Connect with us

ჯანმრთელობა

რატომ არის კრემი „ბორო პლიუსი“ შეუცვლელი კოსმეტიკურ ჩანთაში

დღეს გიამბობთ ერთ–ერთ შეუცვლელ კოსმეტიკურ საშუალებაზე. კრემი „ბორო პლიუსი“ ნებისმიერი შემთხვევისთვის გამოგადგებათ. კრემი სამსახურში და მოგზაურობისას თან დამაქვს, ასევე კარადაში კოსმეტიკის განყოფილებაში მიდევს.

მალამო „ბორო პლიუსი“

ამ კრემს თითქმის 7 წელია ვიყენებ. როგორც კი მიმთავრდება, ახალს ვყიდულობ – კრემი იაფი, მაგრამ ეფექტურია. ყველას ვურჩევ, როგორც უნივერსალურ კოსმეტიკურ საშუალებას.

ამ კრემის ორი ვარიანტი არსებობს: ის მწვანე და იისფერ ტუბებში იყიდება. მწვანე „ბორო პლიუსი“ სამკურნალო ბალახების ნაკრებს შეიცავს, ხოლო იისფერი – სანდლის ხის და ალოეს ნარევს. „ბორო პლიუსი“ კარგი დამატენიანებელი და ანტისეპტიკური საშუალებაა. გარდა ამისა, სანდლის ხის და ალოეს კომბინაცია ნაკაწრების სწრაფ შეხორცებას ხელს უწყობს, ამასთან შეუდარებელი სადეზინფექციო საშუალებაა. კრემი ჭრილობის დროს გამოგადგებათ. ეფექტურია აკნეს და გამონაყარის საწინააღმდეგოდ.

მწვანე და იისფერი კრემის სუნი და კონსისტენციაც განსხვავდება. მწვანე კრემის ფერი უფრო ბალახოვანია, ხოლო იისფერის კრემი ყვავილოვანი ფერის. სპეციალისტები ამბობენ რომ ორივე კრემის მოქმედება მსგავსია – განსხვავება უმნიშვნელოა. არჩევის დროს ორიენტირება სუნზე გააკეთეთ, ასევე შესაფერის კრემს ორივე ვარიანტის გამოყენების შემდეგ ირჩევენ.

მე უფრო მწვანე ტუბის „ბორო პლიუსი“ მომწონს. ამ ტუბის კრემი უფრო სქელია და სუნი სწრაფად ქრება. სუნის მიმართ ნეიტრალური ვარ, მაგრამ ბევრს არ შეეფერება. ძალიან „სააფთიაქო“ ან „ბალახოვანია“. მოკლედ, სარგებლის გამო ამ პატარა მინუსთან შეგუება შეიძლება. გარდა ამისა, უსუნო ვარიანტებიც იყიდება. როცა დამიმთავრდება, აფთიაქში უსუნო ვარიანტები უნდა ვიკითხო.

როგორ გამოვიყენოთ კრემი

პირველ რიგში, „ბორო პლიუსი“ შეგიძლიათ ღამის მკვებავ ნიღბად გამოიყენოთ. კრემი ხელზე წაისვით და ხელისგულებით გაახურეთ – ასე კანი კარგად შეიწოვს. შემდეგ სახეზე თხელ ფენად გადაინაწილეთ.

მეორეც, შეგიძლიათ ტუჩზე წაისვათ, რომ არ დაგეხეთქოთ. კრემი ცივ და ქარიან ამინდში განსაკუთრებით გიშველით. არც ერთი ჰიგიენური ტუჩსაცხი ისეთ ეფექტს არ მაძლევს, როგორც კრემი. იაფი ღირს, მაგრამ ძალიან ღირსეულ ეფექტს იძლევა. რა შეიძლება იყოს ნატურალურ კომპონენტებსა და სამკურნალო ბალახებზე უკეთესი.

მესამეც, შეგიძლიათ დახეთქილი ტერფების და ქუსლების პროფილაქტიკისთვის გამოიყენოთ. კვირაში ერთხელ სპეციალურ პედიკურის წინდებს ვიცვამ. კრემის გამოყენების შემდეგ კანი ყოველთვის რბილი და ნაზია. კრემი ქუსლების კანზე დადებითად მოქმედებს.

კრემი შეგიძლიათ სხვა დანიშნულებითაც გამოიყენოთ. როგორც უკვე ვთქვით, კრემი უნივერსალურია. ის ყველა სახის პრობლემას მოგაშორებთ, მათ შორის შესანიშნავად ადეზინფეცირებს, არბილებს და პრობლემურ კანს კურნავს. შეგიძლიათ პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენოთ. სწორედ ამიტომ, ბორო პლიუსი თქვენი პირადი კოსმეტიკური ან სააფთიაქო ჩანთის განუყოფელი კომპონენტია. თქვენ რას იყენებთ უნივერსალური კრემის სახით?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.