Connect with us

ჰოროსკოპი

რას ამბობს თქვენი დაბადების თვის ხე თქვენს შესახებ?

დაბადების თარიღის მიხედვით ჩვენი ცხოვრების მოვლენებზე გავლენა მხოლოდ ვარსკვლავებს არ აქვთ. ამ საკითხში პოპულარობას კელტური ჰოროსკოპი იძენს, რომელიც 13 პერიოდისგან შედგება და თითოეულს თავისი ხე ან ბუჩქი შეესაბამება. თქვენი მცენარე იპოვეთ და შეამოწმეთ რამდენად რეალურია დრუიდების პროგნოზი.

24 დეკემბერი – 20 იანვარი

არყის ხე

თქვენ მოტივირებული ადამიანი ხართ, რომელიც ბედის გამოწვევებს არ გაურბის, არამედ მას თამამად პირისპირ ხვდებით. საკუთარი შინაგანი ცეცხლით სხვების ანთება მოგწონთ.

21 იანვარი – 17 თებერვალი

ცირცელი

ადამიანებზე გავლენას ფარულად ახდენთ და მათ შინაგანი ვნებით ანთებთ. თანდაყოლილი ფილოსოფიური ნიჭის გამო ხშირად ჩივით, რომ ნაკლებად განვითარებულ ადამიანებს თქვენი და თქვენი იდეების არ ესმით.

18 თებერვალი – 17 მარტი

იფანი

არტისტობა თქვენი გამოსავალია. თვითგამოხატვას წარმატებით ახერხებთ არა მხოლოდ ხელოვნებაში, არამედ წერასა და მეცნიერებაში. ბუნება და ყველაფერი, რაც მას უკავშირდება თქვენთვის ახლოსაა. ხშირად თქვენი შინაგანი სამყარო, რომელიც გამოსახულებებით არის სავსე, სხვებისთვის მიუწვდომელია.

18 მარტი – 14 აპრილი

მურყანი

მეგობრებს შორის ნამდვილი მზე ხართ და გარშემომყოფებს თქვენი ენერგიით, ცხოვრებაში ჩართულობით და თავდაჯერებულობით იზიდავთ. თქვენი ძლიერი ქარიზმა გაქვთ და დროის ფუჭად დახარჯვას ყველაზე მეტად ვერ იტანთ.

15 აპრილი – 12 მაისი

ტირიფი

სუპერ მგრძნობელობა და ძლიერი ინტუიცია – ეს თქვენზეა. ხშირად სხვებისთვის აუხსნელი მოვლენების მიზეზები თქვენთვის გასაგებია. თქვენ განათლებული და შემოქმედებითი ადამიანი ხართ და ცოდნის გაზიარება გიყვართ.

13 მაისი – 9 ივნისი

კუნელი

თქვენი ჭეშმარიტი ბუნების გამოცნობა რთულია, რადგან ცვალებადი ხართ და საკუთარ მაგალითზე აჩვენებთ, თუ რამდენად სასაცილოა წიგნზე ფიქრი მისი ყდის მიხედვით. მუდმივი ენთუზიასტი და კარგი მსმენელი ხართ, ნებისმიერ საკითხზე რამდენიმე ბრძნული რჩევა ხელთ ყოველთვის გაქვთ.

10 ივნისი – 7 ივლისი

მუხა

თქვენი რწმენის შეიძლება მხოლოდ გვშურდეს! როგორც წესი, თქვენ უმკლავდებით და იმარჯვებთ იქ, სადაც სხვები იხოცებიან. გონიერი და კეთილშობილური ადამიანი ხართ, თქვენგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.

8 ივლისი – 4 აგვისტო

ბაძგი

ადამიანები თქვენ მოგყვებათ! რთულია იპოვოთ ისეთი ძლიერი ენერგიის და მმართველობის ნიჭის მქონე ადამიანი, როგორიც თქვენ ხართ. ჭარბ თავდაჯერებულობას ზოგჯერ ამპარტავნობად აღიქვამენ. თქვენ გულუხვი ხართ და ბედის ცვალებადობა არ გაშინებთ.

5 აგვისტო – 1 სექტემბერი

თხილი

თქვენ დიდი გონება გაქვთ და ცხოვრებას თითქმის აკადემიურად აღიქვამთ. ამასთან დიდებული მეხსიერება გაქვთ და დეტალებს ყურადღებას აქცევთ. საკუთარი თავის და ყველა დანარჩენის ორგანიზების ნიჭი და ძლიერი ანალიტიკური უნარი გაქვთ.

2 სექტემბერი – 29 სექტემბერი

ყურძნის ხე

თქვენ ესთეტი ხართ და ირჩევთ იმ მუსიკას, საკვებს და ხელოვნების ნივთებს, რომლებიც ფუფუნების ეტალონად მიგაჩნიათ. თუ შემოდგომის ბუნიაობის დროს დაიბადეთ, თქვენ ნებისმიერ სიტუაციაში ორი მხარის დანახვის ნიჭი გაქვთ. საპირისპირო სქესისთვის მომხიბვლელი და მიმზიდველი ხართ.

30 სექტემბერი – 27 ოქტომბერი

სურო

თქვენ საკმაოდ სულიერ პიროვნებად მიაჩნიხართ, რადგან საკუთარ იდეალებს არასდროს ღალატობთ. თქვენი იმედი ყოველთვის შეიძლება ჰქონდეთ მაშინაც კი, თუ ცხოვრებაში რთული პერიოდი თავად გაქვთ – უარს არ ამბობთ. თქვენ შესანიშნავი და ერთგული მეგობარი ხართ.

28 ოქტომბერი – 24 ნოემბერი

ლერწამი

თქვენ სიმართლეში უფრო მეტად ჩაღრმავება გიყვართ, ვიდრე საჭიროა. ასე შეიძლება სხვების ჭორებსა და დაპირისპირებაში გაეხვათ. თქვენ ნამდვილი გამჭრიახი ხართ: ყველა საკითხზე სწორი პასუხი ყოველთვის გაქვთ, ამასთან მოვლენების მიზეზების შესახებ, მათ მოხდენამდე იცით.

25 ნოემბერი – 23 დეკემბერი

ანწლი

ბუნებით ექსტრავერტი ხართ, ამიტომ ყოველთვის ცდილობთ სხვებს სიტყვით ან საქმით დაეხმაროთ. ტყუილში თქვენი გამოჭერა საკმაოდ რთულია, რადგან ყოველთვის იმას ამბობთ, რასაც ფიქრობთ. ზოგჯერ ძალიან ბევრს ლაპარაკობთ, მაგრამ ეს ცხოვრებიდან ყველაფრის აღების სურვილიდან მოდის. თუმცა ამის მიღმა ღრმა და აზრიანი სული იმალება.