Connect with us

ყვავილები

რატომ არ ჭირდებათ ვარდებს მორწყვა გაზაფხულზე

მებაღეების უმეტესობა ვარდის ბუჩქის ყინვისგან დაცვას ნახერხითა და აგრო-ბოჭკოთი ცდილობს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია შეფუთული მცენარის გამოზამთრების შემდეგ – სიგრილესთან შეგუება.

იმისთვის, რომ ლამაზმა ვარდებმა თვალი და გული გაგიხაროთ, მათ შესაბამისად უნდა მოუაროტ, ამსტატიაში შევცდებით საკმარისი ინფორმაცია გადმოგცეთ, ვარდების გაზაფხულზე მოვლის წესების შესახებ.

1. ვარდების მოვლა ადრეულ გაზაფხულზე საფარის მოხსნით უნდა დაიწყოთ. არ ღირს ამის გადადება, რადგან ბუჩქის დაცვის ქვეშ ხანგრძლივად ყოფნამ შეიძლება ბაქტერიების გამრავლებას შეუწყოს ხელი

2. ასევე გახსოვდეთ, რომ დაცვა დემპერატურის პლუსში სტაბილურად გადასვლის შემდეგ უნდა მოხდეს! ღამის მსუბუქ ყინვებს მცენარე კარგად გაუძლებს, მაგრამ საფარის სრულად მოხსნამდე აუცილებლად გაითვალისწინეთ, თქვენი რეგიონის კლიმატიც!

3. აგრობოჭკოს მოხსნა ნაწილ-ნაწილ უნდა მოხდეს. ვარდი რამდენიმე დრეში მიეჩვევა ახალ ტემპერატურას და შეგიძლიათ საფარი სრულად მოხსნათ.

4. აუცილებლად დაუჩრდილეთ ბუჩქებს. თავიდან ვარდისთვის სასიამოვნო და სასარგებლოა რ იქნება პირდაპირ მზის მწველი სხივების ქვეშ მოხვედრა. დააყენეთ მზისგან დამცავი ეკრანები სანამ მიწა სრულად არ გალღვება და ფესვები ნიადაგიდან საკვების სრულფასოვნად მირებას არ დაიწყებენ.

5. საგაზაფხულო სხვლაც აუცილებელი დეტალია ვარდის მოვლისთვის. მას შემდეგ რაც დამცველ მასალას სრულად მოხსნით 1 კვირა მოიცადეთ და გასხვლასაც შეუდექით. ყურადღებით დაათვალიერეთ ბუჩქი და მოაცილეთ სუსტი და მშრალი წანაზარდები, ასევე ისინი რომლებიც შიგნიდან იზრდებიან!

6. კარგად გაანოყიერეთ ნიადაგი სასუქით. არ დაგავიწყდეთ, რომ ვარდს ხშირად მორწყვე აარ ჭირდება. კვირაში ერთხელ სრულიად საკმარისია.

პრეტენზიული ვარდი ძალიან ლამაზი მცენარეა და თქვენი შრომის საპასუხოდ ის ულამაზესი ყვავილებით გაგახარებთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.