Connect with us

თავის მოვლა

პროდუქტი კოსმეტიკის ნაცვლად: რა მივირთვათ იმისთის, რომ კანი ლამაზი და გლუვი იყოს

სწორი დიეტა ისეთივე სასარგებლოა თქვენი კანისთვის როგორც ლოსიონები, კრემები და მასაჟი. წიგნის “სილამაზის დიეტა” – ავტორი დევიდ ვულფი ირწმუნება, რომ თუ ყოველდღიურ რაციონში გარკვეულ პროდუქტებს შეიტანთ, კანი უფრო მბზინვარე, ჯანმრთელი და ლამაზი გახდება. მაშ ასე, რას გვთავაზობს დიეტოლოგი?

ვულფის აზრით, აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ავოკადოს, კინოასა და კაკაოს მირთმევა. ასევე მნიშვნელოვანია ანტიოქსიდანტებით და “სუპერ-ზეთებით” მდიდარი საკვების მიღება, ზეთებში ქაცვისა და ქოქოსის ზეთები იგულისხმება. დიეტოლგი ნამდვილ სასწაულმოქმედ საშუალებად თვლის ალოე ვერას და კურკუმას, მისი თქმით ეს პროდუქტები აფერხებენ დაბერების პროცესს, გარდა ამისა ვულფ გვირჩევს დიეტას გარკვეული მინერალებიც დავუმატოთ – პირველ რიგში მაგნიუმი.

დიეტოლოგი გვირჩევს რაც შეიძლება მეტი ბულგარული წიწაკა, კიტრი და პომიდორი მივირთვათ რადგან მათში ბევრი მინერალი შედის, ისინი ამაგრებენ თმას, ფრჩხილებსა და კანს. ბოლოს კი მესამე “ჯადოსნური მინერალი” სილამაზისთვის – გოგირდი – ის კანს ელასტიურობის შენარჩუნებაში და რეგენერაციის დაჩქარებაში ეხმარება. ყველაზე მეტ გოგირდს ქათმის კვერცხი შეიცავს და დიეტოლოგი მათ ჩართვას ყოველდღიურ რაციონში გვირჩევს.