Connect with us

ჯანმრთელობა

რამდენად სასარგებლო და საზიანოა მზესუმზირა

მიუხედავად იმისა, რომ ექიმები მზესუმზირის მიერ გამოწვეულ ზიანზე გვაფრთხილებენ, მასზე უარის თქმა მაინც ძალიან რთულია. მზესუმზირა ძალიან მაცდური და გადამდები სიამოვნებაა, რომელიც შეიძლება ჩენი მავნე ჩვევების სიასაც მივამატოთ.

სტომატოლოგები მის მიერ მიყენებული შესაძლო ზიანის შესახებ გვაფრთხილებენ. იმისთვის, რომ  ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემები თავიდან ავიცილოთ, აჯობებს ექიმის რჩევები გავითვალისწინოთ იმის შესახებ, თუ როდის და რა რაოდენობით შეიძლება მივირთვათ მზესუმზირა.
პირველ რიგში მისი ჭამისგან თავი წონაში კლების მსურველებმა უნდა შეიკავონ, რადგან 100 გრამ მზესუმზირაში 520 კალორიაა!

ასევე გაითვალისწინეთ, რომ მზესუმზირა მოხალვის დროს სასარგებლო თვისებებს კარგავს, თუმცა უმეტესობას ის მოხალული უყვარს!

მზესუმზირა რეკომენდებული არაა მათთვის ვისაც ხმის იოგების და ფილტვების პრობლემები აქვს, რადგან მარცვლები მათ დაბინძურებას იწვევს.

და ბოლოს – თუ თქვენს კბილებს უფრთხილდებით, გირჩევთ თქვენი რაციონიდან მზესუმზირა საერთოდ ამოიღოთ, ასევე ცოტახნის წინ დაადგინეს, რომ ის ნერვულ სისტემაზეც უარყოფითად მოქმედებს და თირკმელების დაავადებების გაჩენის რისკს ზრდის.

უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ მზესუმზირას მარტო ზიანი არ მოაქვს და მისი ზომიერად მიღების შემთხვევაში ის საკმაოდ სასარგებლოცაა ჩვენი ჯანმრთელობისთვის! ის მდიდარია მცენარეული ცხიმებით, А, D და Е ვიტამინებით. თუთია, იოდი, ფტორი, კალცი ეს ის სასარგებლო ნივთიერებებია რომელსაც მზესუმზირის მარცვალი შეიცავს. მასში შემავალი მჟავა არეგულირებს სისხლში  არსებული ქოლესტერინის დონეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რადგან ამცირებს დაბერების პროცესს. მზესუმზირაში შემავალი ნივთიერებები და მიკროელემენტები – ანახლებენ ჩვენი ორგანიზმის ტონუსს და დადებითად მოქმედებენ თმისა და ფრჩხილის ჯანმრთელობაზე, ასე რომ ის აუცილებელია ქალის სილამაზისთვის.