშს ყურადღება არ მიაქციოთ, მაგრამ როცა ყოველდღე ჭურჭელი ტყდება, ნათურა ხურდება, შპალერი ძვრება, ნივთები უკვალოდ ქრება და შემდეგ ყველაზე მოულოდნელ ადგილებში ჩნდება, რაღაც უნდა მოიმოქმედოთ.
ცხოვრება გვიჩვენებს, რომ სახლში ქაოსის მიზეზი შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგალითად, ბიოენერგეტიკა, რელიგია, ფენშუი ან ფსიქოლოოგია. Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ერთად გავარკვიოთ, უსიამოვნო მოვლენის მიზეზები. ასევე გთავაზობთ პრაქტიკულ რჩევებს სიტუაციის გამოსასწორებლად.
ენერგეტიკული მიზეზები
ხშირად სახლში ქაოსს დაგროვებული უარყოფითი ენერგია იწვევს. ეს შეიძლება იმის გამო ხდება, რომ სახლში ძლიერი ენერგეტიკული ვამპირი ცხოვრობს ან ნეგატიური განწყობის ხალხი ხშირად გსტუმრობთ. შესაძლოა, სახლში ვამპირი ნივთები გაქვთ ან ბინა ხარახურით სავსეა, რომელიც მუდმივად ნეგატივს იზიდავს. თუ პრობლემის მიზეზი ესაა, პრობლემას ენერგეტიკული წმენდით მოაგვარებთ.
სახლის ენერგეტიკული გაწმენდა კლებად მთვარეზე დაიწყეთ. გენერალურად დაალაგეთ, უსარგებლო ხარახურა და დაგროვებული მტვერი მოიშორეთ. ძველი ნივთები, რომლებიც მომავალში შეიძლება გამოგადგეთ, სახლიდან გაიტანეთ ან გაჭირვებულებს მიეცით. ცხოვრება აჩვენებს, რომ თქვენ მათ აღარასდროს გამოიყენებთ.
სახლის გენერალური დალაგების შემდეგ ეკლესიაში ნაყიდი სანთელი აიღეთ, დაანთეთ და ყველა ოთახი მოატარეთ, არც ერთი კუთხე არ გამოგრჩეთ. სანთლის ალს ყურადღება მიაქციეთ. თუ სანთელი იბოლება და ტკაცუნობს, ბინაში ბევრი ნეგატივია დაგროვებული და რიტუალის განმეორება მოგიწევთ, შესაძლოა არა ერთხელ. როცა სანთელი თანაბარი ალით იწვის, არ იბოლება და არ ტკაცუნობს, იცოდეთ, სახლში თქვენი ენერგეტიკა სუფთა გახდა.
ფსიქოლოგიური მიზეზები
აზრები მატერიალურია, ანუ თქვენმა დეპრესიულმა მდგომარეობამ შეიძლება სახლში სხვადასხვა ნივთის დაკარგვა ან გატეხვა გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში მიზეზი არა მისტიკური, არამედ ყოველდღიურია.
თუ ადამიანი დეპრესიაშია, მძიმე ფიქრები აწუხებს, სახლში ყოველდღე სკანდალები იმართება, იმდენად ეფლობა საკუთარ ფიქრებში, რომ ვერ ამჩნევს, სად დებს ნივთებს, მუდმივად მათ კარგავს. უფრო მეტიც, უყურადღებო და მიმართულების არმქონეა, ანუ მუდმივად რაღაცას ედება ან ეხება, ნივთებს ტეხს ან ამისთვის წინაპირობას ქმნის.
ამ შემთხვევაში საჭიროა ფსიქოლოგის დახმარება. სპეციალისტები გირჩევენ, ნეგატივის მიზეზები გაარკვიოთ და შესაძლებლობის მიხედვით აღმოფხვრათ. გარდა ამისა, ყოველთვის პოზიტივზე უნდა განეწყოთ, სასიამოვნო ნივთებზე იფიქროთ და დრო საყვარელი ჰობისთვის გამონახოთ. პოზიტიური განწყობა და კონფლიქტის არქონა სულიერი წონასწორობის აღდგენაში დაგეხმარებათ, რის შემდეგ სახლში სიტუაცია აღარ შეგაწუხებთ.
ეკლესიის განმარტება
ეკლესიის მსახურებს სახლში ნივთების მუდმივად ტეხვასთან და დაკარგვასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება აქვს. მათი აზრით, ეს ეშმაკია, რომელსაც შეუძლია იმ ადამიანების გვერდით ცხოვრება, ვინც მუდმივად მხოლოდ მატერიალურ ასპექტებზე ფიქრობს და სულიერი მხარეები ავიწყდება.
თუ ადამიანმა უფალი დაივიწყა, მას დაშორდა და საკუთარ სულზე ზრუნვა შეწყვიტა, მაშინ მის სახლში შეიძლება ეშმაკი დაბუდდეს. ეშმაკისთვის მშვიდ, მყუდრო სახლში ნამდვილი ქაოსის მოწყობა ჩვეულებრივი რამაა. მდგომარეობის გამოსასწორებლად ადამიანი ეკლესიაში უნდა მივიდეს და ამის შესახებ მამაოს გულწრფელად დაელაპარაკოს.
მისტიკური მიზეზები
გამორიცხული არაა, რომ ნივთების დაკარგვის ან გატეხვის მიზეზი „სახლის სული“ (იგივე „დამავოი“). ასეთი რამ ხშირად ხდება. ადამიანები, რომლებიც მუდმივად სკანდალებს აწყობენ, სახლის სულის სიმშვიდეს არღვევენ და საკუთარ სახლზე არ ზრუნავენ, მას უსარგებლო ნივთების საწყობად აქცევენ. ასე შეიძლება სახლის სული გააბრაზოთ. ამ შემთხვევაში ბევრი ტანჯვა და ტირილი მოგიწევთ, როცა მორიგ ნივთს დაკარგავთ ან გატეხავთ.
ამ სიტუაციაში გირჩევენ, რომ სახლზე იზრუნოთ, ქონებას გაუფრთხილდეთ და ოჯახის წევრებს ნაკლებად ეჩხუბოთ. საღამოობით სანთელი აანთეთ, სამზარეულოში, მაგიდის პირას კი სახლის სულს პურის ნაჭერი დაუტოვეთ. უფრო მეტიც, სახლის სულს კეთილგანწყობის მოპოვების შემდეგ შეგიძლიათ შინაურული პრობლემების მოგვარებაში დახმარება სთხოვოთ.
საინტერესო ფაქტები, რაც ნივთების დაკარგვას ან გატეხვას უკავშირდება
სახლში ნივთების დაკარგვა ან გატეხვა შეიძლება ნეგატიური ხალხის გამო ხდებოდეს. მაგალითად, თუ ხშირად გსტუმრობთ მეზობელი, რომელიც თავს მეგობრად ასაღებს, მაგრამ სინამდვილეში თქვენი შურს და არ უყვარხართ, მისი წასვლის შემდეგ დიდი ალბათობით ნივთები გატყდება. ასეთი არაგულწრფელობის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა ტექნიკა, ამიტომ შეგიძლიათ ელექტრომოწყობილობის და კომპიუტერის დაზიანებას ელოდოთ.
სცადეთ, სხვებთან რთულ ტექნიკაზე ნაკლებად იტრაბახოთ. რაც უფრო რთულია მოწყობილობა, მით უფრო ადვილია თვალისცემა. ამ რჩევის უგულებელყოფის შემდეგ არ გაგიკვირდეთ, რომ უახლესი ტექნიკა მეორე დღეს მწყობრიდან გამოვიდა.
ის, რომ სახლში უცნაური რამ ხდება, მაგალითად, ტექნიკა ზიანდება და ნივთები იკარგება, ამაზე შემოსასვლელი კარი მიგანიშნებთ. თუ საკეტი გატეხილია, ცუდად იკეტება, კრაჭუნობს, გამოდის სახლში ნეგატივია დაგროვებული. ეს უსიამოვნო შემთხვევების მიზეზი ხდება.
ხალხური ცრურწმენა ნივთების დაკარგვასა და გატეხვაზე
თუ სახლში მილები ჟონავს ან ონკანიდან წყალი წვეთავს, დიდი ალბათობით, ფინანსური პრობლემები გაქვთ. დაფიქრდით, რამდენად რაციონალურად ხარჯავთ ფულს და სად სჯობს დაზოგვა. შესაძლოა, ბევრი ფული გაქვთ, მაგრამ ამით სიამოვნებას ვერ იღებთ, რადგან არასწორად ხარჯავთ. ფულის ნაკადი საჭირო რელსებზე გადაიყვანეთ, საშუალება ბიზნესში ჩადეთ ან ქველმოქმედებაში დახარჯეთ. ასევე წყლის სისტემა მოაწესრიგეთ.
თუ საჭირო ნივთებს (თმის სამაგრი, გასაღები, წინდა, ქუდი) ხშირად კარგავთ, სავარაუდოდ, ისე იქცევით, როგორც ეგოისტი, საკუთარ სურვილებს და მოთხოვნებს პირველ ადგილზე აყენებთ. ამასთან ზარმაცი ხართ და პასუხისმგებლობა სხვებზე გადაგაქვთ.
გატეხილი ან დაბზარული ჭურჭელი, ასევე ბზარები მონიტორსა და სარკეზე ამბობს, რომ სახლში სერიოზული კონფლიქტი მწიფდება. თუ გაფუჭებულ ნივთს დროულად არ მოიშორებთ, კამათი შეიძლება ურთიერთობის დაშლით დასრულდეს.
ელექტრომოწყობილობების მუდმივი დაზიანება, ნათურების ხშირად გადაწვა მიუთითებს, რომ ადამიანები წარსულიდან ცუდს გისურვებენ. თქვენი ბედნიერება მათ მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ აძლევთ.
სახლში ნივთების ხშირი გატეხვა „დანაგვიანებულ“ ურთიერთობაზე საუბრობს. ერთმანეთის მიმართ ნაკლები პატივისცემა და ბევრი წყენა დარჩა.
ნივთების მუდმივად დაკარგვა სტაგნაციაზე საუბრობს. სიგნალია, რომ ყველაფერ ძველსა და უსარგებლოზე უარი უნდა თქვათ და ადგილი ახალს, საინტერესოს და ნამდვილად სასურველს დაუთმოთ.
თავს გაუფრთხილდით!