Connect with us

ჯანმრთელობა

რატომ არ უნდა გავაზავოთ თაფლი ცხელ წყალში…

როგორც აღმოჩნდა არავითად შემთხვევაში არ შეიძლება თაფლის ცხელ ჩაისთან ერთად მიღება, რადგან ცხელ წყალში თაფლი კანცეროგენად იქცევა და შეიძლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სერიოზული ანთება გამოიწვიოს.

ბავშვობიდან ყველა შევეჩიეთ, რომ გაციებას ცხელი ჩაით, ლიმონით და თაფლით უნდა ვუშველოთ. მეც, შემოდგომაზე გაციებისას გადავწყვიტე თაფლით მემკურნალა.

მოვადუღე ჩაი და ჩავაგდე ლიმონის ნაჭერი, ჩავასხი სუფრის კოვზი თაფლი. დასაწყისში გემო მესიამოვნა, თუმცა შემდეგ გულისრევის შეგრძნება ვიგრძენი. შემდეგ სიცხემაც ამიწია, მთელი ღამე ასე გავატარე. ინტერნეტში მოვძებნე ჩემი სიმპტომები და საინტერესეო ვერაფერი ვიპოვე. დავურეკე მეგობარ ექიმს, დავიწყეთ გარკვევა თუ რა ვჭამე დღის მანძილზე ან რაიმე ინფექცია ხომ არ მაქვს, მაგრამ, როდესაც თაფლი ვახსენე ექიმმა მაშინვე მითხრა, რომ მისი ცხელ წყალთან ერთად მიღება კატეგორიულად არ შეიძლება, რომ ცხელ წყალში თაფლის გამოყენებამ შესაძლოა სერიოზული მოწამვლა გამოიწვიოს!

როგორც აღმოჩნდა გაციების დროს თაფლის მიღება მხოლოდ კოვზიდან შეიძლება, თბილი ჩაი კი უბრალოდ უნდა მივაყოლოთ. არ შეიძლება თაფლის ცხელ ან მდუღარე წყალში გახსნა. საქმე იმაშია, რომ თაფლის ყველა სასარგებლო თვისება 40 გრადუს ტემპერატურაზე ნადგურდება, ხოლო 100 გრადუსზე დიასტაზა – თაფლის ძირითადი სასარგებლო ინგრედიენტი არა მარტო ნადგურდება არამედ კანცეროგენადაც იქცევა.