Connect with us

საკითხავი

რატომ ამცირებს სახლში არეულობა ადამიანის ვიბრაციას

ოდესმე გაგიგიათ ისეთი ცნება, როგორიცაა ადამიანის ვიბრაცია? ეს განსაკუთრებული ენერგიაა, რომელიც თქვენგან მოდის და რომელსაც გარედან იღებთ. რა თქმა უნდა, მსგავსი ეზოტერიკული საგნების ბევრს არ სჯერა, მაგრამ ჩვენ ძალიან დავინტერესდით.

როგორც აღმოჩნდა, არსებობს დაბალი და მაღალი ვიბრაციები და ყველაფერი საკმაოდ მარტივადაა. თუ ადამიანში მაღალი ვიბრაციები დომინირებს, ის პოზიტივით და მოტივაციით ივსება. დაბალი ვიბრაციები დეპრესიას და იმედგაცრუებას იზიდავს. ამის თავიდან ასაცილებლად უნდა იცოდეთ, თუ რა ახდენს გავლენას ვიბრაციებზე. დღეს სწორედ ამის შესახებ გიამბობთ.

ადამიანის ვიბრაციები

10 ფაქტორი არსებობს, რაც ადამიანის ვიბრაციას მნიშვნელოვნად ამცირებს. მაშინაც კი, თუ ადამიანის ენერგეტიკული ძალის არ გჯერათ, ამ სიას ყურადღება მიაქციეთ. ამ ასპექტებისგან გათავისუფლებით ცხოვრებაში ცვლილებებს შეამჩნევთ. ცდად ღირს!

ნეგატიური ემოციები

რაც უფრო მეტად ბრაზობთ, გეშინიათ ან ეჭვიანობთ, მით უფრო მეტ ნეგატივს იზიდავთ. ეს ჩაკეტილი და საკმაოდ ლოგიკური სქემაა. როცა ირგვლივ ყველაფერს მკრთალ ფერებში ღებავთ, ქვეცნობიერ დონეზე დოგმებს ქმნით, რომ ირგვლივ ყველაფერი ცუდადაა. ნეგატიური ემოციების წრეს თავი რომ დააღწიოთ, მათი კონტროლი უნდა ისწავლოთ.

გახსოვდეთ, ემოციების კონტროლი და მათი დათრგუნვა სულ სხვადასხვა რამეა. სპეციალისტები გირჩევენ, ემოციები განიცადოთ, მათ გაუმკლავდეთ და უთხრათ „შეჩერდით“. ასე რაღაც დადებითზე გადართვას შეძლებთ, რაც განწყობას აგიმაღლებთ.

სხვა ხალხთან ურთიერთობა

ხალხს სხვა ადამიანების მიღწევების საკუთარ იდეალებთან შედარება ახასიათებს. შედეგად, სხვების ქცევას ხშირად ვაკრიტიკებთ და არ ვიღებთ იმ მოსაზრებას, რომელიც ჩვენსას არ ემთხვევა. ეს არასწორია. მნიშვნელოვანია გარემო გავაანალიზოთ და ობიექტურად ვიმოქმედოთ.

ნეგატიური ფიქრები

ნეგატიური ფიქრების მუდმივი ნაკადი დროთა განმავლობაში ენერგიულ არსებად გარდაიქმნება. შედეგად, საკუთარი გონების მძევალი ხდებით და ფიქრები თქვენს მართვას იწყებენ. ამ ქსელში რაც უფრო იძირებით, თავის დაღწევა მით უფრო რთულია.

თუ რაიმე ცუდი აზრი აგეკვიატათ, მის მოსაშორებლად ძალა იპოვეთ. რა თქმა უნდა, ნეგატიური ფიქრები უსაფუძვლოდ არ ჩნდება. ჯერ პრობლემის არსი უნდა იპოვოთ და შემდეგ მოგვარებაზე იზრუნოთ.

ბინაში არეულობა

სახლში არეულობა ისევე ამცირებს ადამიანის ვიბრაციას, როგორც თავში არეულობა. უფრო მეტიც, ბინაში სისუფთავე პირდაპირ თქვენს ფიზიკურ მდგომარეობას უკავშირდება. ყურადღება მიაქციეთ, რომ სახლში ყოველთვის სითბო და სიმყუდროვე იყოს. ასე განწყობაც გაუმჯობესდება და ვიბრაციებიც გაიზრდება!

თვითკრიტიკა

თვითკრიტიკა ცუდი არაა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ძალიან ბევრი არაა. ხშირი კრიტიკით საკუთარ შესაძლებლობებში რწმენას ანადგურებთ. სხვებისთვის თავის შედარება და საკუთარი ღირსებების დაკნინება შეწყვიტეთ. მით უმეტეს გარეგნობა არ გააკრიტიკოთ. ჩვენ საკუთარ თავში ბევრი ნაკლის დანახვა გვახასიათებს, მაგრამ ხშირად სწორედ ეს ხალხს განსაკუთრებულად და ლამაზად მიაჩნია.

მედია

ამჩნევთ, რომ ყოველდღე ახალი ამბები სულ უფრო და უფრო ცუდი ხდება? ეს ადამიანის მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს, როგორც გონებრივ, ასევე ფიზიკურ დონეზე. რა თქმა უნდა, მსოფლიო ამბების აღქმა ინდივიდუალურია, მაგრამ უსიამოვნო ამბების უსასრულო ნაკადი ვიბრაციებს ნამდვილად შეამცირებს.

გარემო

ცხოვრებაში ბევრი რამ სწორ გარემოცვაზეა დამოკიდებული. პროგრესიულ და განვითარებულ ხალხთან ხშირი ურთიერთობა საკუთარი თავის განვითარებაში გეხმარებათ. იგივე პირიქითაც მოქმედებს. არასწორი დამამცირებელი გარემო თქვენს ვიბრაციებს ამცირებს და მუდმივად ძირს გცემთ.

ლექსიკონი

ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს ის, თუ როგორ საუბრობს. თუ მეტყველებაში უცენზურო სიტყვები ჭარბობს, ვიბრაციების ზრდას არ ელოდოთ. პირიქით, ის შემცირდება. გარდა ამისა, გინება დიალოგს სილამაზეს ნამდვილად არ მატებს.

კვება

ადამიანის ვიბრაციის სიმაღლე კვებაზეც არის დამოკიდებული. ადამიანს ყველაფერში ბალანსი სჭირდება, ამიტომ არ გაგიკვირდეთ, რომ უპასუხისმგებლო კვება თქვენს განწყობაზეც აისახება. ეს ნებისმიერ მძიმე საკვებს, სწრაფი კვების პროდუქტებს ან უფრო სერიოზულ პრობლემას ეხება. მაგალითად, საჭმლის მონელების პრობლემები მენტალურ მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს. ეს, არსებითად, ჩვენი ენერგიის ანარეკლია.

მავნე ჩვევები

ჩვენი სია მავნე ჩვევებით სრულდება. პირველ რიგში, ის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას აზიანებს. მეორეც, სხვადასხვა სახის დამოკიდებულება ცხოვრების დონეს აუარესებს. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ალკოჰოლის მიღება ან თამბაქოს მოწევა ვიბრაციებს ამცირებს.

ადამიანის შინაგანი ვიბრაციების გჯერათ? შესაძლოა, მათი ზრდის გამოცდილება გაქვთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.