Connect with us

ტესტები

რამდენად ძლიერ გიყვართ საკუთარი თავი? ფსიქოლოგიური ტესტი სრულ სიმართლეს გეტყვით

ამბობენ, რომ სანამ სხვისთვის რამეს გავაკეთებთ, საკუთარი თავის სიყვარული უნდა ვისწავლოთ. საკუთარ თავთან კარგ და ცუდ ურთიერთობას, ნარცისიზმსა და ეგოიზმს შორის დიდი განსხვავება არსებობს.

ის, რომ საკუთარ აზრებს, სხეულს და ყოფაცხოვრებას იღებთ, არ ნიშნავს, რომ სხვების მიმართ ასე უნდა მოიქცეთ. ტესტი სურათებით თქვენს ქვეცნობიერზე მოქმედებს და ამოწმებს, თუ რისთვის ხართ მზად სინამდვილეში. მზად ხართ ტესტი გაიაროთ? ამას სულ რაღაც წამები დასჭირდება.

ზემოთ მოცემულ სურათს შეხედეთ და დაფიქრდით, თუ რომელი ყვავილი მოგწონთ ყველაზე მეტად. გარეგნული მხარე არც ისე მნიშვნელოვანია – თუ გრძნობთ მასთან კავშირს, აირჩიეთ. ინტუიციას ენდეთ. საკუთარ თავს რამდენიმე წამი დაუთმეთ.

თუ უკვე შეარჩიეთ, განმარტება წაიკითხეთ.

ყვავილი № 1

თუ პირველი ყვავილი აირჩიეთ, ნარცისტის მახასიათებელი თვისებები საერთოდ არ გაქვთ. კრიტიკის მიღება შეგიძლიათ ოღონდ იმ პირობით, რომ ის კონსტრუქციულია. სხვებზე ზრუნვა გიყვართ და მათ მიმართ დიდ თანაგრძნობას იჩენთ. სხვების მოსმენა და მათთვის კარგი რჩევების მიცემა გიყვართ.

ყვავილი № 2

ეს ყვავილი „ჯანსაღი ნარცისიზმის“ სიმბოლოს წარმოადგენს. თქვენ საკუთარ თავს, ღირსებებს და ნაკლოვანებებს იცნობთ, ყურადღების ცენტრში ყოფნა გიყვართ. თქვენს ბრწყინვალებას და ჩრდილებს იღებთ, ჩადენილი ქცევების არ გრცხვენიათ.

ყვავილი № 3

ამ სიმბოლოს კეთილსინდისიერი, ინტელექტუალური და კრეატიული ადამიანები ირჩევენ. თქვენ მათემატიკური აზროვნება გაქვთ და თქვენი ნიჭის შესახებ უკვე ყველამ იცის. მიღწევებით ტრაბახი არ გიყვართ, მაგრამ ამისთვის მადლიერი ხართ.

ყვავილი № 4

თუ მე-4 ყვავილი მოგეწონათ, გამოდის თქვენ განსაკუთრებული ნარცისტი ხართ. საკუთარი თავი იმდენად ძლიერ გიყვართ, რომ საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავთ. თქვენს საქმეებში იმდენად ჩაფლული ხართ, რომ სხვების ბედის დანახვა გიჭირთ. ირგვლივ გამორჩეული ხალხი გყავთ, რომლებიც თქვენი მშიერი ეგოს მოთხოვნილებებს აკმაყოფილებენ.

ყვავილი № 5

თქვენ ძალიან თავმდაბალი ადამიანი ხართ, ამასთან საკუთარ ღირსებებს მყარად გრძნობთ. საკუთარ თავს პატივს სცემთ და საკუთარ საზღვრებზე ზრუნავთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ყურადღების ცენტრში უნდა იყოთ.

ყვავილი № 6

თუ ეს ყვავილი აირჩიეთ, თქვენ ნარცისიზმსკენ მიდრეკილება გაქვთ, ამასთან შეგიძლიათ იყოთ ერთგული, სასარგებლო და მგრძნობიარე მეგობარი. სამწუხაროდ, მუდმივად გეჩვენებათ, რომ მხოლოდ თქვენი ფიქრები ან მოქმედება არის სწორი, ხოლო სხვებმა ყოველთვის თქვენს მითითებს უნდა მიჰყვნენ.