Connect with us

ჯანმრთელობა

პოდაგრა და ფეხის შეშუპება: მკურნალობა კომბოსტოს ფოთლებით

კომბოსტოს ფოთოლი ნატურალური საშუალებაა, რომელიც უამრავ სარგებელს მოგიტანთ. კომბოსტოს ფოთლების გამოყენების 3 მარტივი მეთოდი სახსრების და ქსოვილების პრობლემებს მოგაშორებთ.

უკვე მრავალი საუკუნის განმავლობაში კომბოსტოს ფოთლებს, როგორც ეფექტურ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას ხალხურ მედიცინაში იყენებენ. სწორედ ამიტომ, სამკურნალო საშუალებად მისი მიღების ბევრი მეთოდი არსებობს. დღეს წარმოგიდგენთ, როგორ იმკურნალოთ სახსრები კომბოსტოს ფოთლების დახმარებით და თქვენი ცხოვრება ბევრად უფრო მხიარული გახადოთ!

სახსრების მკურნალობა კომბოსტოს ფოთლების დახმარებით

კომბოსტოს ფოთლები ტკივილს გააქრობს და ქსოვილების სწრაფად აღდგენას ხელს შეუწყობს. ბოსტნეულს მაქსიმალური მოქმედება აქვს არა შემაერთებელ ქსოვილებზე, არამედ სახსრებზე.

კომბოსტოს ფოთოლი პოდაგრის საწინააღმდეგოდ

პოდაგრას თან სახსრების ძლიერი ტკივილი ახლავს, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი ყოველთვის ვერ შველის. ტკივილის შემცირებას გაყინული კომბოსტოს ფოთლებით შეძლებთ.

  • ამ მიზნით ფოთლები პოლიეთილენის პარკში მოათავსეთ და საყინულეში შედეთ.
  • ტკივილის გამწვავების დროს გაყინული ფოთლები დაზიანებულ სახსრებზე დაიდეთ და დასაფიქსირებლად პირსახოცით შეიხვიეთ.

ბოსტნეულის მოქმედი ნივთიერებები სახსრებში კანიდან მოხვდება და ანთებას დაამშვიდებს.

სახსრების შეშუპების საწინააღმდეგოდ

ამ შემთხვევაში სავოიის კომბოსტო დაგჭირდებათ.

  • სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად რამდენიმე ფოთოლი დააცალკევეთ და ცენტრალური ნაწილი ამოაჭერით.
  • ამის შემდეგ ფოთლები სამზარეულოს დაფაზე დადეთ და ჩაქუჩით დანაყეთ ისე, რომ წვენმა დენა დაიწყოს.
  • საკმარისია, შესიებულ სახსრებზე ეს საშუალება დაიდოთ და მარლით შეიხვიოთ.

წვენი ქიმიურ ნივთიერებებს შემაერთებელ ქსოვილებში სწრაფად შეღწევის და ანთების გაქრობის საშუალებას მისცემს.

ფეხის შეშუპების საწინააღმდეგოდ

  • კომბოსტოს ფოთლები საყინულეში მოათავსეთ ისე, რომ ძალიან არ გაიყინოს.
  • ფოთლები შეშუპებულ ფეხზე დაიდეთ და ასწიეთ.
  • ასეთ პოზაში 30 წუთით გაჩერდით, რომ კიდურებში შეშუპება სრულად მოიშოროთ.

კომბოსტოს ფეხებში დაგროვებული სითხის შთანთქმის უნარი აქვს.