Connect with us

ჯანმრთელობა

რატომ არ უნდა გამოვხატოთ ემოციები ტოქსიკური კონტაქტისას

არავითარ შემთხვევაში გამოხატოთ ემოციები თუ საქმე ენერგო ვამპირთან გაქვთ და ტოქსიკურ ურთიერთობაში აღმოჩნდით. რეაგირება მნიშვნელოვანი და აუცილებელია, თავდაცვა გარდაუვალი, ემოციები კი უნდა დამალოთ, რადგან ენერგო ვამპირები ემოციებით იკვებებიან, ემოციები მათი საზრდოა, სწორედ ამის გამო გესხმით ის თავს.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე – შეინარჩუნეთ ენერგია

ჩვენ ემოციების გაცვლა-გამოცვლას ვახდენთ, თუნდაც არაცნობიერ დონეზე, სწორედ ამაზეა დაფუძნებული ურთიერთობები.

ნამდვილი ურთიერთობა ემოციურ კონტაქტზეა დაფუძნებული. ერთ-ერთმა პროფესორმა ფსიქოთერაპევტმა თქვა, რომ მიღებებზე იმდენად იღლებოდა – ნევროზითაც დაავადდა, დაიწყო დამამშვიდებელი წამლების სმა – რომლებმაც მალე უშველეს, პროფესორი დამშვიდდა, დაიწყო კარგად კვება და ძილი, აღარც პაციენტების მონათხრობზე რეაგირებდა ზედმეტად, იჯდა თავისთვის, უსმენდა და აძლევდა რეკომენდაციებს…

თუმცა პაციენტებმა მასთან სიარული შეწყვიტეს – ადამიანები არაჩვეულებრივად გრძნობენ ემოციებს. თუ ემოციები არ არის, ესეიგი ეფექტიც არ არის. რატომ უნდა იარო მიღებაზე, თუ ექიმს ენერგია არ აქვს?! ემოცია არ აქვს – არ აქვს ენერგია – არ არის საშველი – ადამიანი ვერაფერს იღებს, უბრალოდ ფულს და დროს ხარჯავს, რადგან ხშირ შემთხვევაში სწორედ ექიმის დადებითი ემოციები გვკურნავენ და არა მათი რეკომენდაციები.

ფსიქოლოგი როჯერსი ბევრ სერიოზული დარღვევეის მქონე ბავშვს დაეხმარა ყოველგვარი საუბრის გარეშე. როჯერსი უბრალოდ იჯდა და აკვირდებოდა ბავშვების თამაშს. კეთილგანწყობილად აკვირდებოდა, ემოციურად ერთვებოდა, უჩვენებდა ინტერესს და კეთილგანწყობას. ის მათ ემოციებს და ყურადრებას უნაწილებდა, თუნდაც ჩუმად მაგრამ, გულწრფელად. ბავშვები კი სულ უფრო და უფრო უკეთ გრძნობდნენ თავს. ეს კი ნორმალურია.

ჩვენ ცხოვრების მანძილზე ძალიან ბევრ ემოციას გავცემთ და ვიღებთ თვითნებურად. ხოლო ენერგო ვამპირები კი გვპარავენ მათ და ხარბად იკვებებიან ჩვენი ემოციებით.

ამიტომ უნდა შეინარჩუნოთ სიმშვიდე და უშიშრობა, უნდა უპასუხოთ გაყინული ხმით, მოკლედ და კონკრეტულად, ყოველგვარი ემოციების გარეშე, ან საერთოდ არ უპასუხოთ, წახვიდეთ და დატოვოთ “მშიერი” და განიარაღებული. დაე, ენერგიის სხვა გზით მოპოვება ისწვალოს!

შეინარჩუნეთ სიმშვიდე – შეინარჩუნეთ ენერგია. ენერგია – ეს არის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რომელიც ძალიან გვჭრდება!