Connect with us

სხვა

რამდენიმე ეშმაკობა ფეხსაცმლის მოვლისთვის

თუ ხალხური რჩევების ასწლოვანი წიგნი არ გაქვთ, ნუ იღელვებთ, ჩევნ უკვე შევკრიბეთ შესანიშნავი ეშმაკობები რომლებიც ფეხსაცმლის მოვლაში დაგეხმარებათ.

1. მარილის ლაქები და კბილის ჯაგრისი

სანამ ზამთრის ფეხსახმელს ჩაალაგებთ, ჯერ გაწმინდეთ ისინი. ერთ-ერთი პრობლემა მათზე დარჩენილი თეთრი ლაქებია. იმისთვის, რომ მათგან გათავისუფლდეთ, აურიეთ წყალი და ძმარი 2:1-ზე შეფარდებით და ძველი კბილის ჯაგრისის მეშვეობით ლაქაზე დაიდეთ, შემდეგ გაწმინდეთ მშრალი ნაჭრით. წესით, ეს პრობლემას მოგაშორებთ.

2. ელვა-შესაკრავი და სანთელი

როდესაც ელვა შესაკრავი ძნელად მოძრაობს, წაუსვით მას ცვილის სანთელი, ყველა ვინც ეს მეთოდი გამოიყენა – დარწმუნდა მის ეფექტურობაში.

3. ფეხსაცმელი ლაკირებული ტყავით და ფანჯრის საწმენდი

როდესაც ფანჯრების წმენდის დრო მოდის, გაიხსენეთ თქვენი ძველი ლაკის ფეხსაცმელიც. როგორც ჩანს, ფანჯრის საწმენდის სითხე მათ განახლებაშიც დაგეხმარებათ. მიაშხურეთ ის ფეხსაცმელს რამდენჯერმე და ხელსახოცით გააპრიალეთ.

4. დაზიანება და ვაზელინი

თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი ტყავის ფეხსაცმელი გაიხეხა, მისი შენიღბვა ვაზელინით შეგიძლიათ! გამოიყენეთ ბამბა, აიღეთ ვაზელინის მცირე რაოდენობა და წაუსვით ფეხსაცმლის ზედაპირს. ეს თქვენს ფეხსაცმელს ახლის შეხედულებას მისცემს.

5. არასწორი ზომა და ქაფი

ონალინში ნაყიდი ფეხსაცმლის ზომა ხშირად ჩვენი ფეხის ზომას არ ემთხვევა. თუ ფეხსაცმელი ძალიან მოგწონთ, შეგიძლიათ მის სასურველ ზომამდე დასაყვანად ქაფი გამოიყენოთ, რომელსაც ბოქსიორების ფეხსაცმლისთვის იყენებენ. გამოჭერით პატარა ნაჭრები და ფეხსაცმლის ძირზე ან მის ცხვირთან ჩააფინეთ. ეს მეთოდი ფეხსაცმლის სწორ ზომაზე დაყენებაში დაგეხმარებათ.

6. საშლელი და ბოტასი

თუ თქვენს საყვარელ სპორტულ ფეხსაცმელს თეთრი ძირები გაუყვითლდა ან უბრალოდ, სითეთრე დაეკარგა, პრობლემას უბრალო საშლელითაც გადაჭრით! კარგად დააჭირეთ და წაშალეთ ჭუჭყი. შედეგი გაგაოცებთ.

7. ბანანი და მბზინვარება

თუ ფეხსაცმელმა მბზინვარება დაკარგა, შეგიძლიათ ბანანი გამოიყენოთ. გაჭერით და რბილობი ფეხსაცმელს წაუსვით. დაელოდეთ გაშრობას და გაწმინდეთ მშრალი ხელსახოცით.

8. წყალი და ცვილითუ ფეხსაცმლის გამყარება გსურთ, შეგიძლიათ ჩვეულებრივი ცვილის სანთელი გამოიყენოთ. კარგად წაუსვით ის ფეხსაცმლის ზედაპირს, ცართეთ ფენი და დააყენეთ ის მაქსიმალურ ტემპერატურაზე. მიუშვირეთ ცხელი ჰაერი ცვილს რათა მოსწორდეს.

იმედი გვაქვს, ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ და ასევე ვიმედოვნებთ, რომ ისინი საყვარელი ფეხსაცმლის გაახლებასა და შენარჩუნებაში დაგეხმარებიან!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.