Connect with us

სხვა

რატომ არიან თანამედროვე მშობლები – არასაკმარისად მკაცრები?!

ცოტა ხსნის წინ 6 წლის შვილთან ერთად სკოლიდან მოვდიოდი, როდესაც პარკში ქალბატონი დავინახე რომელიც მეორე კლასელი გოგონასა და 4 წლის ვაჟიშვილის პარკიდან წამოყვანას ცდილობდა. ბიჭი უკმაყოფილო იყო ამ მოვლენით და დედას წყლით სავსე ბოთლი თავში ჩაარტყა, ხმა საკმაოდ დიდი იყო, შესაბამისად მტკივნეულიც იქნებოდა. დედა შეკრთა ტკივილისგან მაგრამ, გზა განაგრძო და შვილს კითხა შეეარათ თუ არა ორცხობილაზე. ბიჭმა თავი დაუკრა და გზა განაგრძეს.

“არა! – აღვშფოთდი შინაგანად – არა! მიუღებელია! მან ამის გამო ორცხობილა არ უნდა მიიღოს!”

“შევბრუნდი ჩემი გოგონასკენ და მუხლებზე დავდექი რათა მისი მზერა დამეჭირა. – თუ ოდესმე დამარტყამ, იცოდე, საქმე ცუდად გექნება! შევთანხმდით?!”

მან თავი დამიქნია.

მე და სოფი მსგავსი მოვლენების დანახვისას, მუდმივად ვთანხმდებოდით, რომ მიუღებილია ისეთი საქციელები როგორიცაა მაგალითად: უფროსისთვის სახეში რაიმეს სროლა, საკვების ხალხში გადმოფურთხება, ხალხის ცემა და საზოგადეობაში ხმამაღლა საუბარი ან ყვირილი.

ყველა ვინც ამ მიუღებელ საქციელს ჩადიოდა ჩვეულებრივი ბავშვი იყო, რომელსაც უბრალოდ არ აუხსნეს, რომ ზოგიერთი რამის გაკეთება უბრალოდ არ შეიძლება!

რესტორნებში ხშირად ვხვდები ბავშვებს რომლებიც ცხელი წვნიანის დამტარებელ მიმტანებს ფეხებში ედებიანდ ა ხელს უშლიან. მივხვდი, რომ ჩვენმა თაობამ საერთოდ არ იცის ბავშვში დისციპლინის ჩამოყალიბება.

ცოტა ხნის წინ ნეირობიოლოგ სიუზენ პირსს შევხვდი და ვკითხე მისი სამი გოგონას აღზრდის შესახებ. მან მითხრა, რომ როდესაც ერთ-ერთ მათგან დაძინება არ სურს, ის კიბეებზე ჩადის და ჭკვიანურ კითხვებს უსვამს რათა საუბარში ჩართოს.

“მე კი მშვიდად და უბრალოდ ვეუბნები “ღამე მშვიდობისა” როგორც წესი ბავშვები საზღვრებს ამოწმებენ. ნუ წაახალისებ ქცევას რომელიც არ გსურს, რომ განმეორდეს.”

ანუ: არ იყიდო ორცხობილა!!!

მშობლებს ცხოვრების გართულება არ სურთ, ისინი მუშაობენ და იღლებიან, მაგრამ არის მომენტები როდესაც ნებისყოფა მაქსიმალურად უნდა გამოვიჩინოთ – მკვეთრი შეზღუდვები დავაწესოთ და მივსდიოთ წესებს!

გახსოვდეთ, რომ უდისციპლინო ბავშვი აუტანელ და გაზულუქებულ მოზარდად გარდაიქმნება და ცხოვრების მომენტებში აუცილებლად შეხვდებით რომელიმე მათგანს. ასეთ დროს ძალიან მოგინდებათ, რომ ეს ადამიანი ვინმემ თავის ადგილზე “მოსვას”.

ჩვენს თაობას ძალიან უჭირს, ჩვენ ხომ განვსხვავდებით წინა თაობებისგან, ჩვენ ვიაზრებთ, რომ ჩვენი შვილები – მოაზროვნე პიროვნებები არიან. ადრე ბავშვებს ისე ექცეოდნენ, როგორც შინაურ ცხოველებს ან უარესი როგორც მშობლებზე დამოკიდებულ არსებებს, რომლებიც ჯანმრთელ და ფუნქციონალურ ზარდასრულ ადამიანებად უნდა გადაქცეულიყვნენ.

ჩვენ უნდა გავწყვიტოთ ეს ციკლი!

მაგრამ, აღზრდა სრულყოფილი ადამიანის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელი ელემენტია! ის ტქვენ ცუდ მშობლად არ გაქცევთ. ბავშვები არა აღზრდისგან, არამედ სისასტიკისგან იტანჯებიან! თქვენს ხელთაა მათი მანერის შეცვლის შესაძლებლობა!

მე სოფის მაშინ ვსჯი როდესაც აბაზანში არ შედი მიუხედავადი იმისა, რომ უკვე 10-ჯერ ვთხოვე. ან იმიტომ, რომ თავის არეულ ოთახს არ ალაგებს! ჩვენი თაობის კულტურის კუთხით თუ შევხედავთ, მე ძალიან მკაცრი ვარ. მე მალე მივხვდი, რომ საკმარისია ყველაფერი ზედმიწევნით აუხსნათ ბავშვს – თავის დროზე, რათა პრობლემები მეორედ აღარ გაჩნდეს, ფეხსაცმლის ცაცმა მტელი საათით არ იწლებოდეს, ავტობუსში დაბალ ხმაზე რომ საუბრობდეს, გზაზე რომ არ გაარბოდეს და ა.შ. რაც მთავარია როდესაც ეს პრობლემები გადაწყდება, თქვენ შეძლებთ სიამოვნებაზე უარი აღარ თქვათ. ჩემი შვილი რესტორნებში არაჩვეულებრივად იქცევა ამიტომ სახლში მას ზომიერების ფარგლებში ცელქობის უფლებას მივცემ!

ამაშია დისციპლინის პარადოქსი!

ეს ეხება როგორც აღზრდას ასევე სამსახურსაც! აუცილებელია საზღვრები! იგივე ეხება ბავშვებსაც, მათ საზღვრები უნდა დაუწესოთ.

ისინი თავიდანვე იოლად არ დაგემორჩილებიან, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში აითვისებენ, რომ არსებობს გარკვეული წესები, რომლებსაც აუცილებლად უნდა დაემორჩილონ!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.