Connect with us

თავის მოვლა

პროდუქტები, რომლებიც სახის კანს ბზინვარებას შემატებენ

თითოეულ ქალს უნდა ახსოვდეს, რომ კანის მდგომარეობა ჯანმრთელობასა და კვებაზეა დამოკიდებული. თუ ორგანიზმი ვიტამინებისა და აუცილებელი მიკროელემენტების დეფიციტს განიცდის, კანი ნაცრისფერი და ნაკლებად ელასტიური გახდება. ყურადღებით გადახედეთ ზოგიერთ პროდუქტს, რომლებიც სახის ჯანმრთელობისა და ბზინვარების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

ავოკადო

ეს მწვანე ხილი დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს, რომელიც კანის სხვადასხვა სახის ანთებას აფერხებს. ავოკადო კანს სასარგებლო ნივთიერებებით ავსებს, ტონუს მატებს, ატენიანებს და ნაოჭებს ასწორებს.

კოსმეტოლოგები გირჩევენ, დილით ნახევარი ავოკადო შეჭამოთ, რომ თქვენმა კანმა მთელი დღე იბრწყინოს. ამ ხილით სწრაფი საუზმის მომზადების უამრავი რეცეპტი არსებობს, რომლებიც არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ გემრიელიცაა.

ფურცლოვანი მწვანილი

სილამაზის სფეროს ბევრი ექსპერტი დაჟინებით მოითხოვს, რომ ყოველდღიურ რაციონს მწვანილი აუცილებლად დაუმატოთ. მწვანილის რამდენიმე სახეობა არსებობს, რომელიც თქვენს მენიუში უნდა იყოს:

ისპანახი სასარგებლო ნივთიერებების საწყობს წარმოადგენს. მას ორგანიზმიდან წიდები და ტოქსინები გამოაქვს, იმუნიტეტს აძლიერებს, სახის კანს კი წმენდს. მისი სასარგებლო თვისებები თერმული დამუშავების დროსაც არ იკარგება, ამიტომ შეგიძლიათ წვნიანებს დაუმატოთ.

ბაზილიკი დაბერებას აფერხებს, კანს ჯანსაღ რუმიანას ანიჭებს და დაღლილობას ხსნის.

რუკოლა ბევრ ეთერზეთს შეიცავს, რომლებიც კანის დაბერების პროცესს აფერხებენ. ის თმის და ფრჩხილების მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს;

ოხრახუში ჰემოგლობინს წევს, ამიტომ სახის კანი უფრო ჯანსაღად გამოიყურება, ის დაბერების პირველ ნიშნებსაც ებრძვის;

ხუჭუჭა კომბოსტო ჩვეულებრივზე უფრო სასარგებლოა. ის კანს ჟანგბადით ავსებს, გარეგნულ მხარეს სისუფთავეს მატებს და სახის ფერს ათანაბრებს.

ზღვის პროდუქტები

საერთაშორისო კვლევის მონაცემების თანახმად, რომელიც ამერიკული კვების კოლეჯის ჟურნალში გამოქვეყნდა, ადამიანებს, რომლებიც ზღვის პროდუქტებს ღებულობენ, ნაოჭები უფრო ნაკლებად აწუხებთ. ნაოჭების წარმოქმნას ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა აფერხებს, რომელიც აკნესაც ებრძვის.

ორაგული და თინუსი კანის სიმშრალეს ამცირებს, მის ელასტიურობას და სიგლუვეს ინარჩუნებს. კვირაში 1-2-ჯერ ასეთი თევზის მიღება საკმარისია, რომ საჭირო ნივთიერებების მარაგი შეივსოთ. თუ ზღვის პროდუქტები არ გიყვართ, თევზის ცხიმის კაფსულებით ჩაანაცვლეთ.

თესლი

ზოგიერთი სახეობის თესლი კანის სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა:

სელი აკნეს დროს აუცილებელია, ის კანის სიწითლეს აქრობს და მას სინაზეს მატებს. შეგიძლიათ ფაფებს ან გამომცხვარ კერძებს დაუმატოთ. მის საფუძველზე სახის მკვებავი ნიღბების დამზადება შეიძლება;

გოგრის თესლს ახალგაზრდობის წყაროს უწოდებენ, რადგან კოენზიმი Q10 კანის უჯრედებს კვებავს. შეგიძლიათ წასახემსებლის სახით გამოიყენოთ, ან ბოსტნეულის სალათას დაუმატოთ.

სეზამი ყოველთვის ქალური რაციონის ინგრედიენტად ითვლებოდა. ის არა მხოლოდ სახის კანს აჯანსაღებს, არამედ ორსულობის პერიოდში კალციუმის მაღალი შემცველობის გამო მისი მიღება აუცილებელია. ამ აღმოსავლური თესლით შეგიძლიათ კერძები მორთოთ, მისგან სეზამის პასტასაც ამზადებენ;

ჩია მოდურ პროდუქტად ითვლება. ის გაჯერებულია უჯრედისით, რომელიც სახის და სხეულის სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის შეუცვლელია. ეს თესლი სოუსებთან, წვნიანებთან, იოგურტებთან, სმუზებთან და სალათებთან შესანიშნავად „მეგობრობს“.

მზესუმზირას თესლის შემადგენლობაში ცხიმოვანი მჟავები შედის, რომლებიც კანის, თმის და ფრჩხილების მდგომარეობისთვის სასარგებლოა. რეკომენდებულია ნედლი სახით მიღება, რადგან შეწვის დროს ქალის სილამაზისთვის აუცილებელ ყველა სასარგებლო თვისებას კარგავს.

კენკრა

კენკრა სახის კანს ახალგაზრდობისა და ბზინვარების შენარჩუნებაში ეხმარება.

მოცვი ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რაც კანის გასაწმენდად ძალიან მნიშვნელოვანია.

ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში ქალები ახალგაზრდობას და სახის ბუნებრივ ფერს ჟოლოს დახმარებით ინარჩუნებდნენ. ეს კენკრა აკნეს და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად გამოიყენებოდა. ის კანის ელასტიურობას აღადგენს და უჯრედებს აახლებს, ამიტომ კანს მოვლილი სახე აქვს.

კენკრა გოჯი კოსმეტოლოგიაში დამატენიანებელი კრემების და მატონიზირებელი ნიღბების დასამზადებლად გამოიყენება, რომლებიც ნებისმიერი ტიპის კანს უხდება. ასევე თქვენს რაციონს უნდა დაუმატოთ, რადგან ჩინელები თვლიან, რომ ეს კენკრა ჯანმრთელობის და ახალგაზრდობის შენარჩუნებას ხელს უწყობს. დღეში დაახლოებით 50 ცალი კენკრის მიღება საკმარისია.

სილამაზის შესანარჩუნებლად კოსმეტიკურ პროცედურებზე ბევრი ფულის დახარჯვა აუცილებელი არაა, საკმარისია კვების სისტემა დააბალანსოთ, რომ ახალგაზრდულად და სუფთად გამოიყურებოდეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.