Connect with us

ჯანმრთელობა

პრობლემურ ადგილებში ცხიმი განსაკუთრებით რთულად იწვება

ამ ჯადოსნური დიეტის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ საკვებიდან მიღებულ ენერგიას მის გადამუშავებაზე ხარჯავთ და ადვილად იკლებთ. თუ ფორმაში სწრაფად ჩადგომა გსურთ, ასეთი კვების გეგმა მიზნის განსახორციელებლად იდეალურად შეგეფერებათ.

დიეტის დროს შიმშილის გრძნობა არ შეგაწუხებთ – დღის განმავლობაში შეგიძლიათ მითითებული პროდუქტი დიდი რაოდენობით მიიღოთ. რა თქმა უნდა, არც ძალიან ბევრი, თუ რეალური შედეგების მიღწევა გსურთ. ვიტამინების დეფიციტისგან თავი რომ დაიცვათ, ამ პროგრამის დროს მულტივიტამინების კომპლექსი მიიღეთ.

ფიზიკური ვარჯიშიც სასარგებლო იქნება, მაგრამ თუ სპორტზე უარს ამბობთ, არ ინერვიულოთ – დაკლებას დამატებითი დატვირთვის გარეშეც შეძლებთ.  მოტივაცია უკვე გვაქვს! დროა იდეალური ფორმების მისაღებად ეს მარტივი და ნაკლებად რისკიანი მეთოდი გამოსცადოთ.

როგორ დავიკლოთ ერთ კვირაში

1. ხილის დღე

დღის განმავლობაში ბანანის გარდა ნებისმიერი, თქვენთვის საყვარელი ხილი შეჭამეთ. წონის დაკლებას ყველაზე მეტად ხელს უწყობს საზამთრო. საზამთროს დღე დაუყონებლივ სიმსუბუქეს და სიგამხდრეს გაგრძნობინებთ.

რა თქმა უნდა, საზამთრო სეზონზე უნდა მიირთვათ. ასე, რომ სხვა ხილით დაკმაყოფილდით, თუ დაკლებას სხვა სეზონზე გადაწყვეტთ.

2. ბოსტნეულის დღე

მეორე დღეს მყარი ბოსტნეული მიირთვით: ახალი, მოთუშული, მოხარშული, პარკოსანი პროდუქტები და სიმინდი არ მიიღოთ. სიურპრიზი! დღეს შეგიძლიათ კარაქთან ერთად გამომცხვარი კარტოფილი მიირთვათ.

3. ბოსტნეული + ხილი

მთელი დღე საყვარელი ბოსტნეული და ხილი მიირთვით. ახალი ბოსტნეულის სალათი მოამზადეთ, ლიმონის წვენით და ცხარე ჩილის წიწაკით მორთეთ. ეს ძალიან გემრიელია და წონაში დაკლებას უფრო დააჩქარებს. დღეს კარტოფილი აღარ შეიძლება.

4. ბანანი + იოგურტი

არ გაგიკვირდეთ: დღეს შეგიძლიათ ბანანი მიირთვათ. თქვენს ორგანიზმს დამატებითი მინერალური ნივთიერებები სჭირდება, ბანანში კი ბევრი კალიუმი შედის. ერთ დღეში შეგიძლიათ მთელი 8 ბანანი მიირთვათ, 8 ჭიქა უცხიმო რძე დალიოთ და უცხიმო იოგურტი მიიღოთ. უბრალოდ ზღაპარია და არა დიეტა!

5. ქათამი + პომიდორი

მთელი დღის რაციონი ქათმის ხორცისა და ახალი პომიდვრისგან შედგება. ქათამი შეგიძლიათ ინდაურით ჩაანაცვლოთ, თუ ამის შესაძლებლობა და სურვილი გაქვთ.

აუცილებლად ბევრი წყალი დალიეთ – თითოეული ნაჭამი პომიდორი 1 ჭიქა ჩვეულებრივი წყლით უნდა ანაზღაურდეს, რომ ორგანიზმი ზედმეტი მარილებისა და მჟავებისგან გაიწმინდოს.

6. ქათამი + ბოსტნეული

დღის მენიუ არის ქათმის ხორცი და ნებისმიერი ბოსტნეული თქვენი გემოვნებით. რა თქმა უნდა, კარტოფილის და პარკოსანი პროდუქტების გარეშე.

7. წვნიანის დღე

მოამზადეთ ჯადოსნური წვნიანი, რომელიც შეგიძლიათ მთელი დღე მიირთვათ და ამასთან დარჩენილი ზედმეტი ცხიმი დაწვათ.

წვნიანის ინგრედიენტებია: 2 დიდი ხახვი, 1 ყაბაყი, 1 ბულგარული წიწაკა, პომიდვრები, ნიახური და მწვანილი. ყველა ბოსტნეული სანელებლებთან ერთად მოხარშეთ. მზა წვნიანი დააბლენდერეთ.

წონაში რომ დაიკლოთ, საკმარისია თქვენი მიზანი ყოველთვის გახსოვდეთ. როგორც კი იმ პროდუქტისკენ ხელს გაიშვერთ, რომელიც ამ რაციონში არ შედის, გაიხსენეთ, თუ რისთვის დაიწყეთ დიეტა.

ნებისყოფა ნებისმიერ ადამიანს ეყოფა, რომ ასეთ რეჟიმი 7 დღე დაიცვას და შედეგი ამად ნამდვილად ღირს! ასეთი დაბალანსებული გახდომის დროს ღვიძლის განტვირთვა ხდება, კუჭი ისვენებს, სისხლში შაქრის დონე ნორმას უბრუნდება.

დრო მოვიდა სასურველი სხეულის ფორმები მიიღოთ. ეს ერთკვირიანი კვების რეჟიმი სცადეთ. თქვენს შედეგებზე მეგობრებს უამბეთ, ეს მათთვის შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გახდეს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.