Connect with us

კულინარია

ჟელატინს შაქართან ერთად 10 წუთით ვურევ, თან მუდმივად საათს ვუყურებ! სიროფს წვრილად ვასხამ

ზეფირი არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ ძალიან გემრიელი ტკბილეულია. ბევრი თვლის, რომ ზეფირი კალორიული საერთოდ არაა. ეს სიმართლე არაა. ზეფირი შოკოლადზე ბევრად ნაკლებ კალორიულია, მაგრამ მაინც მაღალ დონეზე რჩება.

რატომ გვირჩევენ დიეტოლოგები მის ჭამას? საქმე იმაშია, რომ ზეფირი ძალიან მსუბუქი და წარმოუდგენლად ტკბილია. მის ჭამას დიდი რაოდენობით უბრალოდ ვერ შეძლებთ. ასე შაქრის მიმართ მოთხოვნილებას რამდენიმე ზეფირით უცებ დააკმაყოფილებთ.

როგორ მოვამზადოთ ზეფირი სახლის პირობებში

რა თქმა უნდა, სჯობს ზეფირი არ შეიძინოთ, არამედ თავად მოამზადოთ. თქვენ ზუსტად გეცოდინებათ, რისგან არის ზეფირი დამზადებული და ბავშვებს მშვიდად მისცემთ.

ინგრედიენტები:

  • 200 გრ ვაშლის პიურე
  • 1 კვერცხი
  • 1 ჩ/კ აგარ-აგარი
  • 100 მლ წყალი
  • 200 გრ შაქარი
  • 1 ჩ/კ ლიმონის წვენი
  • შაქრის ფხვნილი

მომზადება:

1. პირველ რიგში, ვაშლის პიურე მოამზადეთ. ამისთვის რამდენიმე ვაშლი აიღეთ, გული ამოაჭერით, კანი მოაშორეთ და დააბლენდერეთ.

2. აგარ-აგარი წყალში გახსენით და დაბალ ცეცხლზე სრულ გახსნამდე ადუღეთ. გახსოვდეთ, რომ ეს კომპონენტი შეგიძლიათ ჟელატინით ჩაანაცვლოთ.

3. ჭურჭელს შაქარი დაუმატეთ და დაბალ ცეცხლზე დუღილი გააგრძელეთ. რამდენიმე წუთში ვაშლის პიურე დაუმატეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ და ოდნავ გაგრილება აცადეთ.

4. კვერცხის ცილა ათქვიფეთ და მუდმივად ცოტ-ცოტა ვაშლის ძმარი დაუმატეთ. ათქვეფა გააგრძელეთ. ბოლოს ლიმონის წვენი დაუმატეთ.

5. ნარევი საკონდიტრო შპრიცში ჩაასხით, ნაკეცებიანი კიდის მქონე ფორმა აიღეთ და პერგამენტის ქაღალდზე ზეფირის ფორმები დადეთ. ერთი დღით გამაგრება აცადეთ, შემდეგ შაქრის ფხვნილი მოაყარეთ.

ეს ვაშლის ზეფირის სახლის პირობებში გასაკეთებლად მარტივი მეთოდია. გემრიელად მიირთვით!

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.